მატჩის დახურვის ცერემონია
თუ მატჩი ტურნირის ფინალია, შეიძლება მისი დასრულების შემდეგ გაიმართოს საზეიმო დახურვის/დაჯილდოვების ცერემონია
ცერემონიის დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ქვემოთ მოყვანილი ცხრილი შეგიქმნით წარმოდგენას მის ძირითად ელემენტებზე
დრო | ღონისძიებები | გამოსაცხადებელი ტექსტი |
---|---|---|
თამაშის დასასრული | მოედანზე ბლიც-ინტერვიუები ტარდება (დაახლოებით 3 წუთი). მოედანზე შემოაქვთ პოდიუმი და ვინერბორდი. პოდიუმის წინ მოთავსდება ბარიერი და თასის სადგამი. სიახლოვეში იკრიბებიან გუნდები, მსაჯები, VIP-ები და ცერემონიის სხვა შესაბამისი მონაწილეები (მაგ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე) | გამომცხადებლის ტექსტი: „ვულოცავთ ორივე გუნდს, განსაკუთრებით კი [გამარჯვებული გუნდის სახელწოდება]. გთხოვთ არ დაიშალოთ, რამდენიმე წუთში ჩვენ გადავცემთ მედლებს ფინალისტებს და ტურნირის მსაჯებს.“ საჭირო მომენტში მუსიკალური გაფორმება ნელ-ნელა ჩუმდება... |
+4 წუთი | დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეები განთავსდებიან პოდიუმის მარჯვენა მხარეს | გამომცხადებლის ტექსტი: „ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მიესალმოთ [დაჯილდოვების ცერემონიის მონაწილეთა სახელები და თანამდებობები]...“ |
+7 წუთი | მატჩის/ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მიდის პოდიუმთან ჯილდოს მისაღებად | გამომცხადებლის ტექსტი: |
+8 წუთი | წლის საუკეთესო მოთამაშე ტოვებს პოდიუმს და უერთდება თავის გუნდს ან დგება პოდიუმის გვერდით | |
+9 წუთი | მსაჯები მწკრივად, მარჯვნიდან მარცხნივ ჩაუვლიან დაჯილდოვების ცერემონიის მონაწილეებს, რომლებიც მათ მედლებს გადასცემენ | გამომცხადებლის ტექსტი: „xxxxxxxxxxxxxxxxxxxxxx გადასცემს(ენ) მედლებს მატჩის/ტურნირის მსაჯებს“ |
+12 წუთი | მეორეადგილოსნები მწკრივად, მარჯვნიდან მარცხნივ, კაპიტნის მეთაურობით ჩაუვლიან დაჯილდოვების ცერემონიის მონაწილეებს, რომლებიც მათ მედლებს გადასცემენ | გამომცხადებლის ტექსტი: „xxxxxxxxxxxxxxxxxxx გადასცემს(ენ) ვერცხლის მედლებს ტურნირის მეორეადგილოსანს. მიესალმეთ [გუნდის სახელწოდება]“ |
+15 წუთი | პირველადგილოსნები მწკრივად, მარჯვნიდან მარცხნივ ჩაუვლიან დაჯილდოვების ცერემონიის მონაწილეებს, რომლებიც მათ მედლებს გადასცემენ. მედლების მიღების შემდეგ, გუნდი თანდათან განლაგდება პოდიუმის წინ. კაპიტანი მწკრივის ბოლოში მოთავსდება | გამომცხადებლის ტექსტი: „xxxxxxxxxxxxxxxxxxx გადასცემს(ენ) ოქროს მედლებს ტურნირის ჩემპიონ გუნდს. მიესალმეთ [გუნდის სახელწოდება]“ |
+18 წუთი | კაპიტანი რჩება უკან თასის მისაღებად | გამომცხადებლის ტექსტი: „ახლა კი გადავცემთ თასს გამარჯვებული გუნდის [გუნდის სახელი] კაპიტანს [კაპიტნის სახელი]“ |
+20 წუთი | ფოტო ვინერბორდის უკან | |
+22 წუთი | პატივის წრე |