ამ რესურსის შესახებ

ახლა, როდესაც შეგექმნათ წარმოდგენა თქვენს როლზე მატჩის ორგანიზებაში, გადავხედოთ ამ რესურსს და ვნახოთ რას ემსახურება ის

თქვენ გაეცანით მატჩის კომისრის ფუნქცია-მოვალეობებს. შემდგომ ქვეთავებში, მატჩის კომისრის საქმიანობას გაივლით ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშის წინა ორი დღიდან მატჩის შემდგომ საქმეებამდე

პროგრამის დასასრულს გელოდებათ ტესტი, რომლის წარმატებით შევსების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს მსოფლიო რაგბის მატჩის კომისრის ონლაინ-პროგრამის გავლის შესახებ

თუ გეგმავთ ფიზიკური კურსის გავლას, შეიძლება დაგჭირდეთ ეს სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ თქვენ გაეცანით კურსისთვის მოსამზადებელ მასალას