18 აუტი | უცებ შემოგდება | დერეფანი

არსი

[სათამაშო] მოედანს გვერდებიდან "კიდის ხაზები" საზღვრავენ. თუ თამაშმა კიდის ხაზს უწია -- "ბურთი აუტშია | კიდეზეა" და [თანაც უკვე] უქმია.

თუ ბურთი | ბურთიანი მოთამაშე აუტში | კიდეზე გა[და]ვიდა -- თამაში უნდა განახლდეს კიდიდან ბურთის ტყორცნით -- უცებ შემოგდებით, ანაც დერეფანში მოწოდებით | აგდებით.

აუტში | ლელოს კიდეზე გადასვლა

18.1 ბურთი აუტში | ლელოს კიდეზეა, თუ:

ა. ბურთი | ბურთიანი მოთამაშე" ეხება კიდის ხაზს | ლელოს კიდის ხაზს | რამეს ამ ხაზებს იქით | გადაღმა.

ბ. ბურთი დაიჭირა | აიღო მოთამაშემ, ანაც მოხვდა გარეშეს, რომელიც [უკვე] ეხებოდა კიდის ხაზს | ლელოს კიდის ხაზს | რამეს ამ ხაზებს გადაღმა

i. თუ ბურთმა უკვე უწია კიდის სიბრტყეს -- მოთამაშეს ბურთი"კიდეზე გადატანილად" არ ჩაეთვლება.

ii. თუ ბურთმა ჯერ არ უწია კიდის სიბრტყეს -- მოთამაშეს გინდ მოძრავი და გინდაც უძრავი ბურთი "კიდეზე გადატანილად" ეთვლება.

18.2 ბურთი აუტში | ლელოს კიდეზე [გადასული] არაა თუ:

ა. [ბურთმა] უწია კიდის სიბრტყეს, მაგრამ დაიჭირა | გადმოაგდო | მასფეხი დაარტყა [სათამაშო] არეში მყოფმა მოთამაშემ.

ბ. [სათამაშო] არეში | მის გარეთ მყოფი მოთამაშე ახტა, ბურთი დაიჭირა და [სათამაშო] არეში დახტა -- აქ სულ ერთია, ბურთმა უწია თუ არა კიდის სიბრტყეს.

გ. მოთამაშე [სათამაშო] არიდან ახტა, ბურთი [წაკვრით] არეში გადმოაგდო და მერე არის გარეთ დახტა -- აქ სულ ერთია, ბურთმა უწია თუ არა კიდის სიბრტყეს.

დ. კიდეზე | ლელოს კიდეზე მყოფმა მოთამაშემ ბურთს ფეხი დაარტყა | იგი გადმოაგდო ისე, რომ არ დაუჭერია | მას არ დაუფლებია და არც ბურთი მისულა კიდის სიბრტყემდე.

უცებ შემოგდება

18.3 თუ ბურთიანი მოთამაშე კიდეზე გადავიდა -- ბურთს უმალ უნდა გაუშვას ხელი, რათა მეტოქეს უცებ შემოგდება შეეძლოს. Sanction: ჯარიმა.

18.4 "უცებ შემოგდებისას" ბურთი მოედანში უნდა იტყორცნოს:

ა. ნებისმიერი ადგილიდან "აუტის მიჯნასა" და მტყორცნელის "კარის ხაზს" შორის. Sanction: Option of lineout or scrum.

ბ. მტყორცნელის კარის ხაზის პარალელურად | ლელოსკენ [უკან] -- "წინ" არა.Sanction: Option of lineout or scrum.

გ. ისე, რომ მიწის | მოთამაშის შეხებამდე ბურთმა მიაღწიოს "5-მეტრა წყვეტილს". Sanction: Option of lineout or scrum.

დ. იმ მოთამაშის მიერ, რომელსაც ორივე ტერფი მოედნის გარეთ უდგას. Sanction: მეტოქე აირჩევს დერეფანს | შერკინებას.

18.5 უცებ შემოგდება ბათილდება და იმავე გუნდს ეძლევა დერეფანი, თუ:

ა. დერეფანი უკვე მოეწყო

ბ. აუტში გასვლის შემდეგ ბურთს შეეხო სხვაც -- გარდა "კიდეზე ბურთიანად გადასული მეტოქისა" და "მისი უცებ შემომდგებისა".

გ. ბურთი შეცვალეს -- შემოაგდეს სხვა და არა ის, რომელიც აუტში გა[და]ვიდა.

18.6 მოთამაშე ბურთს 5-მეტრა წყვეტილამდე არ უნდა შეეხოს. Sanction: თავისუფალი.

18.7 თუ აუტის მიჯნა 22-ის გარეთაა -- დამცველს უცებ შემოგდება 22-ის შიგნიდანაც შეუძლია, ოღონდაც ბურთი 22-ში შეტანილად ეთვლება.

უცებ შემოგდება

დერეფანი

18.8 თუ სად მოეწყობა დერეფანი და რომელი გუნდი მოაწვდის ბურთს-- დგინდება ასე:

ა. General

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
მოთამაშემ ბურთი მოედნის თავისი ნახევრიდან დაარტყა და ბურთი აუტში არა- პირდაპირ გადავიდა მეტოქის 22-ში. "50-დან 22-ში" წესი არ მოქმედებს, თუ გუნდმა ბურთი მოედნის იქეთა [მეტოქის] ნახევრიდან თავისაში უპასა | შეიტანა -- ფაზა აქეთა [საკუთარ] ნახევარში უნდა დაიწყოს. სადაც ბურთმა უწია დამრტყმელის
ბურთიანი აუტში გადავიდა |ბურთს დაარტყა და ბურთი აუტში არა-პირდაპირ გავიდა.[22-ის წესის გარდა]. სადაც მოთამაშე შეეხოკიდის ხაზს | მიწას მის გადაღმად. მეტოქე
მოთამაშემ ბურთი განზრახ დააგდო | უპასა | ტყორცნა კიდეზე. სადაც ბურთმა უწია მეტოქე
ბურთი მოხვდა მოთამაშეს და პირდაპირ გავიდა აუტში. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | კიდის ხაზზე, მოხვედრის ადგილის გასწვრივ -- იმის და მიხედვით, ამ მოთამაშის ლელოდან რომელი უფრო ახლოა. მეტოქე
ბურთი მოხვდა მოთამაშეს,დაეცა მოედანში და გავიდა აუტში. სადაც ბურთმა უწია მეტოქე
კიდეზე მყოფმა მოთამაშემ დაიჭირა | აიღო ბურთი რომელმაც კიდის სიბრტყეს უწია. სადაც ბურთმა კიდის სიბრტყეს უწია. დამჭერის | ამღების გუნდი.
კიდეზე მყოფმა მოთამაშემ დაიჭირა აიღო ბურთი, რომელმაც კიდის სიბრტყეს ვერ უწია. სადაც მოთამაშე იდგა. მეტოქე

ბ. ცენტრიდან | 22-დან | ლელოდან დარტყმული ბურთი პირდაპირ გავიდა აუტში

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
ცენტრიდან დარტყმის შედეგად. თუ მეტოქემ დერეფანი |უცებ შემოგდება აირჩია:სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | შუა ხაზზე -- იმის და მიხედვით, დამრტყმელის ლელოდან რომელი უფრო ახლოა. მეტოქე
დან | ლელოს ხაზიდან დარტყმის შედეგად. თუ მეტოქემ დერეფანი |უცებ შემოგდება აირჩია:სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | 22- მეტრა ხაზი | სამიზნე ხაზი -- იმის და მიხედვით, დამრტყმელის ლელოდან რომელი უფრო ახლოა. მეტოქე

გ. ჯარიმა კიდეზე დაარტყეს

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
სულ ერთია, პირდაპირ მოედანში დაეცა | მოხვდა მოთამაშეს ან მსაჯს. სადაც ბურთმა უწია დამრტყმელის
კიდეზე მყოფმა მეტოქემ ბურთი დაიჭირა. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | მეტოქე იდგა. დამრტყმელის
კიდეზე მყოფმა მეტოქემ ბურთი აიღო. სადაც მეტოქე იდგა. დამრტყმელის

დ. ბურთი აუტში პირდაპირ დაარტყეს 22-დან | ლელოდან:

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
მოედნის ვერ მოგება    
დამცველმა ბურთი თავის 22-ში შეიტანა, ანაც 22-ში მყოფმა აიღო 22-ის გარედან | დაიჭირა, ვიდრე ბურთი 22-მეტრა ხაზის სიბრტყეს უწევდა; დარტყმამდე არ მომხდარა ბოჭვა | რაქი | მოლი, და არც მეტოქე შეხებია ბურთს 22-ში.    
ბურთი აუტში პირდაპირ დაარტყეს. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | კიდის ხაზზე, დარტყმის ადგილის გასწვრივ -- იმის და მიხედვით, დამრტყმელის ლელოდან რომელიუფრო ახლოა. მეტოქე
ბურთი კიდეზე მყოფმა მეტოქემ დაიჭირა. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | კიდის ხაზზე, დარტყმის ადგილის გასწვრივ -- იმის და მიხედვით, დამრტყმელის ლელოდან რომელიუფრო ახლოა. მეტოქე
მოედნის მოგება    
ბურთი 22-ში დამცველს არ შეუტანია, ანაც დარტყმამდე 22-ში მოხდა ბოჭვა | რაქი | მოლი | მეტოქე ბურთს შეეხო.    
ბურთი აუტში პირდაპირ დაარტყეს. სადაც ბურთმა უწია მეტოქე
ბურთი კიდეზე მყოფმა მეტოქემ დაიჭირა. სადაც ბურთმა უწია მეტოქე
22-ის შიგნით ბოძებული თავისუფალი აუტში დაარტყეს. სადაც ბურთმა უწია მეტოქე

ე. ბურთი აუტში პირდაპირ დაარტყეს 22-ის გარედან

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
სულ ერთია, ღია თამაშში თუ თავისუფალიდან. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია | კიდის ხაზზე, დარტყმის ადგილის გასწვრივ --იმის და მიხედვით, დამრტყმელის ლელოდან რომელი უფრო ახლოა. მეტოქე

ვ. თუ გუნდმა დერეფანი აირჩია:

მოვლენა მოეწყობა მოაწვდის
დერეფანში უსწოროდ მოწოდების შემდეგ. პირვანდელი დერეფნის ადგილზე. მეტოქე
გაბათილებული უცებ შემოგდების შემდეგ. სადაც მოეწყობოდა დერეფანი, ბურთი უცებ რომ არ მოეწოდებინათ. იგივე გუნდი.
უსწორო უცებ შემოგდების შემდეგ. სადაც ბურთი უცებ მოაწოდეს. მეტოქე
წინ თამაშის | პასის შემდეგ, რის შედეგადაც ბურთი კიდეზე გადავიდა. სადაც ბურთმა კიდის ხაზს უწია. მეტოქე
დერეფანშივე მოპოვებული ჯარიმის | თავისუფალის შემდეგ. პირვანდელი დერეფნის ადგილზე. მეტოქე

მოედნის ვერ მოგება

მოედნის მოგება

დერეფანში მოწყობა | დადგომა

18.9 დერეფანი ეწყობა | დგება | იმართება " აუტის მიჯნაზე".

18.10 [ორივე] გუნდი "აუტის მიჯნის" პარალელურად, თავისი ლელოს მხარეს, მიჯნიდან ნახევარ მეტრზე, 5- და 15-მეტრა წყვეტილებს შორის -- ცალკე,ერთ-მაგ ხაზად ამწკრივებს მოთამაშეებს. ეს 1-მეტრა შუალედი [მეტოქე] მწკრივებს შორის შენარჩუნებული უნდა იქნას ბურთის მოწოდებამდე | აგდებამდე. Sanction: თავისუფალი.

18.11 დერეფანში [თითო] გუნდიდან მინიმუმ ორი მოთამაშე უნდა დადგეს.

დერეფანი

გლობალური Საცდელი წესებით

18.12 გუნდები ხაზს ქმნიან მოედნის დაფიქსირებიდან 30 წამის განმავლობაში. Sanction: თავისუფალი.

18.13 გასამწკრივებელ მოთამაშეთა მაქსიმუმს ადგენს | განსაზღვრავს [კიდიდან] ბურთის მომწოდებელი გუნდი.

18.14 მეტოქემ მომწოდებელზე მეტი მოთამაშე არ უნდა გაამწკრივოს -- გამონაკლისია, თუ ბურთი დერეფნის მოწყობის-თანავე "ავარდა".Sanction: თავისუფალი.

18.15 მომწოდებლის მეტოქეს კიდის ხაზსა და 5-მეტრა წყვეტილს შორის უნდა ეყენოს ერთი მოთამაშე -- აუტის მიჯნიდან 2 მეტრზე, თავისი ლელოს მხარეს და 5-მეტრა წყვეტილიდანაც 2 მეტრზე.. Sanction: თავისუფალი.

18.16 გუნდს შეუძლია დააყენოს [მხოლოდ] ერთი მიმღები -- თავისი ლელოს მხარეს, მწკრივიდან 2 მეტრზე, 5- და 15-მეტრა წყვეტილებს შორის. Sanction: თავისუფალი.

18.17დერეფნის მოწყობის [დერეფნად დადგომის] შემდეგ მოთამაშეს მწკრივის მიტოვება შეუძლია მხოლოდ იმისთვის, რომ თუ თავად:

ა. მომწოდებელი გუნდიდანაა -- ადგილი გაუცვალოს დერეფნის მონაწილე გუნდელს.. Sanction: თავისუფალი.

ბ. არა-მომწოდებელი გუნდიდანაა -- მის გუნდს დერეფანში მეტოქეზე მეტი მოთამაშე ა[ღა]რ ეყენოს. Sanction: თავისუფალი.

18.18 დერეფნის მონაწილეს ბურთის "ავარდნამდე" შეუძლია, ადგილი გაუცვალოს დერეფნისვე მონაწილე გუნდელს..

18.19 თუ მოთამაშე [ბურთის დასაუფლებლად ასახტომელი] გუნდელის აწევას აპირებს -- მისთვის ხელის წინდაწინ ჩავლება შეუძლია: უკნიდან - შორტზე და ზემოთ, წინიდან კი -- ბარძაყზე და ზემოთ. Sanction: თავისუფალი.

18.20 ვიდრე ბურთი [კიდიდან მისი] მომწოდებლის | ამგდების ხელის მტევანს არ მოსწყდება -- დერეფნელი არ უნდა ახტეს | აწიონ. Sanction: თავისუფალი.

18.21 ბურთის "ავარდნამდე" დერეფნელი მეტოქეს არ უნდა შეეხოს. Sanction: ჯარიმა.

ბურთის ავარდნა | მოწოდება | აგდება

18.22 [კიდიდან] ბურთის მომწოდებელ მოთამაშეს ორივე ფეხი "აუტის მიჯნაზე", [სათამაშო] მოედნის გარეთ უნდა ედგას. მომწოდებელმა ბურთის ავარდნამდე მოედანს [ფეხი] არ უნდა დააბიჯოს. Sanction: Option of lineout or scrum.

18.23 ბურთი [ხელით] უნდა ტყორცნოს:

GLOBAL LAW TRIAL

ა. პირდაპირ -- "აუტის მიჯნის" გასწვრივ: Sanction: თუ არა-მსროლელი გუნდი არ ასწევს თანაგუნდელს ბურთისთვის საბრძოლველად, მაშინ თამაში გრძელდება. თუ არა-მსროლელი გუნდი ასწევს თანაგუნდელს ბურთისთვის საბრძოლველად, მაშინ მას უნდა შესთავაზონ ლაინაუტის ან შერკინების ვარიანტი ბ-ს შესაბამისად..

ბ. მან მიწის | მოთამაშეთა შეხებამდე 5-მეტრა წყვეტილს უნდა უწიოს Sanction: მეტოქე აირჩევს დერეფანს | შერკინებას. თუ მეტოქემ დერეფანი აირჩია და თავადაც არა-სწორად მოაწოდა -- შერკინება ერგება იმ გუნდს,რომელმაც არა-სწორად პირველმა მოაწოდა.

გ. გაუჯანჯლებლივ, დერეფნის მოწყობის-თანავე. Sanction: თავისუფალი.

18.24 მომწოდებელმა "ცრუ მოძრაობა" | ფინტი არ უნდა იხმაროს.. Sanction: თავისუფალი.

18.25 მომწოდებელს მეტოქემ მოწოდებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. Sanction: თავისუფალი.

დერეფნის დროს

18.26 დერეფანი იწყება მაშინ, როცა ბურთი [კიდიდან] მისი მომწოდებლის ხელის მტევანს [მო]სწყდება | შორდება.

18.27მომწოდებელს | "ამის უშუალო მეტოქეს" დერეფნის დაწყების-თანავე შეუძლია:

ა. ჩადგეს დერეფანში.

ბ. [დერეფის] არა-მონაწილეთათვის დადგენილი, სათანადო [თავისი გუნდის] "თამაშ-გარეს" ხაზის უკან დაიხიოს | ჩავიდეს.

გ. დარჩეს კიდის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალში -- ოღონდაც,აუტის მიჯნის უკან.

დ. თუ მიმღების პოზიცია თავისუფალია -- იქ გადავიდეს.

18.28 თუ ეს ორი მოთამაშე სხვაგან წავა -- თამაშ-გარეთ აღმოჩნდება. Sanction: ჯარიმა.

18.29"დერეფნელს" დერეფნის დაწყების-თანავე შეუძლია:

ა. იბრძოლოს ბურთისთვის [მის მოსაპოვებლად | დასაუფლებლად].

ბ. ბურთი დაიჭიროს | ხელის წაკვრით [უკან] გადმოაგდოს. ამხტარს გარე [არა მეტოქის-კენა] ხელით თამაში მაშინღა შეეძლება, თუ ორივე მტევანს თავის ზემოთ აწევს. Sanction: თავისუფალი.

გ. აწიოს გუნდელი. თუ მოთამაშეებმა ამხტარს ხელი შეაშველეს, როგორც კი ბურთს ვინმე მოიგებს -- აწეული ძირს უხიფათოდ უნდა დაუშვან. Sanction: თავისუფალი.

დ. მწკრივიდან იმისთვის გავიდეს, რომ [იქიდან გადმოგდებული |გადმოწოდებული] ბურთი დაიჭიროს -- ოღონდაც, მოთამაშე თავისი ლელოს მხარეს, აუტის მიჯნიდან 10 მეტრის ფარგალში უნდა დარჩეს და დერეფნის დასრულებამდე არ გაჩერდეს.. Sanction: თავისუფალი.

ე. დაიჭიროს | [მიწაზე] წააქციოს ბურთიანი მეტოქე -- ოღონდაც, არა ამხტარი. Sanction: ჯარიმა.

თამაშ-გარე დერეფანში

18.30 ბურთის ავარდნამდე და მოთამაშის | მიწის შეხებამდე -- დერეფნელი თამაშშია [თამაშ-გარეთ არაა], თუ აუტის მიჯნიდან თავისი ლელოს მხარესაა.

18.31 მოთამაშე თუ ბურთისთვის ახტა, მაგრამ ვერ დაიჭირა და აუტის მიჯნასაც გადასცდა -- უმალ უნდა დაბრუნდეს თავის მხარეზე.

Sanction: ჯარიმა.

18.32 ბურთის ავარდნამდე და მოთამაშის | მიწის შეხებამდე -- დერეფნელისთვის "თამაშ-გარეს ხაზი" აუტის მიჯნაა, ხოლო შემდეგ -- თავად "ბურთი" [ბურთზე მიჯნის პარალელურად გამავალი ხაზი]..

18.33 თუ აუტის მიჯნაზე რაქი | მოლი გაიმართა, დერეფნის მონაწილე:

ა. ან უნდა ჩაებას [ამ] რაქში | მოლში

ბ. ანაც ჩა[მო]ვიდეს "თამაშ-გარეს ხაზის" უკან -- ეს ხაზი რაქში | მოლში ჩაბმულ გუნდელთა "ბოლო ფეხზე" გადის.

18.34 დერეფნელს ბურთის ავარდნის-თანავე შეუძლია 15-მეტრა წყვეტილის იქით | მიღმა გადასვლა. თუ ბურთი ამავე წყვეტილს არ გადასცდა -- მოთამაშე დერეფანს უმალ უნდა დაუბრუნდეს.

18.35 "დერეფნის არა-მონაწილე" უნდა იდგეს | დარჩეს თავისი ლელოს მხარეს, აუტის მიჯნიდან მინიმუმ 10 მეტრზე -- ანაც თავის ლელოში | კარის ხაზზე, თუ ეს უფრო ახლოა. თუ ბურთი უკვე ავარდა და მოთამაშე თამაშ-გარეა -- უმალ უნდა ჩა[მო]ვიდეს "თამაშ-გარეს ხაზის" უკან, თორემ დაისჯება. ეს მოთამაშე თამაშში ვერ მობრუნდება სხვების ვერა-ნაირი მოქმედებით.

18.36 "დერეფნის არა-მონაწილეს" გუნდელის მიერ ბურთის მოწოდების-თანავე შეუძლია წინ გაქცევა | თამაშ-გარეს ხაზის გადაკვეთა. ამ დროს გამოქცევა "არა-დერეფნელ მეტოქესაც" შეუძლია, მაგრამ თუ ბურთი 15 მეტრა წყვეტილს არ გადმოსცდა -- ორივენი უმალ უნდა ჩა[მო]ვიდნენ "თამაშ გარეს ხაზის" უკან, თორემ დაისჯებიან.. Sanction: ჯარიმა.

დერეფნის დასრულება

18.37 დერეფანი დასრულებულია, თუ:

ა. ბურთი | ბურთიანი მოთამაშე:

i.დერეფნიდან გავიდა

ii. კიდის ხაზსა და 5-მეტრა წყვეტილს შორის გავიდა

iii. 15-მეტრა წყვეტილს გადასცდა.

ბ.მასში გამართულ რაქში | მოლში ჩაბმულთა ტერფები უკლებლივ გადასცდა აუტის მიჯნას.

გ. ბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.

18.38 დერეფნის დასრულებამდე "დერეფნელი" მწკრივიდან არ უნდა გავიდეს. გამონაკლისია მიმღებად გადასვლა, თუ ეს პოზიცია თავისუფალია. Sanction: ჯარიმა.