მატჩისწინა კრების ორგანიზება
პირველ რიგში თქვენ უნდა აცნობოთ მატჩისწინა კრების ყველა მონაწილეს კრების ჩატარების დრო და ადგილი
როგორც წესი, კრება ტარდება სტადიონზე, პირველი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე. ეს კრება მეტად მნიშვნელოვანია მატჩის ორგანიზებისთვის.
როგორც წესი, კრებას ესწრებიან:
- მატჩის კომისრის ასისტენტი (თუ გყავთ)
- სტადიონის მენეჯერი
- სტადიონის დაცვის უფროსი
- მატჩის მედია-ოფიცერი
- ბურთების მიმტანების მენეჯერი
- მატჩის ექიმი
- სტადიონის გამომცხადებელი / დიჯეი
- სატელევიზიო პროდაქშენის მენეჯერი / პროდაქშენის ასისტენტი
ამჯერად დარწმუნდით, რომ ყველა ზემოთხსენებული პირი, თუ მათი საქმიანობა თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს მიეკუთვნება, ინფორმირებულია ხვალინდელი მატჩისწინა კრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ