19 შერკინება

არსი

შერკინებაში თამაში "ბურთისთვის ბრძოლით" ახლდება -- მცირე [უმნიშვნელო] დარღვევის | შეფერხების შემდეგ..

19.1 თუ სად მოეწყობა შერკინება და მასში რომელი გუნდი შეაგდებს ბურთს -- დგინდება ასე:

>td>ნებისმიერი სხვა | გაუთვალისწინებელი მიზეზით.
დარღვევა | შეფერხება მოეწყობა შეაგდებს
ბურთის წინ თამაში |პასი -- ოღონდაც, არა დერეფანში. [შერკინების] ზონაში -- დარღვევის ადგილთან უახლოეს წერტილში. დამღვევის.
ბურთის წინ თამაში | პასი დერეფანში; დერეფანში არა-სწორად მოწოდება; უსწორო "უცებ შემოგდება". აუტის მიჯნაზე, 15 მეტრა წყვეტილზე. დამღვევის.
თამაშ-გარე "ღია თამაშში". ზონაში -- იმ ადგილთან უახლოეს წერტილში სადაც დამღვევმა ბურთით ბოლოჯერ ითამაშა დამღვევის.
ჯარიმის |თავისუფალის მაგივრად არჩეული. ზონაში -- დარღვევის ადგილთან უახლოეს წერტილში. დამღვევის.
დამცველის მიერ [თავის]ლელოში შეტანილი ბურთი უქმი გახდა. ზონაში -- იმ ადგილთან უახლოეს წერტილში, სადაც ბურთი უქმი გახდა. შემტევი გუნდი.
ბოჭვაზე | რაქში ბურთი ჩაიხურა. ზონაში -- ბოჭვასთან | რაქთან უახლოეს წერტილში. გუნდი, რომელიც წინ ბოლო[ს] მიიწევდა; თუ წინ ვერავინ მიიწევდა --შემტევი.
მოლი უშედეგოდ დასრულდა. ზონაში -- მოლის დასრულების ადგილთან უახლოეს წერტილში. გუნდი, რომელიც მოლის დაწყებისასბურთს არ ფლობდა; თუ მსაჯმა ვერ დაადგინა, ბურთი ვისი იყო -- მოლის შეფერხებისას წინ- მავალი გუნდი; თუ წინ ვერავინ მიიწევდა -- შემტევი.
მოლი შეფერხდა ღია თამაშში ფეხით დარტყმულის შემდეგ. ზონაში -- მოლთან უახლოეს წერტილში. მოლის დაწყებისას ბურთის მფლობელი.
არასწორი დარტყმა ან დარტყმის განახლება (სკრამის ვარიანტი). შერკინების ზონაში, რაც შეიძლება ახლოს იმ ხაზის შუა წერტილთან, რომლის უკანაც განხორციელდა დარტყმა ან თამაშის განახლების დარტყმა.. დამღვევის მეტოქე.
შერკინებაში | რაქში |მოლში გუნდმა არ | ვერშეასრულა მსაჯის ბრძანება "გამოიტანეთ!". ზონაში -- შერკინებასთან | რაქთან | მოლთან უახლოეს წერტილში. ურჩი გუნდის მეტოქე.
ბურთი | ბურთიანი მოთამაშე მსაჯს შეეხო და ამით რომელიმე გუნდმა იხეირა. ზონაში -- ფათერაკთან უახლოეს წერტილში. გუნდი, რომელმაც ბურთით ბოლომ ითამაშა.
ტრავმა | მოთამაშის დაშავება. ზონაში -- იმ ადგილთან უახლოეს წერტილში, სადაც ბურთით ბოლოჯერ ითამაშეს. გუნდი, რომელიც ბურთს ბოლო[ს] ფლობდა.
ხელ-ახალი შერკინება [წესის დაურღვევლად]. პირვანდელი შერკინების ადგილზე. იგივე გუნდი.
[ჯარიმის] კარში დარტყმა გაჯანჯლდა |ვერ მოესწრო. ზონაში -- დარღვევის ადგილთან უახლოეს წერტილში. დამღვევის.
ზონაში -- შეფერხების ადგილთან უახლოეს წერტილში. გუნდი, რომელიც წინ ბოლო[ს] მიიწევდა; თუ წინ ვერავინ მიიწევდა შემტევი.

შერკინების მოწყობა | დადგომა

შერკინება

19.2 შერკინება ეწყობა ზონაში -- მსაჯის მიერ მითითებულ ადგილზე.

19.3 მსაჯი "კარის ხაზთა" პარალელურად, [მიწაზე ტერფით] მონიშნავს [შერკინების] "შუა ხაზს".

19.4 ამ მონიშვნიდან 30 წამში გუნდი შესარკინებლად მზად უნდა იყოს. სასჯელი:თავისუფალი.

19.5 თუ ორივე გუნდს [მოედანზე] 15 მოთამაშე ჰყავს -- [ნაღდ | მიწოლიან] შერკინებაში, ნახატზე მოცემული წყობით, [სამ ხაზად], თითომ 8 მოთამაშე უნდა დააყენოს. გუნდს პირველ ხაზში სამი კაცი უნდა ეყენოს: ორი ბურჯი [აქეთ-იქით] და ერთიც კვაჭი [შუაში]; მეორეში -- ორი კაცი; მესამეში კი -- ასევე სამი. სასჯელი:ჯარიმა.

19.6 თუ გუნდში რაიმე მიზეზით 15-ზე ერთით | ორით | სამით | ... ნაკლები მოთამაშე დარჩა -- შეიძლება [ნაღდ] შერკინებაში [ორივე გუნდიდან] დასაყენებელთა რიცხვის ამდენით-ვე შემცირება, ოღონდაც მინიმუმ ხუთამდე. [ერთ-ერთმა] გუნდმა გინდაც ამ შეღავათით ისარგებლოს -- მეტოქეს იგივე არ მოეთხოვება..

19.7 Tმორკინალები [შერკინებაში ჩამდგარი მოთამაშეები] ერთმანეთს ასე უნდა შეეკრან:

a. ბურჯები -- კვაჭს [ცალი ხელით]. სასჯელი:ჯარიმა.

b. კვაჭი -- ბურჯებს ორივე ხელით: ამათ მკლავებს ზემოთ | ქვემოთ. სასჯელი:ჯარიმა.

c. მეორე-ხაზელი -- წინ მდგომ ბურჯსა და გვერდით მდგომ მეორე-ხაზელს. სასჯელი:ჯარიმა.

d. მესამე-ხაზელი -- მეორე-ხაზელ[ებ]ს მინიმუმ ცალი ხელით. სასჯელი:ჯარიმა.

19.8 მეტოქე მწყობრები | ჯგუფები პირისპირ დგებიან -- შუა ხაზის აქეთ- იქით, მის პარალელურად..

19.9 მეტოქე "პირველი ხაზები" მკლავის ერთ გაწვდენაზე ისე უნდა დაუდგნენ ერთმანეთს, რომ მსაჯის მიერ მიღებულ ნიშნულზე კვაჭები მოხვდნენ..

 

 

 

პირველ ხაზთა შეჭიდება

გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი

19.10 თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორად და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს "დაიხარეთ!" [ინგლისურად "ქრაუჩ"].

a. თუ პირველი ხაზები აქამდე არ დახრილან -- წინ იმდენად უნდა დაიხარონ, რომ ყოველ მოთამაშეს "თავი და ბეჭები" საკუთარ გავაზე დაბლა არ ექნეს. ასეთი დგომი პირველ-ხაზელმა შერკინების დასრულებამდე უნდა შეინარჩუნოს. სასჯელი:თავისუფალი.

b. პირველი ხაზები ერთმანეთს ისე უნდა დაუდგნენ, რომ თითოეული მოთამაშის თავი უშუალო | მოპირდაპირე მეტოქის თავის მარცხნივ ხვდებოდეს და არ ეხებოდეს [მეტოქის] მხარ-ბეჭსა და კისერს [ყელს].. სასჯელი:თავისუფალი.

c. ჰუკერებს უნდა ჰქონდეთ „სამუხრუჭე“ ფეხი, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობას და თავიდან აიცილებს ღერძულ დატვირთვას.. სასჯელი:თავისუფალი.

19.11 თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორად და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს "შეეკარით!" [ინგლისურად "ბაინდ"].

a. "მარცხენა ბურჯმა" მეტოქის "მარჯვენა ბურჯს" მარცხენა მკლავი. "მარჯვენა მკლავის შიგნიდან" უნდა დაადოს სასჯელი:ჯარიმა.

b. "მარჯვენა ბურჯმა" მეტოქის "მარცხენა ბურჯს" მარჯვენა მკლავი "მარცხენა წინა-მხრის გარედან" უნდა დაადოს. სასჯელი:ჯარიმა.

c. ბურჯმა მეტოქის კვართს ხელი ზურგზე | გვერდზე უნდა ჩაავლოს. სასჯელი:ჯარიმა.

d. მოთამაშეები ასე შეკრულნი შერკინების დასრულებამდე უნდა დარჩნენ. სასჯელი:ჯარიმა.

19.12 თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორადაა და მყარად დგას და არც იძვრის -- მსაჯმა უნდა დაიძახოს "შეეჭიდეთ!" [ინგლისურად "სეთ"].

a. მწყობრებს შეჭიდება ამის შემდეგღა შეუძლიათ -- შერკინების მოწყობაც სრულდება და იქმნება გვირაბი, რომელშიც ბურთი უნდა შეაგდონ. სასჯელი:თავისუფალი.

b. ყველა მოთამაშე ისე უნდა იდგეს, რომ მზად იყოს "წინ მისაწოლად. სასჯელი:თავისუფალი.

c. პირველ ხაზელს ორივე ფეხი მიწაზე უნდა ედგას, სიმძიმე კი მყარად ჰქონდეს გადატანილი თუნდაც ცალზე. სასჯელი:თავისუფალი.

d. კვაჭს ფეხი არ უნდა ედგას "თანა-გუნდელი ბურჯების უწინარესი [ყველაზე წინა] ტერფის" წინ.. სასჯელი:თავისუფალი.

 

 

 

ბურთის შეგდება

19.13 "ცხრა" თავად ირჩევს იმ მხარეს, საიდანაც ბურთი შერკინებაში უნდა შეაგდოს.

19.14 თუ როგორ უნდა ეჭიროს ცხრას ბურთი -- ეგ იხილეთ ნახატზე.

19.15 თუ ორივე მწყობრი [უკვე] სწორად და მყარად დგას და არც იძვრის -- ცხრამ ბურთი უნდა შეაგდოს:

a. არჩეული მხრიდან. სასჯელი:თავისუფალი.

b. გვირაბის გარედან. სასჯელი:თავისუფალი.

c. მალე | გაუჯანჯლებლივ. სასჯელი:თავისუფალი.

d. ერთ-მაგი | უწყვეტი "წინ მოძრაობით". სასჯელი:თავისუფალი.

e. ისე, რომ ბურთი სწრაფად მოძრაობდეს. სასჯელი:თავისუფალი.

f. სწორად | პირდაპირ -- შუა ხაზის გასწვრივ. ცხრას შეუძლია, გვირაბის-კენა მხარი შუა ხაზზე გაისწოროს, ანუ თავისი გუნდის ლელოსკენ ჩაიწიოს "მხრის განის" ტოლი მანძილით.. სასჯელი:თავისუფალი.

g.ისე, რომ ბურთი მიწას პირველად გვირაბშიღა შეეხოს. სასჯელი:თავისუფალი.

შერკინებაში ბურთის შეგდება

შერკინების დროს

19.16 შერკინება იწყება მაშინ, როცა ბურთი "ცხრის" ხელის მტევანს სწყდება | შორდება.

19.17 გუნდი არ უნდა მიაწვეს შერკინების დაწყებამდე. სასჯელი:თავისუფალი.

19.18 ბურთის მოპოვება ნება-დართულია მიწოლით -- მეტოქე თუ უკან დაიხევს და ბურთი აქეთ დარჩება.

19.19 მოთამაშე უნდა მიაწვეს პირდაპირ და მიწის პარალელურად. სასჯელი:ჯარიმა.

19.20 თუ გვირაბში ბურთი უკვე შეეხო მიწას -- პირველ-ხაზელს შეუძლია, მისი მოგება ფეხით სცადოს სასჯელი:თავისუფალი.

19.21 პირველ-ხაზელს შეუძლია, ბურთს ჰკრას ნებისმიერი ფეხი, მაგრამ არა -- ერთ-ბაშად ორივე. სასჯელი:ჯარიმა.

19.22 [შერკინებაში] ბურთის შემგდები გუნდის კვაჭმა ბურთს აუცილებლად უნდა [და]ჰკრას | მიარტყას ფეხი. სასჯელი:თავისუფალი.

19.23 პირველ-ხაზელმა ბურთი გვირაბიდან განზრახ არ უნდა გამოაგდოს შეგდების მხარეს. სასჯელი:თავისუფალი.

19.24 შერკინებაში მდგარ მოთამაშეს შეუძლია იქვე მყოფი ბურთით თამაში -- ოღონდაც მხოლოდ "ტერფით | ფეხის ქვემო ნაწილით". მოთამაშემ ბურთი [მიწიდან] ტერფებით არ უნდა აწიოს. სასჯელი:ჯარიმა.

19.25 თუ შერკინება ჩაიქცა, ანაც მორკინალი ჰაერში აწიეს | შერკინებიდან ამოდევნეს -- მსაჯმა უმალ უნდა დაუსტვინოს, რათა მოთამაშეებმა მიწოლა შეწყვიტონ.

19.26 თუ შერკინება არ იძვრება, მაგრამ გუნდმა უკვე 3-5 წამია, რაც ბურთი მოიგო და მას შემკვრელი აკონტროლებს -- მსაჯმა უნდა დაუძახოს "გამოიტანეთ!". ბურთიანმა გუნდმა მითითება | ბრძანება უმალ უნდა შეასრულოს. სასჯელი:Scrum.

თამაშ-გარე შერკინებაში

19.27 შერკინების განმავლობაში მოთამაშე თამაშ-გარეთ არ უნდა იყოს.. სასჯელი:ჯარიმა.

19.28 შერკინების დაწყებამდე არა-შემგდები გუნდის ცხრა უნდა დადგეს:

a. შუა ხაზიდან თავისი ლელოს მხარეს, ბურთიანი ცხრის გვერდით სასჯელი:ჯარიმა.

b. ანაც შერკინებაში მდგარ | ჩაბმულ გუნდელთა "ბოლო ფეხზე" მინიმუმ 5 მეტრით უკან და იქ შერკინების დასრულებამდე დარჩეს. სასჯელი:ჯარიმა.

19.29 შერკინების დაწყების-თანავე ბურთიანი გუნდის ცხრას მინიმუმ ცალი ფეხი ბურთის დონეზე | უკან უნდა ედგას.

19.30 შერკინების დაწყების-თანავე უბურთო გუნდის ცხრა უნდა::

გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი

a. იკავებს პოზიციას შერკინების მახლობლად, ორივე ფეხით გვირაბის ცენტრალური ხაზიდან არაუმეტეს, ან სასჯელი:ჯარიმა.

b. ან ჩა[მო]ვიდეს "ბოლო ფეხზე" გამავალი თამაშ-გარეს ხაზის უკან და იქ [შერკინების დასულებამდე] დარჩეს. სასჯელი:ჯარიმა.

c. ანაც ჩავიდეს "ბოლო ფეხზე" მინიმუმ 5 მეტრით უკან და იქ დარჩეს. სასჯელი:ჯარიმა.

19.31 ვინც შერკინებაში არ მონაწილეობს -- თავისი გუნდის "ბოლო ფეხზე" მინიმუმ 5 მეტრით უკან უნდა იდგეს. სასჯელი:ჯარიმა.

19.32 თუ ეს "ბოლო ფეხი" ლელოშია | კარის ხაზიდან 5 მეტრის ფარგალშია -- ამ გუნდელი არა-მონაწილისთვის "თამაშ-გარეს ხაზი" მისივე "კარის ხაზია". სასჯელი:ჯარიმა.

19.33 თამაშ-გარეს ხაზები უქმდება | ქრება | იშლება შეკრკინების დასრულების-თანავე.

თამაშ-გარე შერკინებაში

ხელ-ახალი შერკინება

19.34 როცა წესი არ დარღვეულა -- მსაჯი თამაშს აჩერებს და შერკინებას ხელ-ახლა ნიშნავს, თუ::

a. ცხრამ ბურთი შერკინებაში შეაგდო, ის კი გვირაბის [ნებისმიერი] ბოლოდან გამოვარდა.

b. სანამ სხვაფრივ დასრულდებოდა -- შერკინება ჩაიქცა | დაიშალა.

c. შერკინება 90 გრადუსზე მეტად დატრიალდა -- მისი შუა ხაზი კიდის ხაზისადმი პარალელურ მდგომარეობას გადასცდა.

d. ბურთი ვერავინ მოიგო | მოიპოვა.

e. ბურთი გვირაბიდან განგებ არ გამოუგდიათ. გამონაკლისი: თუ ბურთი გვირაბიდან ზედიზეგ გამოაგდეს -- მსაჯმა ეს "განზრახ დარღვევად" უნდა მიიჩნიოს. სასჯელი:ჯარიმა.

19.35ხელ-ახალ შერკინებაში ბურთს იგივე გუნდი შეაგდებს.

შერკინების დასრულება:

19.36 შერკინება დასრულებულია, თუ:

a. ბურთი იქიდან ნებისმიერი გზით გამოვიდა -- გვირაბის გარდა.

b.ბურთმა "ბოლო-ფეხს" უწია და იგი აიღო "ბოლო კაცმა" | გა[მო]იტანა ამისმა გუნდელმა ცხრამ.

c. შემკვრელმა [ხელით] აიღო მეორე-ხაზელთა ფეხებთან დებული ბურთი.

d. მსაჯმა დარღვევის ნიშნად დაუსტვინა.

e. [ჯერაც] ერკინებაში მყოფი ბურთი უკვე ლელოშია [კარის ხაზზეა | მის გადაღმადაა]..

სახიფათო | აკრძალული ფანდები [შერკინებაში]

19.37 შერკინებაში სახიფათო თამაშად ითვლება:

a. პირველი ხაზი მეტოქისკენ რომ გაექანება. სასჯელი:ჯარიმა.

b. მეტოქის "შენსკენ" მოწევა. სასჯელი:ჯარიმა.

c. მეტოქის განზრახ აწევა | ამოდევნა. სასჯელი:ჯარიმა.

d. შერკინების განზრახ ჩაქცევა. სასჯელი:ჯარიმა.

e. განზრახ წაქცევა | ჩამუხლვა. სასჯელი:ჯარიმა.

19.38 კიდევ იკრძალება:

a. შერკინებიდან გამოსულ ბურთზე უმალ დახტომა | დაწოლა. სასჯელი:ჯარიმა.

b. ცხრა რომ [ჯერაც] შერკინებაში მყოფ ბურთს ფეხს დაარტყამს. სასჯელი:ჯარიმა.

c. არა-პირველ-ხაზელი მეტოქეს რომ იჭერს | აწვება. სასჯელი:ჯარიმა.

d. შერკინებიდან გამოსული ბურთის იქვე მიბრუნება. სასჯელი:თავისუფალი.

e. არა-პირველ-ხაზელი გვირაბში რომ ბურთით თამაშობს. სასჯელი:თავისუფალი.

f. ცხრა რომ მეტოქეს [ხელის დაქნევით] ატყუებს, ბურთი შერკინებიდან გამომაქვსო.. სასჯელი:თავისუფალი.

განვრცობა

19.39 კავშირს ჭაბუკთა "შერკინების წესების" განვრცობა მოზრდილთა ზოგიერთ თანრიგზეც შეუძლია.