სარაგბო ქარტია

თამაში, რომელიც ძველად, ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში ძალზე მარტივად დაიწყო, დროთა განმავლობაში განვითარდა და გადაიქცა მსოფლიო მასშტაბის სპორტად, რასაც მოყვა მმართველი სტრუქტურის შექმნა და რთული სტრატეგიების მოფიქრება -- რადგან რაგბს ბევრი განსხავებული ადამიანი თამაშობს, მათთვის თამაშის არსი ერთნაირად გასაგები უნდა იყოს.

რაგბის თამაშობენ ყველა სქესისა და ასაკის ადამიანები მთელ მსოფლიოში. მოთამაშეთა რაოდენობა 8.5 მილიონზე მეტია, ასაკობრივი დიაპაზონი კი 6-დან 60+ წლამდეა. თამაშის მრავალფეროვნების გამო, თამაში ყველა ზომის, წონის, აღნაგობისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეუძლია.

გარდა თამაშში მონაწილეობისა, რაგბი თავის თავში მოიცავს მრავალ საყოველთაო | შთამბეჭდავ იდეას: სიმამაცეს, ერთგულებას, სპორტის სიყვარულს, გუნდურობას, წესრიგს. ქარტიის მიზანიც სწორედ ესაა -- ცხადჰყოს რაგბის უნიკალური ხასიათი და ღირსება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

ქარტია რაგბის ძირითად არსს მოიცავს, ეხება როგორც მოთამაშეებს ისე მწვრთნელებს, წესების შემოღებას და რათქმაუნდა მის აღსრულებას. ვიმედოვნებთ, რომ რაგბო ქარტია, ყველა მორაგბისთვის თამაშის ღირსებებს ნათლად გაუსვამს ხაზს.

რაგბის ძირეული არსია, რომელიც პატიოსნებასა და სამართლიანობაზე დგას.

მგეზავი

ლეგენდა ვილიამ ვებ ელისის სახელს უკავშირდება. 1823 წელს მან, დაბა 'რაგბის' სკოლაში თამაშისას, პირველმა აიტაცა ბურთი ხელებში და გაიქცა. ახალი თამაშის შექმნის საფუძველი წესის დარღვევა გახდა.

ერთი შეხედვით, რაგბის არსის ამოცნობა საძნელოა, რადგან ჩვეულებრივი გამვლელისთვის დიდი შეხლა-შემოხლა | ზედახორაა. სინამდვილეში კი ნებადართულია ბურთის მოსაპოვებლად მორაგბეთა დაუნდობელ ბრძოლა,ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეტოქის განზრახ დაზიანება.

ესაა ზღვარი, რომლითაც მოთამაშეები და მსაჯები ხელმძღვანელობენ. ის თანაბრად ვლინდება მოთამაშისა და გუნდის კონტროლსა და წესრიგში, რომელიც რაგბს თან ახლავს.

სპორტული ადათი

რაგბის ერთერთი ღირსება წესების ცოდნასა და მისი ზედმიწევნით დაცვაში მდგომარეობს, რომელიც ყველამ ერთნაირად უნდა ამოქმედოს: მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა, კაპიტნებმა და მსაჯებმა.

რაგბში ფიზიკური კონტაქტი ნება-დართულია, მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის კი აუცილებელია წესრიგი, თვით-კონტროლი და მეტოქის დაფასება. ეს თვისებები მოთამაშეებში აყალიბებს მეგობრობასა და სამართლიანობას, რაც აუცილებელია თამაშის წარმატებისა და წარმართვისთვის.

რაგბი ყველა დონეზე ერთი-და-იმავე ადათ-წესებს და ღირებულებებს იზიარებს, რომლებიც ძველი დროიდან იღებს სათავეს, დღემდე შემოგვრჩა და აუცილებელია -- მომავალ თაობასაც გადაეცეს. რაგბის არსი, მის წიაღში ძირეულ ღირსებებს ეფუძნება, რომლებიც თამაშის მონაწილეებს უმალ ახვედრებს რაგბის ხასიათს და იმას, რითიცაა ის განსაკუთრებული სპორტი.

რაგბის სათამაშოდ აუცილებელი თვისებაა. თამაში გამხიარულებს, ემოციურად გაკავშირებს და გაგრძნობინებს თავს დიდ სარაგბო ოჯახში.

მიზანი

თამაშის მიზანია -- ვაჟკაცურ შეჯიბრში, სპორტული ადათისა და წესების დაცვით -- ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლების-და-გვარად მეტი ქულა. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, ვინც მეტოქეზე მეტი ქულა მოკრიფა | მოინაგრა.

შეჯიბრი

რაგბის ერთერთი ხიბლი ბურთისათვის ბრძოლაა, რომელიც სხვადასხვა ფაზაში მთელი თამაში მიმდინარეობს::

  • ფიზიკურ კონტაქტში. ღია თამაშში, მატჩის განახლებისას: შერკინებაში, დერეფანში, ცენტრიდან | 22-დან |ლელოდან დარტყმის შემდეგ.

რაგბი [მონაწილეებში] აყალიბებს მეგობრობას, სულისკვეთებას, გუნდურობას და ერთგულებას; რაც ყველანაირ: კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ საზღვრებს სცდება.

თამაში სამართლიანად მიმდინარეობს -- თუ შემტევი გუნდი ბურთს კიდეზე იძულებით გაგზავნის, დერეფანი მისი მეტოქის იქნება. ამდაგვარადვეა, ბურთის წინ პასის | დავარდნისას -- მეტოქეს შერკინება ერგება. დერეფანში და შერკინებაში შემტევ გუნდს აქვს მოწოდების უპირატესობა, თუმცა, ყოველი სადავო ბურთი სამართლიანად უნდა იყოს თამაშში შეყვანილი.

შემტევი გუნდის მიზანია ბურთის შენარჩუნება, უნარიანად გამოყენება, წინ- სვლა და რაც შეიძლება მეტი ქულის გატანა. თუ შემტევი გუნდი წინ ვერ მიდის | დაცვა მტკიცედ დგას, ის ბურთს დათმობს; ამგვარად შეტევის და დაცვის არსი ასეთია: შეჯიბრი, ბურთის შენარჩუნება, წინ-სვლა და ბურთის დაკარგვა.

როდესაც შემტევი გუნდი ბურთის შენარჩუნებას ცდილობს, დამცველის მიზანი მათთვის ბურთის წართმევაა. ამგვარი შეჯიბრი წარმოშობს ბალანსს დაცვასა და შეტევას შორის, რადგან ბურთისათვის ბრძოლა სულ მიმდინარეობდეს, როგორც ღია თამაშში, ისე ყოველი ფაზის დაწყებისას.

წესრიგი თამაშის განუყოფელი ნაწილია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, და ასახავს წესების, ქარტიის და სარაგბო ღირებულებების დაცვას.

თამაშის წესები შემდეგ არსზეა დაფუძნებული

სპორტი ყველასათვის

რაგბი უნიკალურია, მისი თამაში შეუძლია ყველა ზომის, უნარის, სქესისა და ასაკის ადამიანს. მონაწილეთათვის მნიშვნელოვანია თამაშის წესების ცოდნა და გააზრება.

რაობის [იდენტობის] შენარჩუნება

რაგბმა საწყისიდან მოყოლებული, სხვა სპორტებისგან განმასხვავებელი სათამაშო ელემენტები შეინარჩუნა: შერკინება, დერეფანი, მოლი, რაქი, ცენტრიდან | 22-დან | ლელოდან დარტყმა | განახლება. ასევე ძირითადი ხიბლი, [რაც ეხება შეჯიბრს და უწყვეტობას] -- უკან პასი და შემტევი ბოჭვაა.

გართობა და სანახაობა

წესები უზრუნველყოფს რომ მონაწილენი თამაშით სიამოვნებას იღებდნენ, ხოლო მაყურებელი კარგ სეირს ადევნებდეს თვალს. იმ შემთხვევებში თუ [დაძაბული თამაშის გამო] ცუდი სანახაობაა, მოთამაშეთა ოსტატობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. სწორი ბალანსის დასაცავად წესების განახლებაზე ყოველთვის მუშაობენ..

გუნდელების, მოწინააღმდეგის, მსაჯების და ყველას მიმართ, ვინც თამაშში მონაწილეობს

მონაწილეობა

მონაწილეები ვალდებულები არიან თამაშის წესები დაიცვან და პატივი სცენ რაგბის არსს. წესები უნდა ესადაგებოდეს თამაშის ღირებულებებს. მსაჯი მოვალეა, თამაშის ყოველი წესი ყოველ მატჩში ზუსტად ამოქმედოს. მაგრამ ეს მარტო მსაჯის ძალის-ხმევით ვერ მიიღწევა -- მას მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და მოთამაშეებმა უნდა შეუწყონ ხელი.

რაგბი კაცების, ქალების, ვაჟებისა და გოგონების თამაშია. ის აყალიბებს გუნდურობას, ურთიერთ-გაგებას, ერთობას და პატივისცემას თანა-მონაწილეების მიმართ:

  • მონაწილეობისგან მიღებული სიამოვნება მამაცობა და სიმარჯვე, რასაც თამაში მოითხოვს გუნდური სპორტის სიყვარული, რაც ყველას ცხოვრებას ამდიდრებს. ხანგრძლივი მეგობრობა, რაც თამაშმა ჩამოაყალიბა.

ჯან-ღონით სავსე ფიზიკური დაპირისპირების და დაუნდობელი შეჯიბრის მიუხედავათ, მოთამაშეებს შორის მეგობრობა თამაშამდე და თამაშის მერეც გრძელდება. რაგბის ძირ-ძველი ადათი და მთავარი ღირსება -- მესამე ტაიმია, როდესაც თამაშის შემდეგ მეტოქე გუნდები ერთად იკრიბებიან და ვაჟკაცურად აღნიშნავენ ერთად რაგბობას.

პროფესიონალურ ერაში რაგბი მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ მისი ღირსება და ძირეული თვისებები მაინც შეინარჩუნა.

ვიმედოვნებთ, ქარტია მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს რაგბის არსს და მის მაღალ ღირებულებებს.