კურსის მონაწილის ქცევის კოდექსი

რაგბის მსოფლიო ტრენინგისა და განათლების კურსის მონაწილეები („მონაწილეები“) მსოფლიო რაგბის კურსზე დასწრებისას „იცხოვრებენ დისციპლინის, პატივისცემის, ერთიანობის, თანაგრძნობისა და სოლიდარობის ღირებულებებით“. მონაწილეებს ასევე აკისრიათ მნიშვნელოვანი როლი კურსებზე სხვა მონაწილეების და მოთამაშეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რომლებთან ერთადაც ისინი გაივლიან წვრთნას, შეასრულებენ მოვალეობებს, იზრუნებენ და განახორციელებენ ადმინისტრირებას. მათი როლის ღირებულების ასახვის მიზნით, ყველა მონაწილე ვალდებულია შეასრულოს და დაიცვას მსოფლიო რაგბის ტრენინგისა და განათლების კურსის მონაწილეთა ქცევის კოდექსი და მსოფლიო რაგბის ქცევის კოდექსი.

ქცევის სტანდარტები

ყველა მონაწილე ვალდებულია გააკეთოს შემდეგი რამ:

  • კურსის მიმდინარეობისას ან მასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობისას (მათ შორის სოციალურ ან ჯგუფურ ღონისძიებებში) იმოქმედოს სათანადოდ და პროფესიონალური სახით
  • გამოავლინოს პატივისცემა კურსის პედაგოგებისა და ტრენერების, სხვა მონაწილეებისა და კურსთან დაკავშირებული ყველა პირის მიმართ
  • შეასრულოს კურსის მასწავლებლებისა და ტრენერების მიერ მოწოდებული ყველა ინსტრუქცია
  • შეიტანოს წვლილი სხვა მონაწილეებისთვის კურსის გარემოს ინკლუზიურობასა და კეთილგანწყობილ სივრცედ ქცევაში
    • მსოფლიო რაგბი თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ითამაშოს რაგბი ან იყოს რაგბის ნაწილი, მიუხედავად მათი ეროვნული, რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობის, სქესის, სქესი იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, ენის, რელიგიის, პოლიტიკის ან რაიმე სხვა მიზეზისა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.world.rugby/rugbyforall?lang=en
  • გაიაროს კურსები კეთილსინდისიერად და კურსის სტანდარტებისა და აღწერის შესაბამისად
  • იქონიოს მომხმარებლის პროფილი მსოფლიო რაგბის პასპორტში, განახლებული საკონტაქტო ინფორმაციით
  • თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი, სალანძღავი ან შეუსაბამო ენის გამოყენებისგან
  • შეინარჩუნოს გარემო, სადაც არ არის შევიწროება და/ან შეურაცხყოფა
  • თავი შეიკავოს იმ ქმედებებისგან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ან ახდენენ რაგბის კავშირის ან მსოფლიო რაგბის თამაშების დისკრედიტაციას
  • დაიცვას მსოფლიო რაგბის ქცევის კოდექსი (რეგულაცია 18).

შენიშვნები: ტრენინგისა და განათლების კურსის მონაწილეთა ქცევის კოდექსის დარღვევა შეიძლება განხილულ იქნეს ისე, როგორც მსოფლიო რაგბის (რეგულაცია 18) ან/და შესაბამისი კავშირის ქცევის კოდექსის დარღვევა. 

მონაწილის ქცევის კოდექსის დარღვევა 

ქცევის კოდექსის შეუსრულებლობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს დისციპლინური ქმედება, მათ შორის (შეზღუდვის გარეშე):

  • სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილება
  • კურსიდან დროებითი ან მუდმივად გარიცხვა
  • კურსის კვალიფიკაცი(ებ)ის გაუქმება
  • შესაბამის კავშირში ან მსოფლიო რაგბიში მიმართვა შემდგომი გამოძიებისთვის, საჭიროებისამებრ
  • გადამისამართება სამართალდამცავ ორგანოებში, ადგილობრივ ორგანოებში ან პროფესიულ მარეგულირებელ ორგანოებში (მაგ. ეროვნული სამედიცინო საბჭო), საჭიროებისამებრ
  • ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის მსოფლიო რაგბი, თავისი შეხედულებისამებრ

მოსწავლეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა

მოთამაშეთა კეთილდღეობა არის მსოფლიო რაგბის ნომერ პირველი პრიორიტეტი და შედეგად, რაგბის ყველა ტრენერი და პედაგოგი, რომლებიც კურსს უძღვება, უნდა იყოს ინფორმირებული ძირითადი სფეროების გარშემო არსებული პროცესების შესახებ, როგორიცაა კონტუზიის მართვა, პირველადი დახმარება რაგბიში, კანონები, ასევე უნდა გააჩნდეს საკუთარი კონკრეტული ცოდნა.

თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, გთხოვთ, გაესაუბროთ ტრენერს ან პედაგოგს, რომელიც თქვენს კურსს უძღვება. 

ფიზიკური მონაწილეობა

ჩვენი კურსებიდან ბევრში მონაწილეებს შეიძლება მოუწიოთ მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების, დაზარალებულების და ა.შ. სახით მოქმედება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მონაწილეობა არის თქვენი ფიზიკური, კეთილდღეობის დონის და ასაკის შესაბამისი. როგორც რაგბით დაკავებული ადამიანებისთვის, ჩვენთვის ყოველთვის მაცდურია იმის გახსენება და გაკეთება, რასაც ახალგაზრდა ასაკში ვაკეთებდით, მაგრამ გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სწავლებისა და სწავლის მიზნებისთვისაა განკუთვნილი და თუ გრძნობთ, რომ მიზანშეწონილი არ არის ფიზიკურად მონაწილეობა, ეს მისაღებია. ბევრი აქტივობა შეიძლება გაკეთდეს ფეხით სიარულის ტემპში. თქვენ ვალდებული ხართ კურსის დაწყებამდე გააფრთხილოთ ტრენერი ან პედაგოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან დაზიანების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კურსში თქვენს მონაწილეობაზე.