როგორ ხდება აპელაცია?

მოთამაშეს, მის კავშირს, ტურნირის ორგანიზატორს და მსოფლიო რაგბს აქვთ უფლება გაასაჩივრონ სადისციპლინო გადაწყვეტილება. საჩივარს რაგბი XV-ში, როგორც წესი განიხილავს სამ-წევრიანი სააპელაციო კომისია, რომლის წევრებსაც არ აქვთ კავშირი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადისციპლინო განხილვასთან. საჩივარს შვიდკაცა რაგბში, განიხილავს ერთი სააპელაციო ოფიცერი. სააპელაციო კომომისიის წევრები/ოფიცერი შესაძლოა იყვნენ ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები, რომლებიც აკმაყოფილებენ დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს.

სააპელაციო განხილვა არ არის უბრალოდ საქმის ხელმეორედ განხილვა. სააპელაციო კომისია/ოფიცერი განიხილავს პირველი (სადისციპლინო) განხილვის ჩანაწერებს, დოკუმენტაციას და როგორც წესი აღარ ითხოვს მოწმეების ხელახალ გამოკითხვას ან ახალი მტკიცებულებების მიღებას გამონაკლისი გარემოებების გარდა (მაგალითად თუ პირველი მოსმენის ჩანაწერები ხელმიუწვდომელია). გასაჩივრების მტკიცების ტვირთი აპელანტს ევალება, მან უნდა დაამტკიცოს რომ, სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის გადაწყვეტილება მიღებულია მცდარ ფაქტებზე და წესებზე დაყრდნობით და საჭიროებს გაუქმებას, რადგან ის სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე პრინციპულად მცდარია, არაპროპორციულად მკაცრია ან პირიქით, ზედმეტად ლმობიერია. თუ აპელაციის მხარე დაარწმუნებს სააპელაციო კომისიას/ოფიცერს სადისციპლინო გადაწვეტილებაში რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობაში, აპელაცია მიღებული იქნება და სააპელაციო კომისია/ოფიცერი ზემოთ აღწერილი პროცესის შესაბამისად მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც მთლანად ან ნაწილობრივ შეცვლის სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის მიერ დადგენილ სანქციებს.