მმართველობის დოკუმენტები

კონსტიტუცია და წესდება არის ორგანიზაციის მთავარი მმართველი დოკუმენტი. ეს დოკუმენტები აღწერს მიზანს, წესებს და გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურებს. ეს დოკუმენტები ბუნებით უნივერსალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

კონსტიტუცია

კონსტიტუცია დეტალურად აღწერს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლითაც ორგანიზაცია ფუნქციონირებს და იძლევა სამართლებრივ საფუძველს, რომლითაც ის უნდა იმართებოდეს. როდესაც პრინციპები იწერება ერთ დოკუმენტში ან იურიდიულ საბუთში, ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც კონსტიტუცია.

წესდება

წესდება ორგანიზაციისთვის სამოქმედო სახელმძღვანელოს ჰგავს. ისინი ეხმარებიან ორგანიზაციის კანონმდებლობას, ორგანიზებას და მართვას. ის შეიცავს ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციონირების წესებსა და პროცედურებს, როგორიცაა შეხვედრები, თანამდებობის პირთა არჩევა, თანამდებობის პირების დანიშვნა და სხვა პროცესებთან გამკლავება. ის შეიძლება შეიცავდეს:

  • ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, მისამართი და ლოგო
  • მისია, მიზნები და ამოცანები, სანოტარო მოწმობები
  • სტრუქტურის ორგანოგრამა,
  • სხვადასხვა ჯგუფების ასოცირებული უფლებამოსილება და უფლებამოსილებები: გენერალური ასამბლეა, საბჭო და ა.შ., წევრი გაერთიანებები, შვილობილი გაერთიანებები და ა.შ.
  • დისციპლინური პროცესები
  • მემკვიდრეობა
  • რესურსები, ინტელექტუალური საკუთრება და სავაჭრო ნიშნები.

ფუნქციური დოკუმენტები

რაგბის ორგანიზაციებს, ეფექტური ფუნქციონირებისათვის, მოუწოდებენ ჰქონდეთ კარგად განსაზღვრული დოკუმენტაცია. ეს წევრებს, მოხალისეებს და თანამშრომლებს თავიანთი როლების შესრულებაში დაეხმარება. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტების სია არ არის საბოლოო, მაგრამ უნდა იყოს სახელმძღვანელო რაგბის ორგანიზაციებისთვის, რათა დაეხმაროს მათ კარგი პრაქტიკის მიღწევაში:

მმართველობისა და მართვის დოკუმენტები

  • კონსტიტუცია
  • წესდება
  • ორგანიზაციული სტრუქტურა/სქემა
  • წლიური ანგარიში (ები)
  • სტრატეგიული გეგმა (ები)
  • წლირი ოპერაცოული გეგმა, პროგრამა და კალენდარი
  • ბოლო სხდომების ოქმები (მაგ. საბჭოს სხდომები)
  • ოფისის ძირითადი თანამშრომელების სია და საკონტაქტო ინფორმაცია
  • ორგანიზაციული პოლიტიკა და პროცედურები
  • წევრობის რეგისტრაცია
  • აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები.

ინსტრუმენტები

  • შიდა საკომუნიკაციო პროცესი
  • სამედიცინო ინსტრუმენტების ნაკრების და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია
  • მომმარაგებლების სია.

 ხელმძღვანელობა

  • ინდივიდუალური განვითარების გეგმა
  • ფილოსოფია.

 რაგბი

  • მოქცევის კოდექსი
  • კეთილდღეობის ინფორმაცია
    • გადაუდებელი სამოქმედო გეგმა
    • მოთამაშის სკრინინგის ინფორმაცია.

ხალხი

  • მოთამაშე/მწვრთნელი/მსაჯი/ა.შ და საგანგებო საკონტაქტო ინფორმაცია
  • სამუშაოს აღწერილობა ყველა როლისთვის (ანაზღაურებადი და ნებაყოფლობითი)
  • პერსონალის და მოხალისეების ორიენტაციის პაკეტი.

დაფინანსება

  • დაფინანსების წყაროების სია
  • ფონდების მოზიდვის/სპონსორობის გეგმები და წინადადებები
  • მიმდინარე წლის ბიუჯეტი და ანგარიშები.