მსაჯის მხარდაჭერა
როგორც მსაჯმა მალე უნდა შეძლოთ თვითსწავლების რეჟიმში გადასვლა. თქვენი პასუხისმგებლობაა, მიიღოთ, გაანალიზოთ და ისწავლოთ შეფასება. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა გარემოში გიწევთ ყოფნა, კოლეგები, მასწავლებელი, კავშირი უნდა იყვნენ მონდომებულნი რათა მხარი აგიბან/დაგიჭირონ თქვენს წინ სვლაში.
კარგი პრაქტიკაა ყველა თამაშის შემდეგ ეძებოთ შეფასება თქვენს ნამსაჯზე, ეცადეთ გაესაუბროთ გუნდის მწვრთნელებს, კაპიტნებს, მოთამაშეებს და საბოლოოდ მსაჯთა მასწავლებელს.
როდესაც გუნდის მწვრთნელი ან მოთამაშე ახსნას ითხოვს თქვენს გადაწყვეტილებებზე, ეცადეთ თქვენი პასუხი იყოს მოკლე და გულახდილი. ინფორმაციის გაცვლა/შეფასების მიღება ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა ხშირად არ არის მიზანმიმართული და სტრუქტურირებული და არ მოიტანს სასურველ შედეგს. თუნდაც არ ეთანხმებოდეთთ შეფასებას, მადლობა გადაუხადეთ პიროვნებას, რომელმაც შეფასება მოგცათ და უთხარით რომ იფიქრებთ ამაზე.არ შეგეშინდეთ კრიტიკის. ეს ამ საქმის განუყოფრლი ნაწილია.
სახლში მისვლის შემდეგ და პრობლემებზე ფიქრი, რომელიც თქვენს თამაშზე წარმოიშვა შეიძლება აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული. იმის ნაცვლად, რომ თავი ცუდ ხასიათზე დაიყენოთ იმაზე ფიქრით თუ რა პრობლემები გქონდათ და რა ვერ გააკეთ როგორც მსაჯმა, დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები:
- თქვენი ნამსაჯის რომელ კრიტერიუმებზე გინდათ ანალიზი გაგიკეთონ?
- როგორ ჩავინიშნოთ ინფორმაცია?
- როგორ გამოიტან შეფასებიდან საუკეთესო ცოდნას შენი თავისთვის და რას გააკეთებ შემდეგ?
ბევრ რაგბის კავშირს ჰყავს კვალიფიციური მსაჯთა მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია და ვალდებულია დახმარების ხელი გაგიწიოთ:
- მოგეხმაროს ამოიცნოთ ის უნარები და ცოდნა, რომელიც უნდა გააუმჯობესოთ.
- მოგეხმაროს წესების ცოდნა გადაიტანოთ მოედანზე (წესების გამოყენება სწორად ვისწავლოთ)
- შეგიქმნათ გასართობი-სასიამოვნო გარემო, რათა მოტივირებულები იყოთ წინსვლისკენ.
მსაჯთა მწვრთნელი იმისთვის არის, რომ დაგეხმაროთ და არა იმისთვის, რომ თქვენი გასაკეთებელი გააკეთოს. კარგი მწვრთნელი მოგეხმარებათ და არ მიგითითებთ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვით აღმოჩენა და თვითგანვითარება უფრო შედეგიანია ვიდრე, მხოლოდ სხვისი მითითებებით სწავლა.