მატჩისწინა კრების ორგანიზება

პირველ რიგში თქვენ უნდა აცნობოთ მატჩისწინა კრების ყველა მონაწილეს კრების ჩატარების დრო და ადგილი

როგორც წესი, კრება ტარდება სტადიონზე, პირველი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე. ეს კრება მეტად მნიშვნელოვანია მატჩის ორგანიზებისთვის.

როგორც წესი, კრებას ესწრებიან:

  • მატჩის კომისრის ასისტენტი (თუ გყავთ)
  • სტადიონის მენეჯერი
  • სტადიონის დაცვის უფროსი
  • მატჩის მედია-ოფიცერი
  • ბურთების მიმტანების მენეჯერი
  • მატჩის ექიმი
  • სტადიონის გამომცხადებელი / დიჯეი
  • სატელევიზიო პროდაქშენის მენეჯერი / პროდაქშენის ასისტენტი

ამჯერად დარწმუნდით, რომ ყველა ზემოთხსენებული პირი, თუ მათი საქმიანობა თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს მიეკუთვნება, ინფორმირებულია ხვალინდელი მატჩისწინა კრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ