ეკიპირების შემოწმება

ამ ეტაპზე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ, გაქვთ თუ არა ყველა საჭირო აღჭურვილობა

ეროვნული ჰიმნები

თუ თქვენს მატჩში მონაწილეობას იღებენ ეროვნული ნაკრებები, თქვენ უნდა გქონდეთ ჰიმნები, რომლებსაც გადასცემთ შესაბამის მხარეებს. თქვენ ასევე უნდა იცოდეთ ჰიმნების ხანგრძლივობა, რადგანაც ეს გავლენას მოახდენს მატჩისწინა აქტივობების ზუსტად განხორციელებაზე

დროშები

თუ მატჩის წინ გათვალისწინებულია რაიმე ცერემონია, სადაც საჭიროა დროშები, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თან გაქვთ საჭირო დროშები

ბურთები

ტურნირზე გათვალისწინებული იქნება ბურთების მარაგი. როგორც წესი, ბურთების გარკვეულ მარაგს აწვდიან გუნდს ტურნირის წინ მისაჩვევად, და დამატებით მარაგს - ტურნირზე ჩასვლის შემდეგ, ვარჯიშის მიზნით

კაპიტნის ვარჯიშების დღეს, თქვენ უნდა მიიტანოთ სტადიონზე ის ბურთები, რომლებიც გამოყენებული იქნება თამაშზე. ისინი უნდა გადაეცეს თითოეულ გუნდს მათი კაპიტნის ვარჯიშის წინ, ხოლო ვარჯიშის შემდეგ - დაგიბრუნდეთ თქვენ. თქვენ ასევე უნდა მოაგროვოთ ბურთები მატჩის დასასრულს.

ასევე უნდა მოიტანოთ რამდენიმე სათადარიგო ბურთი, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე დაიკარგა ან წუნი აღმოაჩნდა.

მოსაცმელები

თუ ტურნირზე გამოიყენება მოსაცმელები პერსონალისთვის, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ სათანადო რაოდენობის მოსაცმელები ფერებში

ტურნირის მოსაცმელები 2013 წლის IRB-ის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან