მატჩის დაგვიანებით დაწყება, გადადება ან გაუქმება

მატჩის დაგვიანების დაწყების, გადადების ან გაუქმების შემთხვევაში სავალდებულოა მატჩის ყველა მონაწილესთან, განსაკუთრებით კი ტურნირის დირექტორთან, კონსულტაციის გავლა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თქვენ უნდა იზრუნოთ მატჩის მონაწილეების, განსაკუთრებით კი გუნდების, სათანადოდ ინფორმირებაზე რაც შეიძლება მოკლე ვადებში

მატჩის დაგვიანების დაწყების, გადადების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ტურნირის დებულებით განსაზღვრული პროცედურების სათანადოდ შესრულება

გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

  • რამ გამოიწვია პრობლემა?
    • პოლიცია (უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები) - პრიორიტეტულია ნებისმიერ სხვა მოსაზრებასთან შედარებით
    • ტურნირი (გუნდები / მსაჯები, ამინდი, მოედანი და ა.შ.)
    • ტრანსლაცია
  • როდის და ვის უნდა ეცნობოს ინფორმაცია?
  • მოახდენს თუ არა მატჩის დაგვიანებით დაწყება გავლენას მომდევნო მატჩ(ებ)ზე? კერძოდ, არსებობს თუ არა იმავე დღეს დაგეგმილი მომდევნო მატჩ(ებ)ის შემდეგ დღეზე გადატანის რისკი?
  • არსებული პრობლემა მოითხოვს თუ არა მატჩის გაუქმებას?
  • რა გავლენას მოახდენს ყოველივე ეს:
    • ტრანსლაციაზე
    • ლოგისტიკაზე
    • ქომაგებზე
    • უსაფრთხოებაზე
    • მატჩის ორგანიზატორებზე
    • განათებაზე (მაგალითად, თუ სტადიონზე არ არის ხელოვნური განათება)
    • მატჩისთვის გუნდების მზადებაზე