დანართი 4 - რეგულაცია 17

17.15საწყისი პროცედურები - საითინგი და საითინგ კომისრის გაფრთხილება
17.15.1რეგულაცია 17.15.3 და 17.15.4-ს მიხედვით შედგენილი საითინგ კომისრის საითინგი წერილობითი სახით გადაგზავნილი უნდა იქნას მასპინძელი რაგბის კავშირის მიერ ნომინირებული ოფიცრისთვის ან ტუენირის ორგანიზატორისთვის, როგორც წესი, მინიმუმ 12 საათის და არაუგვიანეს 48 საათისა თამაშის დასრულებიდან. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ნომინირებული ოფიცერი მოიაზრება როგორც მასპინძელი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი კორესპონდენციის მართვაში.
17.15.2

17.15 რეგუალციის გათვალისწინებით. საითინგი გაგზავნილად ითვლება როდესაც:

  • ის გადაგზავნილია ფაქსიმეილით ან მოწოდებულ ელ.ფოსტაზე, გაგზავის თარიღის და დროის დაფიქსირების შესაძლებლობით; ან
  • გადაგზავნილია სხვა რაიმე მიზნით, როდესაც მოწოდებულია ნომინირებული ოფიცრის ან მასპინძელი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის/მისი წარმომადგენელის მიერ.
17.15.3     

იმ შემთხვევაში როდესაც, მოთამაშეზე არ იქნა დაწერილი საითინგი 17.15.1 რეგულაციით განსაზღვრულ დროის შუალედში, ასეთი საითინგის მიღების საფუძვლი შეიძლება იყოს:

  • არასწორი იდენტიფიცირება; და/ან
  • არსებობს გარემოება, როდესაც დარღვევა, მისი ბუნებიდან გამომდინარე საჭიროებს გამოძიებას დამრღვევი მოთამაშ(ეებ)ის იდენტიფიცირების მიზნით; და/ან
  • არსებობს გარემოება, როდესაც დარღვევ(ებ)ის სრულფასოვნად შეფასებისთვის, საჭიროა გამოძიება მისი სპეციფიურობის იდენტიფიცირების მიზნით;

ამ შემთხვევაში საითინგის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს დანიშნული სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის, მასპინძელი კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 12 დღისა იმ თარიღიდან, რომელიც 17.15.1 რეგულაციით არის ნებადართული.

17.15.4

საითინგი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სავარაუდო დარღვევის თარიღს და დროს;
  • სავარაუდო დამრღვევი მოთამაშის ვინაობას და გუნდის სახელს შემადგენლობაშიც თამაშობდა სავარაუდო დარღვევის დროს.
  • მოწინააღმდეგე გუნდის სახელს; და
  • სავარაუდო დარღვევის დეტალებს და მასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს.

საითინგისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას (ამ რეგულაციის დანართი 2) ფორმა 3(A).

17.15.5ყველა პიროვნება ვალდებულია, საითინგ კომისრის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას მოთხოვნილი რეპორტები/ინფორმაცია, დროულად/საითინგ კომისრის მიერ ნებადართული დროის განმავლობაში. საითინგ კომისირის ასეთი მოთხოვნის არ შესრულება, საფუძვლიანი განმარტების გარეშე, ითვლება არამართებულ ქცევად.
17.15.6საითინგ კომისარმა ან მისმა წარმომადგენელმა (რომელიც შეიძლება იყოს საითინგ კომისარის ლიეიზონ ოფიცერი) უნდა მოიპოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორსაც თავად თვლის აუცილებელს სავარაუდო დარღვევასთან მიმართებაში. მასპინძელ რაგბის კავშირს ან ტურნირის ორგანიზატორს, შესაბამისი(მატჩის ოფიციალური პირების ჩათვლით) მხარეებისთვის გადასაცემად, საითინგ კომისარმა უნდა მიაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაციის და ვიდეომტკიცებულების ასლები.
17.15.7მასპინძელი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის ნომინირებულმა ოფიცერმა, შეძლებისდაგვარად დროულად, უნდა მიაწოდოს საითინგი, მისი შესაბამისი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, მოთამაშეს და სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს. საითინგის საფუძვლად ქცეული სავარაუდო დაღვევის ჩამდენი მოთამაშე გაფრთხილ;ებული უნდა იქნას, რომ მას ეკრძალება რაიმე სახის აქტივობა თამაშის დღეს სათამაშო არეში თამაშის ნებისმიერ დონეზე, სადისციპლინო საქმის დასეულებამდე.
17.15.8საითინგის შემთხვევაში, სავარაუდოდ დამრღვევი მოთამაშის საქმე, როგორც წესი, სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის მიერ განხილული უნდა იქნას 48 საათის განმავლობაში და არა უგვიანეს 72 საათისა იმ თამაშის დასრულებიდან სადაც ადგილი ჰქონდა, საითინგის საფუძვლად ქცეულ სავარაუდო დარღვევას. 
17.15.9

საწყისი პროცედურები - საითინგ კომისრის გაფრთხილება

  • საითინგ კომისრის გაფრთხილების შესახებ, საითინგ კომისარმა უნდა შეატყობინოს მასპინძელ რაგბის კავშირს ან ტურნირის ორგანიზატორსმინიმუმ 12 და მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში შესაბამის მატჩის დასრულებიდან. საითინგ ოფიცრის გაფრთხილება უნდა შეიცავდეს 17.15.4 რეგულაციის ა)-დან დ)-ს ჩათვლით შესაბამის ინფორმაციას. ამ რეგულაციის დარათი 2 - ფორმა 3(B).
  • საითინგ კომისრის გაფრთხილების მიღების შემდეგ, მასპინძელი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის მიერ ნომინირებულმა ოფიცერმა, უნდა გადაუგზავნოს ამ დოკუმენტის ასლები მოთამაშეს, რომელსაც ეხება საითინგ კომისრის გაფრთხილება, მის გუნდს და იმ მატჩის ოფიციალურ პირებს რომელშიც მოხდა სავარაუდო დარღვევა.