4. სამოსი

4.1 მოთამაშის სამოსის ყველა ნაწილი | ერთეული უნდა შეესაბამებოდეს "მსოფლიო რაგბის" 12. დებულებას.

4.2 მოთამაშეს აცვია: კვართი [მაისური], შორტი [მოკლე შარვალი] და საცვალი, გეტრები [წინდები] და ბუცები [წაღები]. კვართის სახელო მკლავს მხრიდან იდაყვამდე მინიმუმ სანახევროდ უნდა ფარავდეს.

4.3 მოთამაშეს დამატებით შეიძლება:

ა. ეცვას რეცხვადი ელასტიური | კუმშვადი ბანდაჟი.

ბ. გეტრის შიგნით ეკეთოს წვივ-საცავი.

გ. გეტრის შიგნითვე ეკეთოს არა-ლითონის კოჭ-საცავი, რომელიც წვივის მესამედზე მაღალი არაა.

დ. ხელთათმანები (თითების გარეშე ხელთათმანები).

ე. Sმხრის დამცავები ან დამტკიცებული გულმკერდის დამცავები.

ვ. პირის დამცავი ან კბილების დამცავი.

ზ. თავსაბურავი..

თ. სახვევები, სახვევები, თხელი ლენტი ან სხვა მსგავსი მასალა.

ი. სათვალე.

კ. სამაგრები, მათ შორის ჩამოსხმული რეზინისგან დამზადებული, ჩექმების ძირებზე.

კ. ბამბის ნაზავის გრძელი კოლგოტები ან გამაშები, შორტებისა და წინდების ქვეშ ერთი შიდა ნაკერით.

ლ. თავსაბურავები ან გადასაფარებლები, იმ პირობით, რომ ისინი საფრთხეს არ უქმნიან მფლობელს ან სხვა მოთამაშეებს.

მ.მოთამაშის მონიტორინგის მოწყობილობები.

4.4 მოთამაშეს არ უნდა:

ა. ეცვას სისხლით დალაქავებული სამოსი..

ბ. ეკეთოს მჭრელი ან მქისე | უხეში რამეები.

გ. ეთოს ნებისმიერი რამ, რასაც მქისე | გამოჩრილი ხრახნი, რგოლი, დუგმა, ელვა, აქვს.

დ. ეკეთოს სამკაულ[ებ]ი.

ე. ეკეთოს თითებიანი ხელ-თათმანი.

ვ. შორტები ან გამაშები, რომლებშიც ჩაკერებულია შიგთავსი..

ზ. ეცვას შორტი, რომელშიც დამცავი საფენია ჩაკერებული. ზ. ეცვას | ეკეთოს ისეთი რამ, რაც წესებით დაშვებული კია, მაგრამ მსაჯის.

თ. ეკეთოს კავშირ-გაბმულობის მოწყობილობანი.

4.5 Tმსაჯს ნებისმიერ დროს შეუძლია დაასკვნას, რომ მოთამაშის სამოსის რომელიმე ნაწილი სახიფათო ან აკრძალულია. ამ დროს მსაჯმა მოთამაშეს ამ ნაწილის გახდა | მოხსნა უნდა მოსთხოვოს და სათამაშოდ მას შემდეგღა დაუშვას, როცა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

4.6 თუ თამაშის წინ, სამოსის შემოწმებისას, რომელიმე მსაჯმა მოთამაშეს უთხრა, რომ აკრძალული რამ აცვია | უკეთია და მერე, თამაშისას გაირკვა, რომ მოთამაშეს ის არ გაუხდია | მოუხსნია -- დამრღვევი უწესობისთვისაა გასაძევებელი. სასჯელი: ჯარიმა.

4.7 მსაჯმა მოთამაშე [სათამაშო] არიდან მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუშვას სამოსის გამოსაცვლელად, თუ ეს სისხლითაა დასვრილი.

"მსოფლიო რაგბის" 12. დებულებია იხილეთ აქ: https://www.world.rugby/organisation/governance/regulations/reg-12