1 ასპარეზი
1.1 ასპარეზის ზედაპირი | საფარი უხიფათო უნდა იყოს.
1.2 თამაში ნება-დართულია ბალახზე, ქვიშაზე, თიხაზე, თოვლსა და ხელოვნურ გაზონზე -- ამათი მახასიათებლები იხილეთ "მსოფლიო რაგბის" 22. დებულებაში.
1.3 [სათამაშო] არის ზომები ნახაზზე წერია.

ასპარეზი
| ზომები [მეტრი] | მოედნის სიგრძე | ლელოს სიგრძე | სიგანე |
|---|---|---|---|
| მაქსიმუმი | 100 | 22 | 70 |
| მინიმუმი | 94 | 6 | 68 |
ა. [სათამაშო] არის ყველა ნაკვეთი მართ-კუთხაა.
ბ. საშინაო შეჯიბრებაში ზომათა ნებისმიერი ცვლა კავშირის საქმეა, ხოლო სანაკრებო | საერთაშორისო მატჩებზე "მსოფლიო რაგბის" დასტურია საჭირო.
გ. თუ მოედნის სიგრძე 100 მეტრზე ნაკლებია -- სათანადოდ მცირდება მანძილი 10-მეტრა და 22-მეტრა ხაზებს შორის.
დ. თუ მოედნის სიგანე 70 მეტრზე ნაკლებია -- სათანადოდ მცირდება მანძილი 15-მეტრა ხაზებს შორის.
ე. თუ ხერხდება -- პერიმეტრის განი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დახაზვა
1.4 უწყვეტად ივლება:
ა. [ლელოს] "უკანა ხაზები" და "ლელოს კიდის ხაზები".
ბ. "კარის ხაზები".
გ. "22-მეტრა ხაზები".
დ. "შუა ხაზი".
ე. "კიდის | აუტის ხაზები".
1.5 წყვეტილად ივლება [ამ წყვეტილთა შტრიხების სიგრძე 5 მეტრია]:
ა. ორივე "კიდის ხაზთან" 5 მეტრზე -- მათ პარალელურად.
ბ. ორივე "კიდის ხაზთან" 15 მეტრზე -- მათ პარალელურად.
გ. "შუა ხაზთან" ორივე მხარეს 10 მეტრზე -- მის პარალელურად.
დ. ორივე "კარის ხაზთან" 5 მეტრზე -- მათ პარალელურად
1.6 Tერთი მოკლე -- ნახევარ-მეტრიანი შტრიხი -- მოედნის "შუა ხაზს" ცენტრში კვეთს.
კარის ძელები და ხარიხა
1.7 თუ ძელს დამცავი შალითა უკეთია, მისი ზედაპირი მოედანში 30 სანტიმეტზე მეტად არ უნდა შედიოდეს.

კარი
ალმიანი სარები
1.8 [სათამაშო] გარემოში დასობილია 14 "ალმიანი სარი". ამათი მინიმალური სიმაღლე 1.20 მეტრია.
1.9 8 სარი უნდა დაისოს "ლელოს კიდის ხაზებისა" და "კარის ხაზების" გადაკვეთაზე, და "ლელოს კიდის ხაზების" და [ლელოს] "უკანა ხაზების გადაკვეთაზე.
1.10 დანარჩენი 6 სარი უნდა დაისოს "22-მეტრა ხაზებისა" და მოედნის "შუა ხაზების" გაყოლებაზე, "კიდის ხაზებიდან" 2 მეტრით გარეთ -- ოღონდაც [სათამაშო] გარემოს ფარგლებში.
ჩივილი ასპარეზის გამო
1.11 თუ გუნდს არ მოსწონს ასპარეზი | მისი დახაზულობა -- მსაჯს თამაშის დაწყებამდე უნდა მიმართოს.
1.12 მსაჯი ნაკლის გამოსწორებას უნდა ეცადოს. თუ ასპარეზის რომელიმე უბანი სახიფათოდ მიაჩნია -- მსაჯმა თამაში არ უნდა დაიწყოს.