ნაწილი ბ
წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად
ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება ოდნავი ბუქნით
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დადექით ერთ ფეხზე, ოდნავ მოხრილი მუხლით
- წონასწორობის მიღწევისას, შეასრულეთ ნახევარ ბუქნი მუხლის და მენჯის ერთდროულად დაჭმივით
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მუხლი ტერფს ზემოთ
გვერდზე ხტომა და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ცალი ფეხიდან გადახტით გვერდზე მარცხნივ ან მარჯვნივ და დაეშვით იმავე ფეხზე, რომელზეც ახტით
- ნახტომის დისტანცია იმდენად შორი უნდა იყოს, რომ მართვის და წონასწორობის შენარჩუნება გამოწვევა იყოს
- ცვალეთ მარცხენა და მარჯვენა ფეხი, ასევე ხტომის მიმართულება
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მოდუნებული მუხლები