დისტანციური მუშაობის დროს

მატჩის წინ (2-3 დღით ადრე)

  • მასპინძელი რაგბის კავშირისგან მიიღეთ ტურნირის/მატჩის შესაბამის რეგულაციები
  • დაადასტურეთ საითინგის და გუნდების მომართვების პერიოდის შესახებ ინფორმაციაზე გაცნობა.
  • დაადასტურეთ მატჩის მენეჯერის საკონტაქტო დეტალების ფლობა
  • დარწმუნდით, რომ გაგაჩნიათ საითინგის ელექტრონულ ფორმებზე და ელ. ფოსტაზე წვდომის შესაძლებლობა
  • დარწმუნდიდთ, რომ თქვეს მოწყობილობაზე გაგაჩნიათ მატჩის ჩანაწერისთვის საჭირო საკმარისი ადგილი
  • დარწმუნდით ტელემაუწყებლობის ოპერატორის საკონტაქტო დეტალების არსებობაში

თამაშის დაწყებამდე (ერთი საათის შუალედში):

საითინგ კომისრის ლიეიზონ ოფიცერი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს სტადიონზე. ის შესაძლოა იყოს მასპინძელი რაგბის კავშირის მატჩის მენეჯერი, მსაჯების მენეჯერი ან ადგილობრივი საითინგ კომისარი.

  • დაუკავშირდით თქვენს ლიეიზონ ოფიცერს(ტექსტური შეტყობინები ან ზარით) და შეამოწმეთ კავშირი
  • შეათანხმეთ თქვენს ლიეიზონთან მატჩის შემდგომი კომუნიკაცია
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ლიეიზონ ოფიცერი შეხვდება გუნდების მენეჯერებს თამაშის წინ და მისი დასრულების შემდეგ
  • იქონიეთ შესაბამის მოწყობილობა რათა აწარმოოთ თქვენი შენიშვნები, რაც დაგეხმარებათ მატჩის რეპორტის მომზადებაში.

მატჩის განმავლობაში :

შენიშვნა: მნიშვნელოვანია მატჩის დღის აქტუალური დრო. როგორც წესი, ჩანაწერი ტელერეპორტაჟიდან არ ემთხვევა თამაშის დროს. თქვენს მიერ მოთხოვნილი ვიდეომასალის დროის დასადგენათ მათ დასჭირდებათ დღის აქტუალური დრო 24 საათიანი ფორმატით.

  • აკონტროლეთ როგორც თამაშის ასევე დღის აქტუალური დრო, ეს გაუადვილებს სატელევიზიო გადაცემის ოპერატორს დროულად შეასრულოს თქვენი მოთხოვნა ვიდეომასალის შესახებ.
  • თუ თქვენ იყენებთ ტელეგადაცემის დაპაუზების და გადახვევის ფუნქციებს, ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხის მაჩვენებელი დაგიდგენთ თუ რამდენად ჩამორჩებით დღის აქტუალურ დროს. ეს მარტივად დაგეხმარებათ დღის აქტუალური დროის დადგენაში
  • შენიშვნების ჩაწერისას აღნიშნეთ როგორც თამაშის ასევე დღის აქტუალური დრო.
  • გამოიყენეთ თქვენი მობილური ტელეფონი დღის აქტუალური დროის დასადგენად. ეს ყველაზე აკურატული და ზუსტი დროა თამაშის ყველა მონაწილესთვის.

თამაშის შემდეგ:

ტელემაუწყებელი:

შენიშვნა: როგორც წესი, თქვენ გაქვთ დაახლოვებით 30 წუთი თამაშის დასრულებიდან ვიდეომასალის მოსათხოვად.

  • ტელემსუწყებლის ოპერატორებთან ურიერთობისას საითინგ კომისარმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირდაპირი მაუწყებლობის დროს ისინი საკმაოდ დაკავებულები არიან საკუთარი საქმიანობით და ამის გამო პრობლემატურია მათთან დროული ურთიერთობა.
  • ამიტომ ყურადრებით ადევნეთ თვალი პირდაპირი მაუწყებლობის კადრებს და მის გადართვას თამაშის დასრულების შემდეგ მინდვრიდან სტუდიებში(როგორც წესი თამაშის დასრულებიდან დაახლოვებით 15 წუთში).
  • სწორედ ამ დროს იხსნება თქვენი 30 წუთიანი დროის ფანჯარა ვიდეომასალის მოსათხოვნად.
  • სანამ ტელემაუწყებლობის ოპერატორები არ წაშლიან თამაშის ჩანაწერს და განსხვავებული კუთხით გადაღებული კადრები ჯერ კიდევ ხელმისაწვდიმია.

შენიშვნა: ეს საქმიანობა უფრო დეტალურად იქნება აღწერილი მომდევნო გვერდებზე.

  • თამაშის დასრულების შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს ლიეიზონ ოფიცერს იმის გასაგებად, არის თუ არა რაიმე ფაქტი რომელიც იმსახურებს ყურადღებას. შეამოწმეთ შეხვდა თუ არა თქვენი ლიეიზონ ოფიცერი გუნდების მენეჯერებს თამაშის შემდეგ და არის თუ არა მენეჯერების მხრიდად რაიმე მომართვა. მომართვა უნდა იყოს წერილობითი და დადგენილი დროის პერიოდში შედგენილი.
  • თქვენ შეგიძლიათ მოთხოვოთ თქვენს ლიეიზონ ოფიცერს მოიპოვოს საითინგის მხარდამჭერი შესაბამისი განცხადებები, სამედიცინო ოქმები ან ფოტომასალა. ეს პროცესი აღწერილია ამ კურსის ინფორმაციის შეგროვების და გამოძიების განყოფილებაში.