ვარჯიშების მაგალითები

სარკე

მოთამაშე ა-ს შეუძლია იმოძრაოს გვერდულად, წინ ან უკან. მოთამაშე ბ-მ უნდა სარკისებურად გაიმეოროს მოთამაშე ა -ს მოძრაობები.

შეეხეთ ნიშნულებს

სამეულებში ან ოთხეულებში, მოთამაშეები აწვდიან ბურთს ერთმანეთს და ყოველი პასის შემდეგ ეხებიან 1, 2 ან 3 ნიშნულს (მწვრთნელის არჩევით) და შემდეგ უერთდებიან თამაშს

სისხარტის ბადე

გადაადგილდით:

ა დან ბ სკენ წინ

ბ დან გ სკენ გვერდულად

გ დან ე სკენ უკან

ე დან ა სკენ გვერდულად.

Dodge

დააწყვეთ ნებისმიერი აღჭურვილობა სლალომისებრ. წინაღობების ბილიკის დიზაინი შეადგინეთ ისე, რომ მოთამაშეებს მოუწიოთ სირბილი წინ, უკან და გვერდულად.

შეხება და უკან დახევა





გუნდი ა უტევს გუნდ ბ - ს. როდესაც მოთამაშეს ეხებიან, ამ მოთამაშემ უნდა დადოს ბურთი მიწაზე ფეხებს შორის და შეტევის გასანახლებლად უნდა გადააწოდოს თანაგუნდელს. მოთამაშე, ვინც შეხებას განახორციელებს, თამაშში ჩართვამდე უნდა შემოურბინოს ნიშნულს ან შესაბოჭ ბალიშს.

სავარჯიშო მართკუთხედში

ამ სავარჯიშოს ორი ვარიანტი არსებობს. სავარჯიშო 1 - ში მოთამაშეები მირბიან ნიშნულთან, სადაც მათ უნდა გააკეთონ პასი, განაგრძონ სირბილი შემდეგ ნიშნულთან და შემდეგ დააბრუნონ პასი. როდესაც ისინი მივლენ ბოლო ნიშნულთან, ისინი აჩქარებით გამორბიან სტარტისაკენ. სავარჯიშოს მიმდინარეობისას დრო ინიშნება და მოთამაშეებს მოეთხოვებათ პასის ხარისხზე ყურადღების გამახვილება. ნიშნულებს შორის დისტანციაა 10 მეტრი.





სავაჯიშო 2 - ში, საწყის სწორ ხაზზე აჩქარების შემდეგ, მოთამაშეები დიაგონალურად გარბიან პირველიდან მეორე ნიშნულებამდე და როდესაც მოთამაშეები გადაკვეთენ ერთმანეთის სირბილის ხაზს, ისინი ასრულებენ ჯვარისებრ პასს. იგივე მოძრაობა სრულდება მომდევნო ორ სექციაშიც. ბოლო ნიშნულის მიღწევისას, მოთამაშეები გამორბიან უკან სტარტზე. სავარჯიშოს მიმდინარეობისას დრო ინიშნება და მოთამაშეებს მოეთხოვებათ პასის ხარისხზე ყურადღების გამახვილება. ნიშნულებს შორის დისტანცია კვლავ 10 მეტრია.

გადაწყობა შეხებით







გუნდი ა უტევს გუნდ ბ - ს. შემტევი გუნდი იღებს დარტყმას გუნდი ბ - სგან.

ნაწილი ერთი თამაშდება 5 შემტევით ერთი მცველის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი შეხების დაშვებით. თუ გუნდი ქულას მოიპოვებს, ისინი გარბიან უკან თავისი ლელოს მხარეს და იღებენ ახალ დარტყმას გუნდი ბ - სგან. შემდეგ ეს სავარჯიშო ვითარდება:

ნაწილი ორი: 5 შემტევი 2 მცველის წინააღმდეგ ორი შეხების დაშვებით

ნაწილი 3: 5 შემტევი 3 მცველის წინააღმდეგ სადაც 3 შეხებაა დაშვებული

და ასე შემდეგ სანამ მოცემულობა არ შეიქმნება, სადაც 5 შემტევი 4 მცველის წინააღმდეგ უტევს და 4 შეხებაა დაშვებული. ბურთის ფლობა გადადის მოწინააღმდეგეზე თუ შემტევ გუნდს შეეხებიან დაშვებულზე მეტჯერ.