ათი წუთი მატჩის დაწყებამდე

გუნდები ბრუნდებიან გასახდელებში

თამაშის დაწყებამდე ათი წუთით ადრე, მორაგბეებმა უნდა დაასრულონ მოთელვა და დაბრუნდნენ გასახდელებში.

‎„ფარული კამერის“ ჩართვა

ე.წ. „ფარული კამერა“ - გასახდელში დამონტაჟბული კამერა ჩაირთვება 1 წუთზე ნაკლები დროით, გუნდის მენეჯერებსა და ტელევიზიას შორის არსებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე

‎1- წუთიანი გაფრთხილება ორივე გუნდს

გააფრთხილეთ გუნდები, რომ 1 წუთში მათ მოუწევთ გასახდელების დატოვება

გუნდები ტოვებენ გასახდელებს

გუნდები გამოდიან გასახდელებიდან და ჩერდებიან გვირაბში

გუნდები გამოდიან მოედანზე

გუნდები შედიან მოედანზე და განლაგდებიან ხაზზე ჰიმნების ცერემონიის შესასრულებლად

ისინი მოედანზე უნდა გამოვიდნენ ერთ მწკრივად, კაპიტნის მეთაურობით, და განლაგდნენ 15-მეტრიან ხაზზე, სახით საკუთარი შეცვლის სკამისკენ

ეროვნული ჰიმნი, A გუნდი

ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც მატჩში მონაწილეობს ეროვნული ნაკრები. ამ დროს, მისი ჰიმნი შესრულდება ბოლოს, მიუხედავად იმისა, A გუნდია ის თუ B გუნდი

ეროვნული ჰიმნი, B გუნდი

კულტურული რიტუალები

თქვენ უკვე იცით, ასრულებს თუ არა რომელიმე (ან ორივე) გუნდი კულტურულ რიტუალს.

როდესაც კულტურულ რიტუალს ასრულებს ორივე გუნდი, პირველი იქნება წილისყრის გამარჯვებული. მეორე გუნდი უფლებამოსილია შეასრულოს საპასუხო რიტუალი მას მერე, რაც პირველი გუნდი თავის რიტუალს დაიწყებს, ან დაელოდოს რიტუალის დასრულებას.

ეს შეზღუდვა დაწესებულია რაგბის უნიკალური კულტურული ტრადიციებისა და სპორტული სულისკვეთების დასაცავად

ამ წესის ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება სანქცია

ტონგა ასრულებს კულტურულ რიტუალს მატჩის დაწყების წინ

საბოლოო სამზადისი

გადაამოწმეთ მზადაა თუ არა ტელევიზია მატჩის დასაწყებად. როგორც კი მიიღებთ დადასტურებას, ანიშნეთ მსაჯს თამაშის დაწყება.

მატჩის დასაწყისი

მატჩი დაიწყო