1. მმართველობა და მენეჯმენტი

მმართველობა (ხელმძღვანელობა)

მსოფლიო რეგბის ორგანიზაციების უმრავლესობა შექმნილია, როგორც არაკომერციული ორგანიზაციები და ამგვარად შედგება წევრებისგან. მათი მიზანია თამაშის შესაძლებლობების უზრუნველყოფა და თამაშის განვითარება. ორგანიზაციის შემოსავალი ძირითადად დამოკიდებულია დონაციებზე (შემოწირულობებზე), გრანტებზე, საწევრო გადასახადებზე და ნებისმიერ კომერციულ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სპორტში ინვესტიციებისთვის.

რაგბის ორგანიზაციების რამდენიმე მაგალითი შემდეგია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაგბის კლუბები, პროვინციული რაგბის კავშირები, რაგბის ეროვნული გაერთიანებები, რეგიონალური ასოციაციები და მსოფლიო რაგბი.
  • ასევე, არის რაგბის ღონისძიებების ორგანიზატორები, მაგ. სუპერ რაგბი, შპს ევროპის პროფესიონალური რაგბის კლუბები, URC, 6 ერი, SANZAAR

გარდა ამისა, თამაშში ჩართულნი არიან დაინტერესებული მხარეები მაგ. სამთავრობო სპორტის სამინისტროები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტები და ა.შ

რაგბის ორგანიზაციები სათანადოდ უნდა მართონ შესაბამისი ჩარჩოებით, რათა უზრუნველყონ მათ სწორად ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ მათ განიხილონ შემდეგი სფეროები:

კონსტიტუცია და ურთიერთობა წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

ეს დაკავშირებულია ორგანიზაციის კონსტიტუციასა და მმართველობის სტრუქტურასთან და მის წევრებთან ურთიერთობაზე. პერიოდული საკონტაქტო პუნქტების ჩამოყალიბება, როგორიცაა: გენერალური ასამბლეები, კომიტეტის სხდომები, ეროვნული კონფერენციები და ტექნიკური სამუშაო შეხვედრები, ასევე ურთიერთობები ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

გამგეობის განვითარება

ეს დაკავშირებულია ორგანიზაციის გამგოების სხვადასხვა ასპექტთან: მათ დანიშნულებასთან და როლთან, სტრუქტურასთან, დასაქმებასთან და ორიენტაციასთან, მათი მემკვიდრეობითობის/ჩანაცვლების გეგმასთან, შეხვედრებთან, სამუშაო ტემპთან, (თვით) შეფასების პროცესთან და ეთიკასთან.

ორგანიზაციული გეგმა და შესრულება .

ორგანიზაციული საქმიანობის მონიტორინგი; ზოგადი მართვის ინსტრუმენტების მომზადება (სტრატეგიული და ოპერატიული გეგმები, განრიგი, კალენდრები და ანგარიშები) და გაწეული მომსახურების ხარისხის მართვა.

სტრატეგიული და ოპერაციული მართვა .

ოპერატიული გუნდის კოორდინაცია და შიდა კომუნიკაცია, ორგანიზაციისა და პერსონალის გეგმებისა და მოქმედებების შემუშავება და მონიტორინგი, რათა უზრუნველყოს პროდუქტიულობა და ეფექტურობა ყველა სფეროში, ინფორმაციისა და კომუნიკაციების ნაკადის სათანადო მართვის ჩათვლით.