საითინგ კომისრის სასწავლო კურსი

წინამდებარე კურსი წარმოადგენს სახელმძღვენელოს საითინგ კომისრებისთვის მათი მოვალეობების სამართლიანად და დაბალანსირებულად მართვის მხარდასაჭერად. აგრეთვე, აკონკრეტებს თამაშში ჩართული პიროვნებების როლებსა და სამუშაო პარამეტრებს შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მიდგომა

1996 წელს თამაშის პროფესიონალურ საქმიანობად გამოცხადებამ, მოიტანა საითინგ კომისრის დამატების აუცილებლობა მატჩის ოფიციალურ პირთა შორის. საითინგ კომისარი ყურადღებას აქცევს თამაშის წესების დარღვევის სერიოზულ ინციდენტებს მატჩის განმავლობაში, რომელთაც არ მიეცათ სათანადო შეფასება მატჩის სხვა ოფიციალური პირების მიერ. საითინგ კომისრის როლი დეტალურად გაწერილია მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17-ში.

მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17 ემსახურება მოთამაშეთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა, უსაფრთხოების დაცვას და უზრუნველყოფს თამაშის წესების დარღვევებზე შესაბამის, დროულ და სამართლიან რეაგირებას, თამაშის იმიჯისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით.

საითინგ კომისრის როლის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა, რომ რაგბი როგორც კონტაქტური სპორტი, რომელშიც მონაწილეობენ ძლიერი ათლეტები შეიცავს ფიზიკურობას და ეს თამაშის ის ნაწილია რომელიც გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს. აქედან გამომდინარე არსებობს თამაშის წესების დარღვევის ალბათობა.

მატჩის ოფიციალური პირების და საითინგ კომისრის მოვალეობაა დააფიქსირონ თამაშისას წესების დარღვევები ან არამართებული ქცევის ფაქტები (თამაშის წესები - წესი 9) და უზრუნველყონ დარღვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირება როგორც თამაშის მსვლელობისას (მატჩის ოფიციალური პირები) ასევე მისი დასრულების შემდეგ (საითინგ კომისარი).

თამაშის წესების დარღვევების უმრავლესობას მოჰყვება მსაჯის და მისი დამხმარეების მხრიდან შესაბამისი რეაგირება - გაფრთხილება, ჯარიმა, ყვითელი ბარათი ან იშვიათად, დარღვევის მძიმედ შეფასების შემთხვევაში, წითელი ბარათი. საითინგ კომისარი განიხილავს თამაშის წესების დარღვევის ფაქტებს და თუ დამატებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ რომელიმე დარღვევა ვერ იქნა ჯეროვნად შეფასებული მსაჯის და მისი დამხმარეების მიერ და ეს დაღვევა შეესაბამება წითელი ბარათის დონეს ან იმსახურებს საითინგ კომისრის გაფრთხილებას, საითინგ კომისარი ადგენს შესაბამის ოქმს ასეთი დარღვევის შესახებ.