5. დრო
5.1 თამაში | მატჩი გრძელდება 80 წუთს და იყოფა ორ 40-წუთა ნახევრად | ტაიმად. ტაიმებს ემატებათ მათში "გაცდენილი დრო" გარდა ამისა, ორგანიზატორმა ფრედ დასრულებულ თამაშზე შეიძლება დააწესოს "დამატებითი დრო".
5.2 ტაიმებს შორის შესვენება მაქსიმუმ 15 წუთია - ამას აზუსტებს ორგანიზატორი. შესვენებაზე გუნდებმა მოედნის მხარეები უნდა გაცვალონ. მათ და მსაჯებს შეუძლიათ [სათამაშო] გარემოდან გასვლა -- გასახდელში წასვლა.
5.3 ორგანიზატორს შეუძლია არა-სანაკრებო თამაშის დამოკლება -- დროის შემცირება. თუ მას ხანგრძლიობა არ დაუდგენია, მორიგება გუნდებს მართებთ, ხოლო თუ ვერც ეს მოხერხდა -- მსაჯი გადაწყვეტს, გუნდები რამდენ წუთს ათამაშოს.
5.4 დროს მსაჯი ინიშნავს, მაგრამ შეუძლია ეს საქმე გადააბაროს ერთ-ერთ | ორივე თანა-მსაჯს, ანაც ოფიციალურ "დროის მსაჯს". სამივე შემთხვევაში მსაჯმა მათ უნდა ანიშნოს საათის ყოველი გაჩერება | დაპაუზება -- "გაცდენილი დრო". თუ თამაშს "დროის მსაჯი" არ ემსახურება და მსაჯი დროის სისწორემ დააეჭვა, შეუძლია ეთათბიროს ერთ-ერთ | ორივე თანა-მსაჯს, ხოლო თუ ამათაც ვერაფერი არგეს -- მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია, სხვასაც მიმართოს..
5.5 მსაჯს შეუძლია თამაში გააჩეროს და:
ა. P1 წუთი გამოყოს დაშავებული მოთამაშის მისახედად, მაგრამ თუ ტრავმა მძიმეა | სერიოზულია, მოთამაშის [სათამაშო] არიდან გასაყვანად თამაშის მეტი ხნით შეწყვეტაც უპრიანია.
ბ. ეთათბიროს [ამავე მატჩის მომსახურე] სხვა მსაჯებს.
5.6 თუ თამაში უკვე | ისედაც გაჩერებულია -- ანუ "ბურთი უქმია", მსაჯს შეუძლია:
ა. გუნდს ადროვოს მოთამაშეთა შეცვლა.
ბ. მოთამაშეს -- სამოსის გამოცვლა | მოწესრიგება.
გ. მოთამაშესვე -- ბუცის ზონრის შეკვრა..
დ. მომსახურე პერსონალს -- [შორს გადავარდნილი] ბურთის მოტანაl.
5.7 ტაიმი სრულდება დროის ამოწურვის შემდეგ, [პირველსავე] უქმ ბურთზე.თამაში გრძელდება [შემდეგ უქმ ბურთამდე] თუ:
ა. დროის ამოწურვამდე დანიშნული შერკინება | დერეფანი | ცენტრიდან |22-დან| ლელოს ხაზიდან დარტყმა არ დასრულებულა|წესისამებრ არ შესრულებულა და ამდენად, მათ შედეგად არც ბურთი დაბრუნებულა "ღია თამაშში".
ბ. მსაჯმა დანიშნა ჯარიმა | თავისუფალი.
გ. მოთამაშემ ჯარიმა კიდეზე დაარტყა -- გაუთამაშებლადა და სხვათა შეუხებლად.
d.გატანილ იქნა ლელო -- ამ დროს მსაჯი გუნდს გარდასახვას ადროვებს.
5.8 ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმაცა და მასზე უარის თქმაც.
ა. თუ გუნდი უარზეა, ლელოს გამტანმა მოთამაშემ ლელოს ჩათვლის-თანავე მსაჯს უნდა უთხრას "არ ვურტყამთო".
ბ. თუ დარტყმა | "უარის თქმა" დროის ამოწურვამდე მოესწრო, მსაჯი [სათანადო] გუნდს "ცენტრიდან დაწყებას" ადროვებს.
გ. გარდასახვის დროდ ბურთზე ფეხის დარტყმის მომენტი ითვლება.
5.9 თუ უსაშველოდ ცხელა | ჰაერია შეხუთული [ტენიანობაა მაღალი], მსაჯს ტაიმის შუაში -- ბურთის გატანის შემდეგ | როცა თამაში "მოედნის შუაწელშია" გაჩერებული -- შეუძლია გამოაცხადოს 2-წუთიანი [დასარწყულებელი] ტაიმ-აუტი | "წყლის შესვენება".
5.10 მსაჯს თუ მიაჩნია, რომ გაგრძელება სახიფათოა -- ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს | შეწყვიტოს თამაში.