მესამე მიმყოლი მოთამაშე
მესამე მიმყოლი მოთამაშე
იდეალურ მოცემულობაში, შეტევითი ბრექიდაუნის მოგებას არ უნდა დაჭირდეს სამ მოთამაშეზე მეტი (ბურთიანი მოთამაშე, პირველი მიმყოლი და მეორე მიმყოლი მოთამაშეები), გარდა იმ შემთხვევებისა სადაც ტაქტიკურად არ არის გათვალისწინებული ნაკლები ან მეტი მოთამაშის გამოყენება. მესამე მიმყოლი მოთამაშე შეტევით წყობაში არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, რამდენადაც ისინი წყვეტენ, ჩაებან თუ არა ბრეიქდაუნში და არჩევენ იმ როლს, რომლის შესრულებაც დასჭირდებათ. ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია უკვე ქმედებაში ჩართული მოთამაშეების, ბურთიანი მოთამაშის და მიმყოლი მოთამაშის, ეფექტურ ქმედებაზე.
ბრექიდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები
სწორი გადაწყვეტილების მიღება. შესვლა მხოლოდ მაშინ:
- თუ უფრო ძლიერი შეტევითი რაქის ფორმირება მოითხოვს შესვლას და ჩაბმას
- საჭიროებიდან გამომდინარე იმოქმედოს, როგორც მეორე მიმყოლმა მოთამაშემ, თუ მან ან პირველმა მიმყოლმა მოთამაშემ გაწმინდეს დაცვითი საფრთხე რაქიდან (მესამე ხდება მეორე, მეორე ხდება პირველი)
- თუ გუნდის ტაქტიკა მოითხოვს ასე, მაგალითად, რაქიდან გამოსვლა / შერკინების ნახევარ მცველის დაცვა/რაქიდან ბურთის პასით გამოტანა/ აღება და მიძალება /ტაქტიკური გათამაშება რაქიდან.