ბოჭვა ერთზე მეტი მბოჭავის მონაწილეობით
მრავალი ბოჭვა მოიცავს ერთზე მეტ მბოჭავს, განსაკუთრებით მაღალი დონის თამაშის მიმდინარეობისას.
ბოჭვა ორი მბოჭავის მონაწილეობით
- ორივე მბოჭავი უნდა იყოს კომპეტენტური და თავდაჯერებული 1, 2 ან 3 დონეზე, წინიდან და გვერდიდან ბოჭვის შესრულებისას, ასევე მათ ეფექტურად უნდა შეძლონ კომუნიკაცია. მათ ისე უნდა განსაზღვრონ ბურთიანზე კონტაქტის დრო, რომ მოხდეს მათი თავის დამხმარე მბოჭავის თავზე კონტაქტის რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
- მწვრთნელმა ხაზი უნდა გაუსვას სწორ მზადებასა და კონტაქტს სამიზნეზე „ლაზერულ“ კონცენტრაციით, ასევე კონტაქტის, მოხვევის, მოჭიდების, ჩაჭიდების, აჩქარების და დასრულების სრულად ამოწურვას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და წესებით დაცვით ბოჭვის შესრულებას.
- ამ ბოჭვის ფარგლებში, ორივე მბოჭვმა ერთდროულად სხვადასხვა დონეზე უნდა შევიდეს კონტაქტში ბურთიანზე, მაგ:
- მბოჭავი #1 აკეთებს კონტაქტს მარჯვენა მხრით დონე 2 ზე, ბურთიანის წინსვლის შეჩერების მიზნით
- მბოჭავი #2 აკეთებს კონტაქტს მარცხენა მხრით დონე 3 ზე, ბურთიანის ხელების დამწყვდევით, „ოფლოუდის“ შეზღუდვის მიზნით.
- აქცენტი უნდა გაკეთდეს „თვალის დისციპლინაზე“(მიზანზე კონცენტრაციის შენარჩუნება), „ბუნიკის“ ტექნიკასა და ბოჭვის მიმდინარეობისას კონტროლზე, თავი თავში კონტაქტის ან თამაშის წესების დარღვევის გამოსარიცხად.
- ორივე მბოჭავი ენერგიულად უნდა ეცადოს, მოიპოვოს საყრდენი და ააჩქაროს ფეხები, რომ შეინარჩუნოს წინსვლის ინერცია და წაიყვანოს მიწაზე ბურთიანი.
შესაძლო დამატებითი ტექნიკური ილეთები:
ბოჭვა ბურთის „გაჭედვის“ მიზნით
- ამ ბოჭვის მიზანია შეაჩეროს ბურთიანის წინსვლის ინერცია და შეაკავოს ისინი გამართულ მდგომარეობაში, რაც შეზღუდავს ბურთიანს მიწაზე წასვლის ან „ოფლოუდის“ საშუალებას.
- მბოჭავის მიერ არჩევანი კეთდება, რომ შევიდეს კონტაქტში ბურთიანთან დონე 2 ან 3 ზე, წინიდან ან გვერდიდან, ბურთიანის ტანის პოზიციიდან გამომდინარე.