ბოჭვის ტიპები

ბოჭვისათვის მზაობის ხუთი ეტაპის და მათი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორების ერთობლიობა შეადგენს ძირეულ პრინციპებს, რომელთა გამოყენებაც სასურველია როგორც მწვრთნელების, ასევე მოთამაშეებისათვის საწვრთნელ პროცესში, ბოჭვის ტექნიკის დახვეწისა და ანალიზისას. ხუთი ეტაპი ესადაგება მოთამაშეების მომზადების ყველა დონეს, ასაკობრივ ჯგუფს და საფეხურს (დამოკიდებულია წესების მრავალფეროვნებაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის თქვენს კავშირში). სასურველია ხუთი ეტაპის, როგორც სტანდარტის, გამოყენება საწვრთნელი პროცესისას ბოჭვის ტექნიკაზე მუშაობის დროს.

მომდევნო გვერდებზე ჩამოთვლილია ბოჭვის სხვადასხვა ტიპები, სამიზნე დონეები და შესვლის თავისებურებები. ეს სია არ არის ამომწურავი, მაგრამ მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ძირითადად გვხვდება თამაშის მიმდინარეობისას (შენიშვნა. ბოჭვის აღსანიშნად სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა სხვადასხვა ტერმინი იქნას გამოყენებული)

ყველა ბოჭვის ტიპს აქვს დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საწვრთნელ პროცესში და პრაქტიკული შესრულების დროს.