9 ბინძურად თამაში
არსი
თუ მოთამაშემ ბინძურად ითამაშა -- მსაჯმა დროებით | ბოლომდე უნდა გააძევოს.
გზის შეკვრა [ბლოკი]
9.1 თუ ორი მეტოქე ბურთისკენ გარბის -- ერთმანეთს არ უნდა დაეჯახონ | ხელი ჰკრან. ამ დროს ნება-დართულია მხოლოდ "მხრით მხარში" [მხარ-და-მხარ] ბიძგება. სასჯელი:ჯარიმა.
9.2 "თამაშ-გარეთ მყოფმა" მოთამაშემ განგებ არ უნდა დაბლოკოს მეტოქე და არც თამაშში ჩაერიოს. სასჯელი:ჯარიმა.
9.3 მოთამაშემ მეტოქეს ხელი განგებ არ უნდა შეუშალოს ბურთიანის [შე]ბოჭვაში სასჯელი:ჯარიმა.
9.4 ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლის | ჭიდილის | ცილობის გარდა -- მოთამაშემ მეტოქეს ხელი სხვა-ნაირად არ უნდა შეუშალოს ბურთის თამაშში| დაუფლებაში. სასჯელი:ჯარიმა.
9.5 "ბურთიანი მოთამაშე" განგებ არ უნდა დაეჯახოს "თამაშ-გარეთ მყოფ" გუნდელს და მეტოქეს ასე დაემალოს.სასჯელი:ჯარიმა.
9.6 ბურთის უქმობის დროს მოთამაშემ მეტოქე არანაირად არ უნდა შეაფერხოს. სასჯელი:ჯარიმა.
Unfair play
9.7 მოთამაშებ განგებ არ უნდა:
ა. არღვიოს თამაშის ნებისმიერ წესი. სასჯელი:ჯარიმა.
ბ. [გა]დააგდოს | გადადოს | გა[და]აგოროს | ტყორცნოს -- ბურთი ხელით [მკლავით | მტევნით] [სათამაშო] არიდან [აუტში | ლელოს კიდეზე | "ლელოს უკანა ხაზს" მიღმა].სასჯელი:ჯარიმა.
გ. ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მსაჯს აფიქრებინებს, რომ მეტოქემ წესი დაარღვია. სასჯელი:ჯარიმა.
d. [გა]წელოს დრო. სასჯელი:თავისუფალი.
წესის ზედიზედ დარღვევა
9.8 გუნდმა ზედიზედ არ უნდა არღვიოს "ერთი და იგივე" | მსგავსი წესი. სასჯელი:ჯარიმა.
9.9 მოთამაშემ წესები ზედიზედ არ უნდა არღვიოს. სასჯელი:ჯარიმა.
9.10 თუ "ერთი და იგივე | მსგავსი წესი" ზედიზედ გუნდის სხვადასხვა მოთამაშემ დაარღვია -- მსაჯმა ამ გუნდს [ზოგადი] შენიშნვა უნდა მისცეს. თუ გუნდი თავისას არ დაიშლის -- მსაჯმა დამრღვევ[ებ]ი დროებით უნდა გააძევოს.
სახიფათოდ თამაში
9.11 მოთამაშეებმა არ უნდა გააკეთონ არაფერი დაუფიქრებელი ან სხვებისთვის საშიში, მათ შორის იდაყვით ან წინამხრით დარტყმა, ან მოწინააღმდეგეზე ხტომა ან მასზე გადახტომა.. სასჯელი:ჯარიმა.
9.12 მოთამაშემ ფიზიკურად | სიტყვიერად არავინ არ უნდა შეურაცხჰყოს. "ფიზიკურ შეურაცხყოფად" მიიჩნევა: კბენა, მუშტის დარტყმა, თვალის ხელყოფა, მკლავით | მხრით | თავით | მუხლ[ებ]ით დარტყმა, დაწიხლვა |დაბიჯება, სარმა [კვანტის | ფეხის დადება], ფეხის დარტყმა | ჩარტყმა და მისთანები.სასჯელი:ჯარიმა.
9.13 მოთამაშემ მეტოქე არ უნდა შებოჭოს ადრე | გვიან | სახიფათოდ. "სახიფათო ბოჭვად" მიიჩნევა "მხრებს ზემოთ ჩავლება" -- გინდაც მოთამაშემ მეტოქეს ჯერ დაბლა შეახოს ხელი, და მისთანები. სასჯელი:ჯარიმა.
9.14 მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს უბურთო მეტოქე. სასჯელი:ჯარიმა.
9.15 შერკინების, რაქისა და მოლის გარდა -- "უბურთო მოთამაშემ" არ უნდა დაიჭიროს "უბურთო მეტოქე" და მას არც უბიძგოს | დაეჯახოს | გზა შეუკრას. სასჯელი:ჯარიმა.
9.16 მოთამაშე "ხელის ჩაუვლებლად" არ უნდა დაეჯახოს "ბურთიან მეტოქეს" -- გი არც ამგვარად წააქციოს. სასჯელი:ჯარიმა.
9.17 მოთამაშემ არ უნდა შებოჭოს | დაიჭიროს მეტოქე, რომელიც მიწას ტერფებით აღარ ეხება -- მას არც დაეჯახოს | ჰკრას | სწვდეს. სასჯელი:ჯარიმა.
9.18 მოთამაშემ არ უნდა აწიოს | აიყვანოს [მიწას ტერფებით მოწყვიტოს] მეტოქე და იგი [მიწაზევე] დააგდოს თავით | "ტანის ზემო ნაწილით" -- ესაა "შუბური ბოჭვა". სასჯელი:ჯარიმა.
9.19 სახიფათო თამაში შერკინებაში:
ა. "პირველი ხაზი" არ უნდა დადგეს | დაეწყოს შორს და მეტოქისკენ გაექანოს. სასჯელი:ჯარიმა.
ბ. პირველ-ხაზელი მეტოქეს თავისკენ არ უნდა ეწეოდეს. სასჯელი:ჯარიმა.
გ. პირველ-ხაზელმა მეტოქე განგებ არ უნდა აწიოს | ერკინებიდან ამოდევნოს. სასჯელი:ჯარიმა.
d. პირველ-ხაზელმა შერკინება განგებ არ უნდა ჩააქციოს. სასჯელი:ჯარიმა.
9.20 სახიფათო თამაში რაქში | მოლში.
ა. მოთამაშე რაქს | მოლს არ უნდა დაეჯახოს -- მათში არ ჩაებას ისე, რომ უკვე ჩაბმულ სხვა მოთამაშეს არ შეეკრას | ხელი არ მოხვიოს [ჩაავლოს]. სასჯელი:ჯარიმა.
ბ. მოთამაშე მეტოქეს არ უნდა დაეჭიდოს "მხრებს ზემოთ".. სასჯელი:ჯარიმა.
გ. მოთამაშემ რაქი | მოლი განგებ არ უნდა ჩააქციოს. სასჯელი:ჯარიმა.
d. მოთამაშეს შეუძლია მოპარვის/ჯაკლერის მოედნიდან გაყვანა მისი უკან წაწევით/გადაადგილებით (მათ შორის, მუხლზე/ფეხზე მოჭერით), მაგრამ არ უნდა გადააგოროს, გაქაჩოს ან მოატრიალოს მოწინააღმდეგე.. სასჯელი:ჯარიმა.
ე. მოთამაშემ არ უნდა დააგდოს წონა მოწინააღმდეგეზე ან მიზანში ამოიღოს ქვედა კიდურები. სასჯელი:ჯარიმა.
9.21 მოთამაშემ მეტოქეს სამაგიერო არ უნდა გადაუხადოს. სასჯელი:ჯარიმა.
9.22 გუნდმა არ უნდა გამოიყენოს "სოლური" ფანდები. სასჯელი:ჯარიმა.
9.23 მოთამაშემ ფეხი არ უნდა დაარტყას ბურთს, თუ ეს მეტოქეს ხელ[ებ]ით უჭირავს. სასჯელი:ჯარიმა.
9.24 ბურთიანს შეუძლია მეტოქე "ხელის კვრით" ჩამოიშოროს -- ოღონდაც, ძალის ზომიერად დატანებით. სასჯელი:ჯარიმა.
9.25 მოთამაშე განგებ არ უნდა დაეჯახოს [თავს დაესხას] მეტოქეს, რომელმაც ბურთს ეს-ესაა ფეხი დაარტყა -- და მას არც გზა შეუკრას. სასჯელი:ჯარიმა."მართალ გუნდს" ჯარიმა ერგება | მისი მოთხოვნა შეუძლია::
- დარღვევის ადგილზე
- ბურთის მიწაზე დაცემის | "დაცემამდე ბურთით შემდეგი თამაშის | მისი შეხების" ადგილზე -- ოღონდ კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე.
- თუ ბურთი აუტში პირდაპირ გადავიდა | დაეცა -- 15 მეტრა ხაზზე, ბურთის აუტში გასვლის ადგილის გასწვრივ
- თუ ბურთი ლელოში | ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზზე | ამის გადაღმა დაეცა -- კარის ხაზიდან 5 მეტრზე: იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა -- ოღონდაც, კიდიდან მინიმუმ 15 მეტრზე.
- თუ ბურთი კარის ძელს | ხარიხას მოხვდა -- ბურთის მიწაზე დაცემის ადგილზე.

დამრტყმელზე გვიან თავ-დასხმა
9.26 "ღია თამაშში" მოთამაშეს შეუძლია აწიოს | მიეშველოს თანა-გუნდელს. ამის შემსრულებელი ვალდებულია უსაფრთხოდ დაუშვას [მიწაზე] ეს მოთამაშე, [ნებისმიერი გუნდის] ბურთის მოგების თანავე. სასჯელი:თავისუფალი.
უწესობა
9.27 მოთამაშემ ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს, რაც სპორტულ ადათს ეწინააღმდეგება. სასჯელი:ჯარიმა.
9.28 მოთამაშე მსაჯებს პატივით უნდა მოეპყრას -- გადაწყვეტილებათა გამო არ ედავოს. თუ მსაჯი თამაშის შესაჩერებლად ჩაჰბერავს სასტვენს -- მოთამაშემ თამაში მყის უნდა შეწყვიტოს. სასჯელი:ჯარიმა.
ყვითელი | წითელი ბარათი
9.29 თუ მსაჯი მოთამაშეს დროებით -- [სათამაშო დროის] 10 წუთით აძევებს -- მას "ყვითელ ბარათს" უჩვენებს. თუ ამ მოთამაშემ მერე "ყვითელი" კიდევ დაიმსახურა -- მსაჯი ბოლომდე "წითლით" გააძევებს.
GLOBAL LAW TRIAL
9.30 თუ მსაჯი მოთამაშეს [თამაშის] ბოლომდე აძევებს -- მას "წითელ ბარათს" უჩვენებს. "ბოლომდე გაძევებული" თამაშში მეტად აღარ მონაწილეობს -- მას ვერავინ შეცვლის | მის ნაცვლად ვერავინ შევა..
მხოლოდ ელიტური რაგბი: განზრახ და ძალიან სახიფათო ქმედებების შემთხვევაში, მოთამაშის შეცვლა შეუძლებელია. სხვა ქმედებების შემთხვევაში, მოედნიდან გაძევებული მოთამაშის შეცვლა შესაძლებელია 20 წუთიანი სათამაშო დროის შემდეგ.