ადმინისტრატორების აკადემია

მსსოფლიო რაგბი მუშაობს რეგიონალურ გაერთიანებებთან და წევრ კავშირებთან ერთად რათა ჩაატარონ, მოთხოვნაზე დაყრდნობილი/დამოკიდებული ონლაინ ან/და დასწრებადი სასწავლო კურსები. ჩვენი მიზანია, წევრი კავშირები გახდნენ დამოუკიდებელნი დაწყებითი და შუა დონის კურსების ჩატარებაში, ხოლო მაღალი დონის კურსები ჩატარებული იქნება რეგიონალურად. რამოდენიმე ჩვენი წევრი დიდი კავშირი/გაერთიანება ირჩევს თავიანთ სწავლა განათლების სისტემას და კურსებს, ამიტომ გთხოვთ თქვენსავე კავშირთან გაიაროთ, თუ რა სახის კურსებია ხელმისაწვდომი თქვენთვის. მსოფლიო რაგბის პირისსპირ კურსები და აკრედიტაციები ტარდება 2000-ზე მეტი ლიცენზირებული „ტრეინერი“-ს და „ედუკატორი“-ს მეშვეობით. ეს განმანათლებლები ატარებენ კურსებს ადგილობრივი კავშირების და მსოფლიო რაგბის თანხმობის საფუძველზე. ისინი არიან გაწვრთნილნი, ლიცენზირებულნი და მუდმივად მონიტორინგის ქვეშ, მსოფლიო რაგბის მხრიდან. კურსების მთლიანი სია ხელმისაწვდომია ქვემოთ, ასევე ის ონლაინ წინა-საკურსო აუცილებელი სექციები, რომლებიც მონაწილემ უნდა გაიაროს კურსზე დასწრებამდე. ჩვენი ადმინისტრატორების აკადემია ტარდება ჩვენს აკადემიურ პარტნიორთან ერთად მსოფლიო სპორტის აკადემია.

ლიდერობის და მენეჯმენტის შესავალი

მსოფლიო რაგბის ადმინისტრატორის აკადემიის პროგრამა მიმართულია წევრი კავშირების განვითარებაზე. ეს ონლაინ მოდული გთავაზობთ ლიდერობისა და მენეჯმენტის პრინციპების შესავალს.

სხვა ენებზე ხელმისაწვდომი მოდულები

ყველა მოდული ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე. თუ მოდული არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, სცადეთ სხვა.

Face-to-face courses and accreditations