მსაჯების კრება
როგორც წესი, მსაჯები სტადიონზე მოდიან მატჩის დაწყებამდე 90 წუთით ადრე, ასე რომ მზად იყავით დახვდეთ მათ და შეათანხმოთ მათთან შემდეგი დეტალები:
- შეათანხმეთ მსაჯთან, როგორ ანიშნებთ მატჩის დაწყებას
- დარწმუნდით, რომ მსაჯებს გადაეცათ ბურთები და რომ წნევა შემოწმებულია
- აჩვენეთ მსაჯებს სად გაიმართება წილისყრა
- დაუდასტურეთ მსაჯებს, მოხდება თუ არა წილისყრის გადაღება და, შესაბამისად, მოუწევს თუ არა მსაჯს ამ დროისთვის სათამაშო ეკიპირების ჩაცმა
- დაადასტურეთ თავის ტრავმების ამოცნობის პროტოოლი (მატჩისწინა კრებაზე მატჩის ექიმის მიერ გაკეთებული მოხსენების შესაბამისად)