მატჩის დროს

პირველი ტაიმი

თვალყური ადევნეთ თამაშს

დააკვირდით ტექნიკური ზონის პროტოკოლს, შეცვლებს, ბურთის მიმტანებს. რაიმე პრობლემის შემთხვევაში, ესაუბრეთ მე-4 ან მე-5 მსაჯებს, არა მინდვრის მსაჯს და თანამსაჯებს.

ტაიმებს შორის შესვენება

თვალყური ადევნეთ შესვენების ხანგრძლივობას, I ტაიმის ბოლო სასტვენიდან II ტაიმის დაწყებამდე

ტაიმებს შორის შესვენება არ უნდა გაგრძელდეს 15 წუთზე მეტ ხანს, მაგრამ შეიძლება იყოს ნაკლები. შესვენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მატჩის ორგანიზატორი, ფედერაცია ან რეგიონული ორგანიზაცია, რომლის იურისდიქციის ფარგლებშიც ტარდება მატჩი

რაგბი 7-ში, ტაიმებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ აღემატება 2 წუთს

დაუძახეთ გუნდებს მეორე ტაიმის წინ

მეორე ტაიმის დაწყებამდე ორი წუთით ადრე, გამოიხმეთ ორივე გუნდი გასახდელებიდან

მეორე ტაიმი

თვალყური ადევნეთ თამაშს

დააკვირდით ტექნიკური ზონის პროტოკოლს, შეცვლებს, ბურთის მიმტანებს. რაიმე პრობლემის შემთხვევაში, ესაუბრეთ მე-4 ან მე-5 მსაჯებს, არა მინდვრის მსაჯს და თანამსაჯებს.

დრო ამოიწურა

მსაჯი უსტვენს, მატჩი სრულდება.