როგორ უნდა მოიქცეთ და რა უნდა გეცვათ სადისციპლინო განხილვაზე?

სადისციპლინო განხილვები შედარებით ოფიციალური სახისაა, მოთამაშისთვის თავისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასამართლო დარბაზი, მაგრამ რაღაც დონის ოფიციალურობის დაცვას მაინც მოითხოვს, რომელმაც არ უნდა შექმნას დამთრგუნველი გარემო მოთამაშეებისთვის. სასურველია კომენტარები ეხებოდეს განსახილველ საკითხს, რათა ავიცილოთ სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის მიმართ ბრალდება, საკითხის შესახებ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულების შესახებ, რაც შეიძლება აპელაციის საფუძველი გახდეს. პროცესი უნდა წარიმართოს კითხვა-პასუხის რეჟიმში და თქვენი კითხვა უნდა ეყრდნობოდეს არსებულ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც უნდა მოითხოვოთ პასუხი/განმარტება. მაგალითად თუ მოთამაშე აცხადებს, რომ ცდილობდა აგრესიული ბოჭვის შესრულებას, თქვენ მტკიცებულებად უნდა მოიყვენოთ მისი ზემოთ აწეული იდაყვი ვიდეომასალიდან და მოითხოვოთ ამის შესახებ განმარტება. სხდომაზე რეკომედირებულია ბიზნეს სტილის პოლო მაისური გეცვათ, მაგრამ მამაკაცებისთვის ჰალსტუხი აუცილებლობას არ წარმოადგენს.