ყვითელი ბარათების/საითინგ კომისრის გაფრთხილებების აკუმულირება

ყვითელი ბარათების/საითინგ კომისრის გაფრთხილებების აკუმულირების შემთხვევები, შედარებით იშვიათობას წარმოადგენს. რეგულაცია 17-ს დანართ 4-ში მოყვანილია სპეციფიური სახელმძღავანელო, სადაც შემოთვაზებულია ასეთი საქმეების განხილვის სხვადასხვა ვარიაციები. სახელმძღვანელო გვთვაზობს სანქცირების დიაპაზონს 0-დან 3 კვირამდე. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს სახელმძღვანელო მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17-ს დანართი 4-ში. .როგორც წესი (და ეს ყოველთვის სადისციპლინო კომისიის დისკრეციაა), როდესაც (ერთ თამაშში მიღებული) ორივე ყვითელი ბარათი არის ტექნიკური (არა ბინძური თამაში) ჯარიმისთვის გაცემული, შემდგომი სანქცირება არ არის მართებული. თუ ორიდან ერთ-ერთი ყვითელი ბარათი გაცემულია ბინძური თამაშისთვის, ერთ კვირიანი სანქცია შესაძლოა ჩაითვალოს მართებულად. ხოლო თუ ტურნირის განმავლობაში მოთამაშეზე ბინძური თამაშისთვის გაცემულია 2 ან მეტი ყვითელი ბარათი, შესაძლებელია ორი ან სამ კვირიანი სანქციის შეფარდება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნებისმიერი ვარიანტის განხილვისას, სანციის პერიოდი განისაზღვრება სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის შეფასებების მიხედვით.