ვარჯიშების შერჩევა

როდესაც წინაღობებით ვვარჯიშობთ ვარჯიშების შერჩევა შემდგომ ადაპტაციის შედეგებში დიდ ნაწილს თამაშობს. შერჩეულ ვარჯიშებს გავლენა აქვთ მოძრაობის ნიმუშებსა და მიზნად ამოღებულ კუნთებზე და გადატვირთვაზე. ვარჯიშების შერჩევა წინ შეიძლება უძღოდეს უფრო მეტად ზოგად წინაღობებით წვრთნის პროგრამას ან წვრთნისას მან ყურადღება სპეციფიურ არეზე შეიძლება გაამახვილოს.

როდესაც ზოგადი მომზადების წინაღობებით წვრთნის პროგრამის შექმნას ვგეგმავათ, ანაც ანატომიურ ადაპტაციაზე დაფუძნებულ წინაღობებით ვარჯიშის პროგრამას, შერჩეული ვარჯიშები ყველა ძირითად კუნთების ჯგუფს ან მოძრაობის ნიმუშს შეიძლება შეიცავდეს და ისეთ ვარჯიშებს რომლებიც ამ კუნთებს სხვადასხვა გზით გამოიწვევს.მაგალთად ბარძაყის კუნთები შლიან თეძოს და ხრიან მუხლს. ბარძაყის კუნთი მის ორივე ფუნქციაზე რომ ვავარჯიშოთ მწვრთნელმა თეძოს გაშლის ვარჯიშები შეიძლება ჩართას ,ისეთბი როგორიცაა რუმინული ამოწევა და მუხლის გაშლის სავარჯიშო ისეთი როგორიცაა ლეგ კურლი(ფეხის მოხრა).

ვარჯიშების შერჩევათ წინაღობებით წვრთნის პროგრამა მოთმაშის ან პოზიციის საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო მეტად სპეციფიური შეიძლება გახადოს. მწვრთნელს შეუძლია ისეთი ვარჯიშები შეიტანოს პროგრამაში რომლებიც რაგბის სპეციფიური ოსტატობის მიერ სხეულზე გამწესებულ მოთხოვნებს გაიმეორებს.ეს წინ შეიძლება უძღოდეს რაგბის ოსტატობაში გაუმჯობესებულ შესრულებას რადგანაც სხეული წინაღობებით წვრთნას ეგეუება.მაგალითად პირველ ხაზს შერკინებაში ეფექტურად დგომა უნდა შეეძლოს, შესაბამისად მწვრთნელმა შეიძლება შერკინებაში დგომისთვის სპეციფიური სავარჯიშოები შეარჩიოს,რომლებიც წინაღობებით ვარჯიშის პროგრამაში ჩაერთვება. მილსმა და კოლეგებმა 2019 წელს გამოიკვლიეს შერკინებაში თამაშის გასაუმჯობესებელი ძალის ვარჯიშები. შერკინების და მასში ჩართული ძალების დაწვრილებითი ანალიზის შემდგომ მათ ამოიცნეს კისრის გამშლელი კუნთების, ზურგის გამშლელი კუნთების და თეძოს ,მუხლის და კოჭის გამშლელი კუნთების გაძლიერების საჭიროება.მათ ასევე ამოიცნეს ჰორიზონტალური ძალის წარმოქმნის მნიშვნელობა შერკინებაში და შესაბამისად მწვრთნელმა მის წინაღობებით საწვრთნელი პროგარამში ამე არეების განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა შერკინებაში თამაშის შესრულება გაუმჯობესდეს. ამ ინფორმაციიდან მწვრთნელს შეუძლია შეარჩიოს და გამოიყენოს ისეთი ვარჯიშები რომლებიც შერკინების თამაშის გაუმჯობესებას ამოიღებს მიზნად. ბუქნის ან ამოწევის(წიაგის) ვარჯიები ჩინებული არჩევანი იქნებოდა ზურგის, თეძოს მუხლის და კოჭის გამშლელ კუნთებში კუნთების და ძალის გასაზრელად. კისრის გამშლელ კუნთებს შეიძლება დასჭირდეს ზოგიერთი კისრის წონით სვარჯიშო ვარჯიშები რათა სპეციფიური მიზანმიმართული განვითარება მოხდეს. ჰორიზონტალური ძალის წარმოქმნის განსავითარებლად მოთამაშემ მძიმე ციგის მიწოლაზე უნდა ივარჯიშოს. ეს შერკინებაში სხეულის პოზციას გაიმეორებდა/მიბაძავდა და მიზნად შეკრინებაში დგომისას მნიშვნელოვან კუნთებს ამოიღებდა.