ერთი ერთზე ბოჭვა - უკნიდან

ამ ტიპის ბოჭვა ხშირად სრულდება, როდესაც მბოჭავი უკნიდან უახლოვდება ბურთიანს.

უკან დევნა

  • როდესაც მბოჭავი უკნიდან უახლოვდება ბურთიანს, სამიზნის დონის შერჩევა ხდება სიტუაციიდან და ბურთიანის ტანის პოზიციიდან გამომდინარე.
  • მბოჭავმა სწორად უნდა შეარჩიოს კონტაქტის დონე, სიტუაციიდან და ბურთიანის ტანის პოზიციიდან გამომდინარე. (შენიშვნა - ბურთიანმა შესაძლოა შეცვალოს ტანის პოზიცია ბოჭვამდე, (მოიხაროს ან გაიშალოს)).
  • ბოჭვა შესაძლოა შესრულდეს დონე 1, 2 ან 3 ზე მარცხენა ან მარჯვენა მხრის გამოყენებით.

შესაძლო დამატებითი ტექნიკური ილეთები:

  • მბოჭავმა უნდა უზრუნველყოს სწორი აჩქარების ფაზა, და აჩქარდეს ბოჭვაში რამდენადაც ბურთიანსა და მას შორის დისტანცია იზრდება
  • მბოჭავის მიერ ადრეულად წაქცევამ შესაძლოა კონტაქტის ეტაპის შესუსტება გამოიწვიოს.

ხელით სარმა

  • მიუხედავად იმისა, რომ წესების წიგნში ის არ არის განსაზღვრული როგორც ბოჭვა, ხელით სარმა მაინც გამოიყენება როგორც ბურთიანის მიწაზე წაქცევის საშუალება.
  • როდესაც მბოჭავი უახლოვდება ბურთიანს უკნიდან. ეს იქნება ბოჭვის ბოლო ხელმისაწვდომი საშუალება, თუ ბურთიანს და მბოჭავს შორის დისტანცია იზრდება.
  • კონტაქტის არჩევანი კეთდება დონე 1 ზე ტერფი/კოჭის დონეზე, ბურთიანის წასაქცევად.
  • დროულობა და სამიზნეზე „ლაზერული“ კონცენტრაცია არსებითი მნიშვნელობისაა ამ ბოჭვის ტიპის შესრულებისას, რამდენადაც ბურთიანს და მბოჭავს შორის დისტანცია იზრდება და კონტაქტი უნდა მოხდეს ბურთიანის ტერფი/კოჭზე.
  • ბურთიანის მიწაზე წასაქცევად, მბოჭავმა ან უნდა გამოკრას ხელი, ან მოეჭიდოს ბურთიანის ტერფს/კოჭს, და მოათავსოს ის მისი მეორე ფეხის უკან.
  • ამ ბოჭვისას, თუ ბურთიანს არ აკავებენ, მსაჯი თამაშს არ შეაჩერებს. ეს გულისხმობს რომ მბოჭავი სწრაფად უნდა წამოდგეს თამაშის გასაგრძელებლად.