ლიდერობის და მენეჯმენტის შესავალი

მსოფლიო რაგბის ადმინისტრატორის აკადემიის პროგრამა მიმართულია წევრი კავშირების განვითარებაზე. ეს ონლაინ მოდული გთავაზობთ ლიდერობისა და მენეჯმენტის პრინციპების შესავალს.

ამ მოდულის მიზანია რაგბის ორგანიზაციების გაუმჯობესებით თამაშის გაძლიერება ხალხის მეშვეობით, და ამავდროულად უზრუნველყოს, რომ თამაში დარჩეს თავისი ღირებულებების ერთგული. ის უზრუნველყოფს მსოფლიო რაგბის ადმინისტრატორთა აკადემიის დამწყებით დონეს, მაშალადამე:

  • თამაშის განმტკიცება
  • რაგბის ორგანიზაციების გაუმჯობესებით
  • ხალხის მეშვეობით.

ეს მოდული განკუთვნილია რაგბის ადმინისტრაციისა და სპორტის მენეჯმენტის ახალბედა ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ან თანამშრომლობენ რაგბის ორგანიზაციებთან ნებისმიერი მოცულობით.

განსაზღვრებები, რომლებსაც ამ მოდულში გამოვიყენებთ, არის:

ლიდერობა

  • სად მივდივართ? ვიზუალიზაცია იმისა, თუ სადაც გინდა, რომ ორგანიზაცია იყოს და სწორი ქმედებების გაკეთება.

მენეჯმენტი

  • როგორ მივიდეთ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ? ნებისმიერი ცვლილების მართვა და საქმის სწორად კეთება.