12 ცენტრიდან | 22-დან | ლელოდან დარტყმა | განახლება
არსი
"ცენტრიდან დარტყმით" იწყება თამაშის | მატჩის და "დამატებითი დროის"ორივე ნახევარი | ტაიმი, და ახლდება თამაში "ბურთის გატანის" შემდეგ. "22-დან | ლელოდან დარტყმით" თამაშს "დამცველი გუნდი" აახლებს.
12.1 ცენტრიდან | 22-დან | ლელოდან დარტყმა არეკნით სრულდება. სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამოერებას | შერკინებას.

ცენტრიდან დარტყმა
ცენტრიდან დარტყმა
12.2 ცენტრიდან დარტყმა სრულდება "შუა ხაზის" ცენტრიდან ან მასზე უკნიდან. სასჯელი: აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
12.3 მეორე ტაიმს იწყებს ის გუნდი, რომლის მეტოქემაც დაიწყო პირველი.
12.4 ბურთის გატანის შემდეგ თამაშს განაახლებს "ბურთის გამშვები" გუნდი, "შუა ხაზის" ცენტრიდან ან მასზე უკნიდან. სასჯელი: აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
12.5 ბურთის დარტყმისას:
ა. დამრტყმელის გუნდელები ბურთზე უკან უნდა იდგნენ. სასჯელი: Scrum.
ბ. მეტოქე გუნდი "10-მეტრა ხაზზე" ან მის უკან უნდა განლაგდეს. სასჯელი: დარტყმის გამეორება.
12.6 ბურთმა 10-მეტრა ხაზს უნდა უწიოს სასჯელი: Tმეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
12.7 თუ ბურთმა 10-მეტრა ხაზს უწია, მაგრამ ქარმა უკანვე წაიღო | მეტოქემ მანამ ითამაშა, სანამ ბურთი 10-მეტრა ხაზამდე მიაღწევდა -- თამაში გრძელდება.
12.8 თუ ბურთი აუტში | კიდეზე პირდაპირ გა[და]ვიდა -- მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
ა. დარტყმის გამეორება.
ბ. შერკინება.
გ. დერეფანი.
დ. უცებ შემოგდება.
12.9 თუ [ცენტრიდან დარტყმული] ბურთი მოთამაშეთა შეუხებლივ შევიდა "მეტოქის ლელოში", იქ კი მეტოქემ უმალ დაამიწა | ბურთი თავად "გახდა უქმი" [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით]
12.10 თუ ბურთი დამრტყმელი უნდისვე ლელოში შევიდა, იქ კი დამცველმა უქმად აქცია | ბურთი თავად "გახდა უქმი" [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით] -- მეტოქეს ერგება [5-მეტრა] შერკინება.
2-დან | ლელოდან დარტყმა | განახლება (drop-outs)
12.11 აცილებული ჯარიმის | არეკნის შემდეგ ლელოში დამიწების | "უქმად გახდომის" | ბურთი თავად "გახდა უქმი" [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით], [ამეების] შემდეგ - თამაში განახლდება 22-დან..
12.12 თამაში განახლდება "ლელოდან დარტყმით" თუ:
ა. ბურთი თამაშდება ან შეჰყავს კარში შემტევი მოთამაშე და შემდეგ მოწინააღმდეგე მას აკავებს, მიწაზე აჩერებს ან სხვაგვარად კანონიერად აიძულებს მოკლა..
ბ. შეტევითი დარტყმა, გარდა დარტყმისა, ანგარიშის, გავარდნილი გოლის, გავარდნილი გოლის ან პენალტის მცდელობის შემდეგ განმეორებადი დარტყმისა, ჩაითვლება კარში გაჩერებულად ან სრულად ჩაითვლება დამცველი გუნდის მიერ.
გ. შემტევს ბურთი მეტოქის ლელოში "წინ დაუვარდა" | მანვე იქ "წინ გადააწოდა".
| [არეკნით] განახლება | საიდან სრულდება | სამიზნე ხაზი [ახალი ცნებაა!]: |
|---|---|---|
| 22-დან. | დამცველი გუნდის 22-მეტრა ხაზიდან | მასზე უკნიდან.. | 22-მეტრა ხაზი. |
| ლელოდან. | დამცველი გუნდის კარის ხაზიდან | მასზე უკნიდან. | 5-მეტრა წყვეტილი. |
12.13 [არეკნით] განახლება:
ა. სრულდება [ზედა] ცხრილში მითითებული ადგილიდან. სასჯელი: შერკინება.
ბ. უნდა შესრულდეს მალე [გაუჯანჯლებლივ]. სასჯელი: თავისუფალი.
გ.ბურთმა "სამიზნე ხაზი" უნდა გადაკვეთოს. სასჯელი: მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
დ. ბურთი აუტში | კიდეზე პირდაპირ არ უნდა გა[და]ვიდეს. სასჯელი: მეტოქეს შეუძლია აირჩიოს:
- დარტყმის გამეორება
- შერკინება.;
- დერეფანი.;
- უცებ შემოგდება.
12.14 ბურთის დარტყმამდე მეტოქე არ უნდა გადასცდეს "სამიზნე ხაზს". სასჯელი:
12.15 "სამიზნე ხაზის" წინ მდგომმა მეტოქემ დარტყმა არ უნდა შეაფერხოს. სასჯელი: ჯარიმა.
12.16 თუ ბურთმა "სამიზნე ხაზი" გადაკვეთა, მაგრამ ქარმა უკანვე წაიღო -- თამაში გრძელდება..
12.17 თუ ბურთს "სამიზნე ხაზი" არ გადაუკვეთია -- შეიძლება ხეირის ამოქმედება.
12.18თუ [22-დან | ლელოდან დარტყმული] ბურთი მოთამაშეთა შეუხებლივ შევიდა "მეტოქის ლელოში", იქ კი მეტოქემ უმალ დაამიწა | ბურთი თავად "გახდა უქმი" [ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადასვლით] -- მეტოქე აირჩევს დარტყმის გამეორებას | შერკინებას.
12.19დამრტყმელის გუნდელები დარტყმისას ბურთზე უკან უნდა იდგნენ, ხოლო ვინც წინაა, შეიძლება დაისაჯოს, თუ უკან არ დაიხევს | თამაშში ჩაერევა მანამ, სანამ "გუნდელის მოქმედებით" თამაშში მობრუნდება. სასჯელი: შერკინება.

ლელოდან დარტყმა | განახლება