მიმოსილვა

დასაწყისისთვის, მოგაწვდით ინფორმაციას მსოფლიო რაგბის შესახებ. თუ თქვენი მიზანია მატჩის კომისრის როლის შესრულება დამოუკიდებელ ტურნირებზე, შეგიძლიათ გადაახტეთ ამ ქვეთავს და გადახვიდეთ ქვეთავზე „მატჩის კომისარი“. ამ ქვეთავის მასალა გამოცდის კითხვებში არ აისახება.

მსოფლიო რაგბი

მსოფლიო რაგბი 1886 წელს დაარსდა, სახელწოდებით რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB). მსოფლიო რაგბი დუბლინშია ბაზირებული; მისი საქმიანობის მთავარი მიზნებია მსოფლიოს მასშტაბით რაგბის თამაშის მართვა და წესების რეგულირება. მსოფლიო რაგბის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება 100-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი პროფესიული გუნდი, რომელთა უმრავლესობა დუბლინში მუშაობს. მსოფლიო მასშტაბით მსოფლიო რაგბს ჰყავს დასაქმებული რეგიონული განვითარების მენეჯერები, მაღალი მიღწევების მენეჯერები და რეგიონული გენერალური მენეჯერები, რომლებიც მუშაობენ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკასა და ოკეანიაში.

რაგბს თამაშობენ კაცები და ქალები, ბიჭები და გოგონები ხუთივე კონტინენტის 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამჟამად მსოფლიო რაგბს ჰყავს 105 სრულუფლებიანი წევრი, 16 ასოცირებული წევრი და ექვსი რეგიონული ასოციაცია.

მსოფლიო რაგბი აკონტროლებს რამდენიმე ტურნამენტს, მათ შორის რაგბის მსოფლიო თასს, ქალთა რაგბის მსოფლიო თასს, რაგბი 7-ის მსოფლიო თასს, HSBC შვიდკაცას მსოფლიო სერიას, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ტროფის და ერთა თასს.

კენია და ზიმბაბვე ემზადებიან 2015 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის

მსოფლიო რაგბის საბჭო

მსოფლიო რაგბის საბჭო, რომელიც თავმჯდომარე სერ ბილ ბომონტია, წელიწადში ორჯერ იკრიბება. საბჭო 52 წევრისგან შედგება.

ინფორმაცია მსოფლიო რაგბის საბჭოს შესახებ worldrugby.org-ზე

აღმასრულებელი კომიტეტი (EXCO)

‎10 კაცისგან შემდგარი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სერ ბილ ბომონტი თავმჯდომარეობს, ასრულებს საბჭოს მმართველ ფუნქციას და იკრიბება სისტემატურად.

ინფორმაცია მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის შესახებ worldrugby.org-ზე

გენერალური ასამბლეა

მსოფლიო რაგბის ყველა წევრი იკრიბება გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მოიწვევა ორ წელიწადში ერთხელ. რეგიონული კრებები იმართება პერიოდულად.