თუ საითინგ კომისარი პირადად ესწრება თამაშს
მომზადება: სითინგ კომისარმა უნდა:
- მომზადება იწყება დანიშვნის შეტყობინებისთანავე
- უზრუნველყოს მგზავრობისთვის ყველა საჭირო პირობები
- გაარკვიოს მნიშვნელოვანი კომუნიკაციები საკუთარი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის მეშეობით
- დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს მასპინძელ რაგბის კავშირში
- მასპინძელი კავშირი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და სასტუმროში განთავსებას (საჭიროების შემთხვევაში)
- მასპინძელი რაგბის კავშირი უზრუნველყოფს მატჩის წინა და შემდგომ ღონისძიებათა დეტალებს + ჩაცმულობის ფორმალობებს.
საჭირო ნივთები
- საჭირო ნივთების არსებობის/გამართულობის წინასწარი შეფასება
- ლეპტოპი ან მსგავსი
- მობილური ტელეფონი ხმის ჩაწერის და ფოტოგადაღების შესაძლებლობით
- 24 საათიანი ფორმატის საათი
- შენიშვნების ფურცელი
- მე-9 წესის ასლი და ტურნირის დებულების სახელმძღვანელო ან სადისციპლინო რეგულაციის შესაბამისი დოკუმენტაცია
- საითინგის და საითინგ კომისრის გაფრთხილების ფორმები
- ტურნირის ორგანიზატორის/დანიშნული სადისციპლინო ოფიცრის საკონტაქტო დეტალები
მოგზაურობა
- საზღარგარეთ მოგზაურობის შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნის სავიზო რეჟიმის გადამოწმება
- გადაამოწმოს რას უზრუნველყოფს მასპინძელი რაგბის კავშირი (სასტუმროში განთავსება, საკვები, დღიური ანაზღაურება და სხვა მსგავსი პირობრები)
- დარწმუნდეს მატჩის წინა დღეს სტადიონზე მისვლის შესაძლებლობაში.
- ხელბარგის საკითხები
- შეამოწმოს ამინდის პროგნოზი
- ლიეიზონ ოფიცრის დეტალები
სტადიონზე არსებული პირობების შემოწმება :
- დროულად გამოცხადდეს სტადიონზე -სულ ცოტა 1.5 საათით ადრე თამაშის დაწყებამდე
- ტელემაუწყებლობის პირობების გადამოწმება(კამერათა რაოდენობა, გადაღების კუთხეების რაოდენობა, ვიდეო კლიპების დამზადებისთვის საჭირო დრო, პირდაპირი ეთერის დაწყების დრო და ა.შ)
- მისთვის განკუთვნილი ადგილის და საჭირო მოწყობილობების გადამოწმება
- დარწმუნდეს, რომ მისი აკრედიტაცია აძლევს მას ყველა საჭირო არეში დაშვების უფლებას
- დამხმარე პერსონალის გადამოწმება (ლიეიზონები და სხვა)
- გაარკვიოს მობილური სატელევიზიო სადგურის მდებარეობა, წარუდგინოს თავი ოპერატორ(ებ)ს
- გაასწოროს საათი და თარიღი სატელევიზიო მაუწყებლობის დროსთან თანხვედრის მიზნით.
- შეარჩიოს მოხერხებული დრო თამაში შემდეგ(შვიდკაცა ტურნირის დროს, თამაშებს შორის) ინციდენტების განსახილვველად
- ინციდენტის დროს მოითხოვოს ვიდეოკლიპების კოპიების განსაზღვრული რაოდენობა.
შენიშვნა: ვიდეოჩანაწერის გადახვევის შესაძლებლობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს შესაბამის სპეციალისტს
თამაშზე:
- თამაშის წინ წარუდგინოს თავი გუნდების მენეჯერებს/ტურნირის ორგანიზაციის დირექტორს
- შეათანხმოს მათთან თამაშის შემდგომი შეხვედრა
- მიაწოდოს მათ საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია და ანალოგიურად მოითხოვოს მათგან იგივე
- მოხერხებულ დროს შეხვდეს მატჩის ოფიციალურ პირებს და გააფრთხილოს ისინი თამაშის შემდეგ მისი მხრიდან კითხვების შესაძლებლობის შესახებ
- მოიპოვოს მათთან კავშირის შესაძლებლობა
- მოიპოვოს გუნდების სათამაშო განაცხადი
- შეამოწმოს სათამაშო მოედანი რაიმე არათავსებადი გარემოების არსებობაზე
- დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი და გადაამოწმოს საჭირო ეკიპირების გამართულობა
- უზრუნველყოს თამაშზე კონცენტრირების ყველა ხელისშემშლელი პირობების აღმოფხვრა
- დარწმუნდეს თამაშისას შესაბამისი რაოდენობის სასმელის(არაალკოჰოლური) არსებობაში.
კონცენტრაცია:
- გამოიყენოს ტაიმებს შორის შესვენაბა თამაშისას მომხდარი ინციდენტების დასაფიქსირებლად
- მონიშნოს ინციდენტები რომლებიც საჭიროებენ ვიდეოჩანაწერზე გადამოწმებას
- გაიმეოროს იგივე თამაშის დასრულებისას.
თამაშის შემდეგ:
- გადაამოწმოს ორივე გუნდის მენეჯერებთან რაიმე მისთვის საყურადღებო ფაქტის არსებობის შესახებ
- ტელეოპერატორთან გადაამოწმოს ჩანიშნული ინციდენტები და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ვიდეოკლიპები
- შეამოწმოს რაიმე გადაუდებელი გარემოების არსებობა მატჩის ოფიციალურ პირებთან
- მოიპოვოს ინციდენტების შესახებ განცხადებები/მტკიცებულებები, მოთამაშეებისგან, გუნდების ოფიციალური პირებისგან და სამედიცინო პერსონალისგან
მოხსენება:
- არ გააკეთოს რაიმე განცხადება მის მიერ დაფიქსირებულ ინციდენზე
- მოუსმინოს მატჩის ოფიციალური პირების კომენტარებს/მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლოა დახმარება გაუწიოს მას, დაფიქსირებული ინციდენტის სწორად შეფასებაში
- იმ შემთხვევაში,თუ საითინგ კომისარი, მის მიერ დაფიქსირებული რომელიმე ინციდენტ(ებ)ის საითინგს აპირებს (დიდი ალბათობით), მან დროულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ტურნირის ორგანიზატორი/სადისციპლინო ოფიცერი
- დროულად და დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი საქმიანობა.
საითინგის პროცესი:
- განიხილოს მოპოვებული ვიდეომასალა და დარწმუნდეს რამდენად თავსებადია დარღვევა მე-9 წესთან
- დარწმუნდეს, რომ წესი 9 მოიცავს ინციდენტში მომხდარი დარღვევის აღწერას(მაგ. კბენა), რადგან სპეციფიურობის მიხედვით სანქციები განსხვავებულია.
- შეატყობინოს ტურნირის ორგანიზატორი/სადისციპლინო ოფიცერი, საითინგის/გაფრთხილების პროცესის დაწყების შესახებ
- შეავსოს საითინგის/გაფრთხილების ფორმა
- მიუთითოს შესაბამის ინფორმაციის მოწოდების შესახებ(მხოლოდ საითინგი)
- გადაუგზავნოს შევსებული საითინგის ფორმა დაშესაბამისი მასალები ტურნირის ორგანიზატორს/სადისციპლინო ოფიცერს
(საითინგის პროცესი, შემდგომში უფრო დეტალურად გაწერილია ამ მოდულში)