როგორ გამოიყენება აქტივეიტი?

მომზადება

აქტივეიტი გამოიყენება როგორც ვარჯიშის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას, ასევე როგორც წინა სამატჩო მოთელვის ნაწილი. მას შემდეგ, რაც მოთამაშეები და მწვრთნელები გაეცნობიან სავარჯიშოებს, ახალგაზრდების პროგრამის შესრულებას 15-20 წუთი ჭირდება, ხოლო ზრდასრულთათვის განკუთვნილს 20-25 წუთი.

პროგრამა იწყება სირბილზე დაფუძნებული მოთელვით, რასაც მოყვება ქვედა კიდურების, ძალის, სიმძლავრის, მობილურობის, მიმართულების ცვლისას და მიწაზე დაშვებისას კონტროლის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები. სავაჯიშოების შესასრულებლად საუკეთესოა ბუნებრივი ან ხელოვნური საფარის მოედანი საკმარისი სივრცით, თუმცა მისაღებია დახურული სივრცეც ისეთი იატაკით სადაც ფეხი არ ცურავს (მაგ. სპორტული დარბაზი). მწვრთნელებმა ყოველ ჯერზე უნდა შეამოწმონ სავარჯიშოების შესრულების არეალი პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით.

მოედანზე სავარჯიშოების განლაგების შემოთავაზება

აქტივეტს აღჭურვილობის მინიმალური მოთხოვნა აქვს. სავარჯიშო სივრცის მოსანიშნად მხოლოდ რამოდენიმე ნიშნულია საჭირო. აქტივეიტიდან მრავალი სავარჯიშო ინდივიდუალურად ან მეწყვილესთან ერთად სრულდება, ხოლო სირბილზე დაფუძნებული სავარჯიშოები ჯგუფურია. მწვრთნელებს, ასევე შეუძლიათ ჩართონ რაგბის ბურთები, ან სხვა სავარჯიშო აღჭურვილობა, თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ქმედება ვარჯიშებს მოთამაშეებისთვის უფრო მიზნობრივს და სახალისოს გახდის. მნიშნვნელოვანია, რომ როდესაც მოთამაშეებს კონკრეტული დროის განმავლობაში უწევთ სავარჯიშოს შესრულება (მაგ. 30 წამის განმვალობაში), დრო არა მწვრთნელმა, არამედ ვინმე სხვამ დაინიშნოს (მაგ. მწვრთნელის ასისტენტი ან მოთამაშე რომელიც არ მონაწილეობს ვარჯიშში). ეს საშუალებას აძლევს მწვრთნელს ყურადღება გაამახვილოს მოთამაშეების ტექნიკის თვალყურზე.

განვითარება

აქტივეიტი შედგება რამოდენიმე გავნითარებადი დონისაგან (ახალგაზრდებისთვის - ოთხი დონე; ზრდასრულთათვის - შვიდი დონე). მოთამაშეებმა უმჯობესია პროგრამის გამოყენება სეზონისათვის მოსამზადებელი პერიოდის დასაწყისში დაიწყონ, თუმცა მისი დაწყება სათამაშო სეზონის დროსაც შეიძლება. ამ შემთხვევაშიც მოთამაშეებმა პროგრამის შესრულება აუცილებლად პირველი დონიდან უნდა დაიწყონ და შემდეგ გადავიდნენ მომდევნო ფაზებზე.

სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ დონიდან დონეზე გადასვლისას ფიზიკური გამოწვევა გაიზარდოს, რაც მოთამაშეების ფიზიკურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მოთამაშეების უმეტესობას თითო დონეზე მისაღები კონტროლის, ბალანსის და ტექნიკის მისაღწევად ექვსიდან რვა კვირამდე ჭირდებათ (12-16 ვარჯიში ერთ დონეზე, იმ შემთხვევაში თუ პროგრამას ვიყენებთ კვირაში ორჯერ). კონკრეტული სავარჯიშოებში თითოეულ დონეზე შეიძლება გამოწვევა გაიზარდოს ან შემცირდეს იმგვარად, რომ მოერგოს მოთამაშეების ინდივიდუალურ, ან ჯგუფურ მოთხოვნებს.

ახალგაზრდული პროგრამის სტრუქტურა

ახალგაზრდული პროგრამის სტრუქტურის თითოეული დონე შეიცავს ოთხ ნაწილს და მთლიანობაში 12 შესასრულებელ სავარჯიშოს

ზრდასრულთა სავარჯიშო პროგრამის სტრუქტურა

ზრდასრულთა პროგრამის თითოეული დონე მოიცავს ოთხ ნაწილს და 16 სავარჯიშოს