მსაჯის მომზადება
თამაშისთვის მომზადება ნიშნავს, მზად ვიყოთ ყველა იმ გამოწვევისთვის, სირთულისთვის, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს.
მომზადებას ბევრი ელემენტი აქვს: დანიშვნა, მგზავრობის დაგეგვმა, ჩალაგება, გუნდების, მწვრთნელების, გარემოს განხილვა და უშუალოდ გასახდელში მისვლისას გეგმის დასახვა. მსაჯი კარგად ვერ შეასრულებს საქმეს, თუ სათანადოდ არ მოემზადა თამაშისათვის, იხილეთ რამოდენიმე მაგალითი
კარგი მომზადებისა:
- ფიზმომზადება. მოიცავს სისხარტეს, სიჩქარეს, ძალას, აღდგენას და გაწელვას.
- ნუტრიცია/კვება. იკვებეთ და იცხოვრეთ ჯანმრთელად და სწორად.
- თამაშის ცოდნა - დაესწარით/უყურეთ თამაშებს, გაესაუბრეთ მწვრთნელებს და მოთამაშეებს, განიხილეთ წესები და მათი გამოყენების პრინციპები კოლეგებთან და ა.შ
- ისწავლეთ წესები. როდესაც ჩაწვდებით თამაშის პრინციპების აზრს, თქვენ უნდა ისწავლოთ წესები ძალიან კარგად. ეცადეთ გამოიყენოთ თამაშის წესები როგორც განხილვის იარაღი.
დაიმახსოვრეთ, რომ მოულდნელობა არც ისთი იშვიათობაა და შეიძლება თამაშამდე ან თამაშის დროს მოხდეს.
ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, დავრჩეთ ცივი გონებით, არ ავღელდეთ და შევეცადოთ გამოსავალი მოვძებნოთ.