რაგბის ფიზ.მომზადებისთვის ფიზიკური უნარები/შესაძლებლობები

როდესაც მოთამაშეებს მწვრთნელი ფიზიკურად ამზადებს, მისი მიზანია რომ სხეულის ენერგიის სისტემები ავარჯიშოს და ადაპტაცია/შეგუება გამოიწვიოს. ფიზ. მომზადების ვარჯიშმა მოთამაშეების მიერ გადაადგილებაზე ან შეჯახებაზე დაფუძნებული ბუნების განმეორებადი მაღალი ინტენისობის ძალისხმევის შესრულების შესაძლებლობა უნდა დაისახოს მიზნად. დაღლილობის გამო შესრულების რაც შეიძლება მცირე ზომით შემცირებით მოთამაშეს ასევე უნდა შეეძლოს მისი პოზიციიის ტიპიური თამაშის მანძილების დაფარვა და ეს ხშირად დაბალი ინეტსიობის ძალისხმევით სრულდება. ეს საჭიროებს ,ორივე აერობული და ანაერობული ენერგიის სისტემების განვითარებას.

სურათი 8. თამაშის მოთხოვნების ჩამოთვლა ფიზ.მომზადების პროცესი უფრო სიღრმისეულად გააზრების საშუალებას მოგვცემს .

რადგანაც სამი ენერგიის სისტემიდან არცერთი არასოდეს გამოირთვება, მათი ენერგიის წარმოქმნაში კონტრიბუცია ძალისხმევბის ინტენსიობით და ხანგრძლივობით განისაზღვრება. რაგბიში დაბალი ინტენსიობის ძალისხმევებში აერობული სისტემაა გაბატონებული რაც თამაშის დიდ ნაწილს შეადგენს. 2012 წელს სუარეს არონესმა და კოლგებემა გვაჩვენეს რომ ელიტარულ მამრ მოთამაშეების მიერ თამაშში გარბენილი მანძილის უმეტესი ნაწილი 0–12 კმ.სთ სიქარეებს შორის იყო და თამაშის განმავლობაში მოთამაშეების საშუალო სისწრაფე იყო 4.3 კმ/სთ. და 4.77 კმ/სთ მორკინლებისა და ხაზისათვის შესაბამისად. ეს გადაადგილების მოთხოვნებში დიდ აერობულ კომპონენტს გვაჩვენებს. მაღალი ინტენსიობის ძალისხმევები წინ უძღვის ანაერობული ენერგიის სისტემების გაბატონებას ენერგიის მოწოდებაში/მომარაგებაში. 2011 წელს ოსტინმა და კოლგებმა რაგბიში მაღალი ინტენსიობის მოთხოვნები გამოიკვლიეს. მაღალი ინტენსიობის განმეორებით ჯერად განხილული/ მიჩნეული იყო 21 წამის განმავლობაში სამი ან მეტი სპრინტი და /ან ბოჭვები და/ან შერკინება/რაქი/მოლის აქტივობები თამასის ერთი და იგივე მონაკვეთის დროს.თამაშში თითოეული ჯგუფის განმეორებადი მაღალი ინტენსიობის ვარჯიშების ჯერის დიაპაზონი იყო:

  • 11–18 პირველი ხაზისათვის ფორვარდებისათვის
  • 11–21 მესამე ხაზის ფორვარდებისათვის
  • 13–18 ცენტრებისათვის
  • 2–11 უკანა სამეულისათვის

საშუალოდ ყველა პოზიციაზე მაღალი ინტენისობის ჯერები გრძელდებოდა 25–52 წამებს შორის დრო. ყველა პოზიციაზე მაღალი ინტენსიობის ძალისხმევებში საშუალო აღდეგნის დრო 274–512 წამებში მერყეობდა, მაგრამ მინიმალური აღდგენის მაღალი ინტენსიობის ჯერებში შორის მესამე ხაზელ მორკინლებში 24 წამი იყო.

თამაშის მოთხოვნებზე დაფუძნებით, მწვრთნელის მიზანია რომ მოთამაშეების მაგრად მუშაობის უნარი გააუმჯობესოს, გაზარდოს მათი მაღალი ინტენსიობის დონის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი/შესაძლებლობა და ამ მაღალი ინტენსიობის ძალისხმევებს შორის მათი აღდგენა გააუმჯობესოს, ამავე დროს როდესაც ისინი მოედანზე დაბალი ინტენსიობით ისევ გადაადგილდებიან. მწვრთნელს დასჭირდება რომ მიზნად აერობული გამძლოების ან შესაძლებლობის და ანაერობული სიმძლავრის და შესაძლებლობის გაუმჯობესება ამოიღოს. ამან ფიზიკური მომზადების წვრთნის ბაზისზე უნდა მოგვცეს ინფორმაცია.