10 თამაშ-გარე ღია თამაშში
არსი
[რაგბი] უნდა ითამაშოს მხოლოდ "თამაშში მყოფმა" და არა იმან, ვინც თამაშგარე[თა.
თამაშ-გარეთ | თამაშში ყოფნა
10.1 მოთამაშე "ღია თამაშში" თამაშ-გარეა -- თუ იგი წინაა "ბურთიან გუნდელზე" |იმ გუნდელზე, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა. "თამაშ-გარეთ მყოფი"თამაშში არ უნდა ჩაერიოს -- არ უნდა:
ა. ითამაშოს ბურთით.
ბ. შებოჭოს ბურთიანი მეტოქე.
გ. მეტოქეს ხელი შეუშალოს [თავისუფლად | გემოზე] თამაშში.
დ. თამაშგარე მდგომარეობაში უსაქმურობა.
10.2 მოთამაშე თამაშ-გარეთ შეიძლება აღმოჩნდეს [სათამაშო] გარემოს ნებისმიერ ადგილას -- მოედანზე | ლელოში | კიდეზე.
10.3 თუ მოთამაშემ [გუნდელის მიერ] "უნებლიეთ წინ ნასროლი |გადაწოდებული" ბურთი დაიჭირა -- თამაშ-გარეთ არაა.
10.4 "თამაშ-გარეთ მყოფი" მოთამაშე დასასჯელია, თუ:
ა. უკან დახევის მცდელობას არ აკეთებს და თამაშში ხელს უშლისსასჯელი: მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
- ჯარიმა -- დარღვევის ადგილზე.
- შერკინება -- სადაც "დამრღვევმა გუნდმა" ბურთით ბოლოჯერ.
ბ. წინ -- ბურთისკენ გაიქცა | წავიდა | გადაადგილდა. სასჯელი: მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
- ჯარიმა -- დარღვევის ადგილზე.
- შერკინება -- სადაც "დამრღვევმა გუნდმა" ბურთით ბოლოჯერ.
გ. გუნდელმა ბურთს ფეხი დაარტყა, თავად კი მასზე წინ იყო | იდგა და უმალ არ დაიხია იმ წარმოსახვითი ხაზის უკან, რომელიც მისი გუნდის მხარეს, მოედნის მთელ სიგანეზე, ბურთის დამჭერიდან | მიწაზე დაცემის ადგილიდან 10 მეტრზე ივლება. აქ სულ ერთია, ბურთი ჯერ კარის ძელ[ებ]ს | ხარიხას მოხვდა თუ არა. თუ წესი რამდენიმე მოთამაშემ [ერთბაშად] დაარღვია -- ისჯება ის, რომელიც ბურთის დამჭერიდან | მიწაზე დაცემის ადგილიდან ყველაზე ახლოს იყო. ამ წესს [მოკლედ] "10 მეტრი" ჰქვია. იგი ძალაშია მაშინაც, როცა ბურთი მეტოქეს შეეხო | მეტოქემ ბურთით ითამაშა -- მაგრამ არ მოქმედებს მეტოქის მიერ [ფეხით] დარტყმაზე დაფარების დროს. სასჯელი: მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
- ჯარიმა -- დარღვევის ადგილზე.
- შერკინება -- სადაც "დამრღვევმა გუნდმა" ბურთით ბოლოჯერ.
10.5 მოთამაშე "უნებლიეთაა თამაშ-გარე", თუ ბურთს | ბურთიან გუნდელს ვერასცდა | უნებლიეთ შეეხო. აქ მსაჯი მაშინღა უსტვენს, თუ დამრღვევმა გუნდმა იხეირა. სასჯელი: შერკინება.
10.6 "თამაშ-გარეთ" მყოფი მოთამაშე უკვე თამაშშია | თამაშში მობრუნდა თუ:
ა. თავად დაიხია იმ გუნდელზე უკან, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა;
ბ. თავად დაიხია უკან "თამაშში მყოფ" გუნდელზე უკან.

მეტოქის მოქმედებით თამაშში "მობრუნების" ხერხები
10.7 "10 მეტრის" [10.4.გ მუხლის] გარდა, "თამაშ-გარეთ" მყოფი უკვე თამაშშია | თამაშში მობრუნდა, თუ:
ა. "თამაშში მყოფმა" გუნდელმა გადაუსწრო და ეს გუნდელი [სათამაშო] არეშია | არეში უკვე დაბრუნდა.
ბ. მეტოქემ:
i. ბურთს ფეხი დაარტყა
ii. მეტოქე ბურთს განზრახ | განგებ შეეხო, მაგრამ არ | ვერ დაეუფლა.
10.8 თამაშ-გარეთ "10 მეტრში" მყოფი მოთამაშე [10.4.გ მუხლი] თამაშში ეიძლება მობრუნდეს მეტოქის ერთად-ერთი მოქმედებით -- ეგაა [ფეხით] დარტყმაზე დაფარება.
მობრუნება ფაზურ თამაშში
10.9 თუ მოთამაშე რაქში | მოლში | შერკინებაში | დეფერანში თამაშ-გარეა -- თამაშ-გარეთვე რჩება მათი დასრულების შემდეგ.
10.10 აქ მოთამაშე "უკვე თამაშშია | თამაშში მობრუნდა" თუ:
ა. თავად უმალ დაიხია სათანადო "თამაშ-გარეს ხაზის" უკან
ბ. მეტოქემ ბურთიანად გაირბინა 5 მეტრი -- სულ ერთია, საით
გ. მეტოქემ ბურთს ფეხი დაარტყა.
10.11 თამაშ-გარეთ მყოფი | ჩარჩენილი მოთამაშე დასასჯელია, თუ:
ა. უმალ კი არ დაიხია "თამაშ-გარეს ხაზის" უკან, არამედ უფრო ხელ-საყრელ ადგილზე მეტოქეს მოაბრუნებინა თავი. სასჯელი: ჯარიმა.
ბ. თამაშში ჩაერია სასჯელი: ჯარიმა.
გ. ბურთისკენ გაიქცა | წავიდა | გადაადგილდა. სასჯელი: ჯარიმა.