ძირითადი მოვალეობები

მუდმივად

  • იქონიეთ მჭიდრო ურთიერთობა ტურნირის ორგანიზატორებთან, მოიპოვეთ ინფორმაცია ტურნირთან ან გუნდებთან/სტადიონ(ებ)თან დაკავშირებული არსებული ან პოტენციური პრობლემების შესახებ. იზრუნეთ მსგავსი პრობლემების მართვაზე, რისკებისა და არასასრურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად
  • ადგილობრივ გუნდთან, კერძოდ კი მატჩის ორგანიზატორებთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება

მატჩის წინა დღეს

მატჩის მართვა

  • შეხვდით მატჩის ორგანზიატორებს მატჩისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხების (სცენარი, სტადიონის გეგმარება, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება, ტელეტრანსლაცია და მედია) გასავლელად

კაპიტნების ვარჯიშები

  • დაესწარით კაპიტნების ვარჯიშებს და ორივე გუნდის მენეჯერთან გაიარეთ მატჩის სცენარი

მატჩის დღე (მატჩამდე)

მატჩის/ტურნირის ორგანიზატორის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება

  • იმოქმედეთ როგორც იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლის იურისდიქციის ქვეშ ტარდება მატჩი, სტადიონის მენეჯერთან და მატჩის პრეს-ანოფიცერთ მჭიდრო ურთიერთობით. თქვენი პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება ყველა საკითხი, რომელიც ეხება სათამაშო არეს, მატჩის ჩატარებას და მატჩის საორგანიზაციო საქმიანობის გუნდებთან დაკავშირებულ ელემენტებს

მატჩისწინა კრების ჩატარება

  • მატჩისწინა კრების გამართვა მატჩში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობით

მონაწილეობის პირობები

  • დააკვირდით გუნდების და გუნდების წევრების მიერ ტურნირში მონაწილეობის პირობების შესრულებას, მოახდინეთ რეაგირება პოტენციურ დარღვევებზე

საათების სინქრონიზაცია

  • ძირითადი საოპერაციო სტაფის საათების სინქრონიზაციის უზრუნველყოფა, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით

მატჩის სცენარის შევსების უზრუნველყოფა

  • იზრუნეთ იმაზე, რომ ყველამ დაიცვას მატჩის სცენარი, გადაჭერით ყველა უთანხმოება და პრობლემა.

სტადიონის ინსპექტირება

  • შეამოწმეთ სტადიონი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი მზადაა მატჩის დასაწყებად.
  • იზრუნეთ მსაჯებთან და/ან სტადიონის მენეჯმენტთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეების და პრობლემების მოგვარებაზე.
  • სათამაშო მოედნის და სათამაშო არის შემოწმება

საიტინგ-კომისართან შეხმიანება

  • გარკვეულ შემთხვევებში, მატჩის კომისარი ასევე ასრულებს საიტინგისკომისრის ლიეიზონის ფუნქციას. თუ ეს თქვენც გეხებათ, მაშინ მატჩის დაწყებამდე დაუკავშირდით საიტინგის კომისარს ტელეფონით და დარწმუნდით, რომ მას მიღებული აქვს გუნდების სამატჩო განაცხდადების ბოლო ვერსიები

გუნდების მენეჯერებთან კავშირი

  • გუნდების სტადიონზე მოსვლისთანავე, შეხვდით მენეჯერებს და შესთანვაზეთ დახმარება მატჩის საორგანიზაციო საკითხებში და მონაწილეობის პირობების დაცვაში

სამედიცინო შეხვედრაზე დასწრება

  • დაესწარით მატჩის ექიმის და გუნდების ექიმების კრებას და დაეხმარეთ მათ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში

წილისყრაზე დასწრება

  • დაესწარით წილისყრას და დარწმუნდით, რომ ორივე გუნდის კაპიტანი სწორად ასრულებს თავის როლს (მასპინძელი „აცხადებს“, წილისყრის მოგებული კი იღებს გადაწყვეტილებას)

გუნდების ეკიპირების მონიტორინგი

  • შეამოწმეთ გუნდების ეკიპირება და დარწმუნდით, რომ შესაბამისობაშა მონაწილეობის პირობებთან და გუნდის მენეჯერებთან გადახედეთ ენბისმიერ პოტენციურ პრობლემებს.

დაგვიანებების/ჩამორჩენების „მართვა“

  • განახორციელეთ მატჩის დაგვიანებით დაწყების და გადადების პროტოკოლი საჭიროებისამებრ

მოედანზე გუნდების გამოსვლის მონიტორინგი

  • თვალყური ადევნეთ დროს, რათა უზრუნველყოთ გუნდების გასახდელებიდან დროულად გამოსვლა; ირეაგირეთ ნებისმიერ დაგვიანებაზე.

მატჩის დღე (მატჩის დროს)

მატჩთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობაზე დაკვირვება

  • დააკვირდით მატჩთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობას, მათ შორის ტექნიკურ ზონებს, შეცვლების სკამებს და სათადარიგო მოთამაშეების მოთელვას

გუნდების მოედანზე გამოსვლის მონიტორინგი

  • შეამოწმეთ დრო ტაიმებს შორის შესვენების დროს, რათა დარწმუნდეთ, რომ გუნდები დროულად გამოვლენ გასახდელებიდან და მეორე ტაიმი დროულად დაიწყება

მატჩის დღე (მატჩის შემდეგ)

სადისციპლინო საკითხების მოგვარება

  • დაუკავშირდით საიტინგის კომისარს(ებს), მათ შორის მოიპოვეთ სადისციპლინო პროცესების შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია
  • შეხვდით გუნდის მენეჯერებს და შეამოწმეთ, სურთ თუ არა რაიმე საჩივრების წარდგენა; საჭიროების შემთხვევაში, დააწერინეთ განცხადებები
  • შეატყობინეთ გუნდების მენეჯერებს, რომ საიტინგის კომისრისთვის საჩივრების წარდგენა წერილობით ხდება, მატჩზე დანიშნული სადისციპლინო ოფიცრისთვის თამაშის დასრულებიდან 12 საათის ვადაში განცხადების წარდგენით

მატჩის სცენარის მიყოლა

  • დაეხმარეთ მატჩის პრეს-ოფიცერს მატჩის სცენარში გათვალისწინებულ მატჩის შემდგომ მედია-აქტივობებში მხარეთა მონაწილეობისა და შესაძლო უთანხმოებების და პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაში.

მატჩის ვიდეოჩანაწერის დაგზავნა

  • მოიპოვეთ მატჩის ვიდეოჩანაწერი და გაუგზავნეთ ასლები ყველა შესაბამის პირს

საიტინგის კომისრის ლიეიზონი (CCLO)

თქვენ, როგორც მატჩის კომისარს, შეიძლება ასევე მოგიწიოთ საიტინგის კომისრის ლიეიზონის მოვალეობების შსრულება

ასე თუ მოხდა, საიტინგი თქვენი გასაკეთებელი არ იქნება. მატჩის კომისარმა უნდა აცნობოს საიტინგის კომისარს, ჰქონდა თუ არა გუნდების მენეჯერებთან საუბარი შესაძლო საჩივრებზე

საიტინგის კომისრის ლიეიზონის (CCLO) ძირითადი მოვალეობაა კომისართან ურთიერთობა და დახმარება. მატჩის (CCLO) იმოქმედებს როგორც კომისარის „თვალები და ყურები“.

საიტინგის კომისარი ხშირად დისტანციურად მუშაობს და, შესაბამისად, პირადად არ ესწრება მატჩს. საიტინგისთვის შესაფერისი ისეთი ინციდენტების შემთხვევაში, რომლებიც ობიექტივში არ ხვდება, საიტინგის კომისარს შეიძლება დასჭირდეს მატჩის კომისრის დახმარება

ასეთ შემთხვევაში თქვენ, როგორც მატჩის კომისარს, გევალებათ საიტინგის კომისართან დაკავშირება და მისი მითითებების შესრულება

მოვალეობები, ტურნირში მონაწილეობის პირობების (Terms of Participation, TOP) შესაბამისად

მატჩის კომისრის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია შესაბამისი მატჩის ან ტურნირის მონაწილეობის პირობებში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაეცნოთ მონაწილეობის პირობებში მოცემულ მატჩის კომისრის მოვალეობების განსაზღვრებას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენი კონტექსტის შესაბამის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ამ სასწავლო პროგრამაში მოცემულ ზოგად ინფორმაციას