ბინძური თამაში

რა არის ბინძური თამაში ?

წესი 9, რაგბის თამაშის წესებში აღწერს სახიფათო და არამართებული თამაშის ან ქმედების სხვადასხვა კატეგორიებს. კანონი 9 ხელმისაწვდომია ბმულზე: თამაშის კანონები | მსოფლიო რაგბის კანონები

მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17-ს მიხედვით (რეგულაცია, რომელიც ეხება უხეშ თამაშს, იხილეთ ქვემოთ), ქმედება უხეში თამაშია თუ ის არის:

  • წინასწარ განზრახული; ან
  • დაუფიქრებელი.

თუ ინციდენტი არის შემთხვევითი, ის არ ითვლება უხეშ თამაშად. როდესაც მოთამაშე თვლის რომ, მისი ქმედება იყო შემთხვევითი, ის შეეცდება ამის ჩვენებას სადისციპლინო სხდომაზე, საქმის აცილების მიზნით. ამ შემთხვევაში სადისციპლინო ოფიცერმა/კომისიამ ყურადღებით უნდა შეამოწმოს განსხვავება შემთხვევით და გაუფრთხილებელ ქმედებებს შორის (მათ შორის მოთამაშისთვის კითხვების დასმით). ეს პროცესი უფრო დეტალურად განხილული იქნება პრაქტიკული სწავლების დროს, ქვემოთ მოყვანილი შეჯამების მიხედვით:

რა არის წინასწარ განზრახული?

მოთამაშე წინასწარ ჩაიფიქრებს, გადაწყვეტს და შეასრულებს ქმედებას. წინასწარ განზრახული ქმედება უფრო სერიოზული ხასიათისაა, ვიდრე გაუფრთხილებელი (ქვემოთ იხილეთ შესაბამისი სანქციები).

რა არის გაუფრთხილებელი?

მოთამაშემ იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) რომ, არსებობდა უხეში თამაშის რისკი (მაგალითად, ბოჭვის დროს მოწინააღმდეგის აწევა ან მის სახეზე ხელის დადება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოთამაშეს არ ჰქონდა მოწინააღმდეგის შუბური ბოჭვის ან თითით თვალში კონტაქტის განზრახვა).

რა არის შემთხვევითი?

მოთამაშემ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რომ არსებობდა უხეში თამაშის რისკი (მაგალითად, ლეგალური ბოჭვისას წელის არეში, მოთამაშემ ვერ გაითვალისწინა ან თავიდან ვერ აირიდა, მოწინააღმდეგის მხრიდან, ბოლო მომენტში ბოჭვისგან დასხლტომის მცდელობა, რამაც შედეგად შუბური ბოჭვა გამოიწვია).

რა არის მტკიცებულებათა სტანდარტი?

მტკიცებულებათა სტანდარტი რეგულაცია 17-ს მიხედვით, ემყარება ალტერნატივების წონასწორობის პრინციპს (იხილეთ რეგულაცია 17.15.1). ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას (მაგალითად, იყო უხეში თამაში, წინასწარ განზრახული თუ გაუფრთხილებელი) სადისციპლინო ოფიცერმა/კომისიამ უნდა განიხილოს და განსაზღვროს ქმედების ტიპი, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.