მსაჯის როლი
დამწყები მსაჯისთვის წესების წიგნი ძალიან ბევრ და რთულ გამოწვევას სახავს, რაც ართულებს ფოკუსი შეინარჩუნო რაგბის მარტივ პრინციპებზე.
დასმული კითხვები ფუნდამენტია რაგბის თამაშისა და ერთნაირი მნიშვნელობა აქვს სამოყვარულო და უმაღლეს (პროფესიულ) დონეზეც.
- რატომ შეიძლება შეჩერდეს უწყვეტობა?
- რომელ წესს ვიყენებთ რათა შევინარჩუნოთ უწყვეტობა?
- რა არის მსაჯის როლი?
მსაჯი თამაშის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი რაგბი მსაჯისგან მოითხოვს ათლეტიზმს, სწრაფი ფიქრის უნარს, წესების ძალიან კარგად ცოდნას და შესრულებას (წესების ცოდნა და უშუალოდ მოედანზე გამოყენება სხვადასხვა, რამ არის).
მსაჯებმა უნდა შექმნან პოზიტიური სურათი: იყვნენ მეგობრული, იუმორი, ხელიმასწვდომი (არ უნდა იყოს უკარება) და ჩანდეს, რომ მას სიამოვნებს ის რასაც აკეთებს. მსაჯს უნდა ჰქონდეს უნარი იმისა, რომ გააცნობიეროს თავისი შეცდომები და შეეძლოს ახსნას თუ რატომ დაუშვა შეცდომა. როდესაც მწვრთნელები, მოთამაშეები და მაყურებლები აფასებენ მსაჯის როლს, გარემო რაგბისთვის ხდება სასიამოვნო და უკეთესი.
ქვმოთ მოყვანილი სურათი გვიჩვენებს თუ რა ქმნის „მთლიან მსაჯს“.