ერთი ერთზე ბოჭვა (გვერდიდან)

როდესაც მბოჭავი უახლოვდება ბურთიანს გვერდიდან. მან უნდა შეარჩიოს კონტაქტის სწორი დონე სიტუაციიდან და ბურთიანის სხეულის პოზიციიდან გამომდინარე (შენიშვნა. ბურთიანმა შესაძლოა ბოჭვამდე შეცვალოს სხეულის პოზიცია). ბოჭვა შესაძლოა შესრულდეს დონე 1, 2 ან 3 ზე, მარცხენა ან მარჯვენა მხრის გამოყენებით.

შესაძლო დამატებითი ტექნიკური ილეთები:

კაუჭი და სახელური
  • როდესაც მბოჭავი უახლოვდება ბურთიანს გვერდიდან.
  • ბურთიანი ახდენს კონტაქტს სიტუაციიდან გამომდინარე მარცხენა ან მარჯვენა მხრით 2 ან 3 დონეზე. თუ კონტაქტი ხდება მარჯვენა მხრით, მარჯვენა ხელი კაუჭივით ედება ბურთიანის ზურგს, მარცხენა ხელი(მუხლს უკან) მიწიდან წევს ბურთიანის ფეხს. მბოჭავს უკან აწვება ბურთიანი.
მოკვეთა
  • მიზანია ბურთიანის დაუყოვნებლივ მიწაზე წაყვანა, სწრაფი, დაბალი და დინამიური ბოჭვის ქმედებით.
  • მბოჭავი კონტაქტს ახდენს მარცხენა ან მარჯვენა მხრით დონე 1 ზე.
  • მწვრთნელმა აქცენტი უნდა გააკეთოს სწორ მზადებასა და კონტაქტზე, „ლაზერული ფოკუსირებით“ სამიზნეზე და კონტაქტის, ხელის მოხვევის, ჩაჭიდების, მოჭიდების, აჩქარების და დასრულების სრულყოფილად შესრულებაზე, უსაფრთხო და წესების დაცვით ბოჭვის უზრუნველსაყოფად.
პასიური ბოჭვა
  • როდესაც ბურთიანის ინერციას ვერ აჩერებს მბოჭავი და ბოჭვა სრულდება ბურთიანის მცველის ზურგს უკან წაქცევით.
  • ეს ქმედება შეიძლება გაკეთდეს დონე 1, 2 ან 3 ზე
  • ეს არ არის დომინანტი ბოჭვა, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია დაცვაში დროული დახმარების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.