თუ საითინგ კომისარი პირადად ესწრება თამაშს

მომზადება: სითინგ კომისარმა უნდა:

  • მომზადება იწყება დანიშვნის შეტყობინებისთანავე
  • უზრუნველყოს მგზავრობისთვის ყველა საჭირო პირობები
  • გაარკვიოს მნიშვნელოვანი კომუნიკაციები საკუთარი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორის მეშეობით
  • დაუკავშირდეს საკონტაქტო პირებს მასპინძელ რაგბის კავშირში
  • მასპინძელი კავშირი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და სასტუმროში განთავსებას (საჭიროების შემთხვევაში)
  • მასპინძელი რაგბის კავშირი უზრუნველყოფს მატჩის წინა და შემდგომ ღონისძიებათა დეტალებს + ჩაცმულობის ფორმალობებს.

საჭირო ნივთები

  • საჭირო ნივთების არსებობის/გამართულობის წინასწარი შეფასება
  • ლეპტოპი ან მსგავსი
  • მობილური ტელეფონი ხმის ჩაწერის და ფოტოგადაღების შესაძლებლობით
  • 24 საათიანი ფორმატის საათი
  • შენიშვნების ფურცელი
  • მე-9 წესის ასლი და ტურნირის დებულების სახელმძღვანელო ან სადისციპლინო რეგულაციის შესაბამისი დოკუმენტაცია
  • საითინგის და საითინგ კომისრის გაფრთხილების ფორმები
  • ტურნირის ორგანიზატორის/დანიშნული სადისციპლინო ოფიცრის საკონტაქტო დეტალები

მოგზაურობა

  • საზღარგარეთ მოგზაურობის შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნის სავიზო რეჟიმის გადამოწმება
  • გადაამოწმოს რას უზრუნველყოფს მასპინძელი რაგბის კავშირი (სასტუმროში განთავსება, საკვები, დღიური ანაზღაურება და სხვა მსგავსი პირობრები)
  • დარწმუნდეს მატჩის წინა დღეს სტადიონზე მისვლის შესაძლებლობაში.
  • ხელბარგის საკითხები
  • შეამოწმოს ამინდის პროგნოზი
  • ლიეიზონ ოფიცრის დეტალები

სტადიონზე არსებული პირობების შემოწმება :

  • დროულად გამოცხადდეს სტადიონზე -სულ ცოტა 1.5 საათით ადრე თამაშის დაწყებამდე
  • ტელემაუწყებლობის პირობების გადამოწმება(კამერათა რაოდენობა, გადაღების კუთხეების რაოდენობა, ვიდეო კლიპების დამზადებისთვის საჭირო დრო, პირდაპირი ეთერის დაწყების დრო და ა.შ)
  • მისთვის განკუთვნილი ადგილის და საჭირო მოწყობილობების გადამოწმება
  • დარწმუნდეს, რომ მისი აკრედიტაცია აძლევს მას ყველა საჭირო არეში დაშვების უფლებას
  • დამხმარე პერსონალის გადამოწმება (ლიეიზონები და სხვა)
  • გაარკვიოს მობილური სატელევიზიო სადგურის მდებარეობა, წარუდგინოს თავი ოპერატორ(ებ)ს
  • გაასწოროს საათი და თარიღი სატელევიზიო მაუწყებლობის დროსთან თანხვედრის მიზნით.
  • შეარჩიოს მოხერხებული დრო თამაში შემდეგ(შვიდკაცა ტურნირის დროს, თამაშებს შორის) ინციდენტების განსახილვველად
  • ინციდენტის დროს მოითხოვოს ვიდეოკლიპების კოპიების განსაზღვრული რაოდენობა.

შენიშვნა: ვიდეოჩანაწერის გადახვევის შესაძლებლობის შემთხვევაში, დაუკავშირდეს შესაბამის სპეციალისტს

თამაშზე:

  • თამაშის წინ წარუდგინოს თავი გუნდების მენეჯერებს/ტურნირის ორგანიზაციის დირექტორს
  • შეათანხმოს მათთან თამაშის შემდგომი შეხვედრა
  • მიაწოდოს მათ საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია და ანალოგიურად მოითხოვოს მათგან იგივე
  • მოხერხებულ დროს შეხვდეს მატჩის ოფიციალურ პირებს და გააფრთხილოს ისინი თამაშის შემდეგ მისი მხრიდან კითხვების შესაძლებლობის შესახებ
  • მოიპოვოს მათთან კავშირის შესაძლებლობა
  • მოიპოვოს გუნდების სათამაშო განაცხადი
  • შეამოწმოს სათამაშო მოედანი რაიმე არათავსებადი გარემოების არსებობაზე
  • დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი და გადაამოწმოს საჭირო ეკიპირების გამართულობა
  • უზრუნველყოს თამაშზე კონცენტრირების ყველა ხელისშემშლელი პირობების აღმოფხვრა
  • დარწმუნდეს თამაშისას შესაბამისი რაოდენობის სასმელის(არაალკოჰოლური) არსებობაში.

კონცენტრაცია:

  • გამოიყენოს ტაიმებს შორის შესვენაბა თამაშისას მომხდარი ინციდენტების დასაფიქსირებლად
  • მონიშნოს ინციდენტები რომლებიც საჭიროებენ ვიდეოჩანაწერზე გადამოწმებას
  • გაიმეოროს იგივე თამაშის დასრულებისას.

თამაშის შემდეგ:

  • გადაამოწმოს ორივე გუნდის მენეჯერებთან რაიმე მისთვის საყურადღებო ფაქტის არსებობის შესახებ
  • ტელეოპერატორთან გადაამოწმოს ჩანიშნული ინციდენტები და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ვიდეოკლიპები
  • შეამოწმოს რაიმე გადაუდებელი გარემოების არსებობა მატჩის ოფიციალურ პირებთან
  • მოიპოვოს ინციდენტების შესახებ განცხადებები/მტკიცებულებები, მოთამაშეებისგან, გუნდების ოფიციალური პირებისგან და სამედიცინო პერსონალისგან

მოხსენება:

  • არ გააკეთოს რაიმე განცხადება მის მიერ დაფიქსირებულ ინციდენზე
  • მოუსმინოს მატჩის ოფიციალური პირების კომენტარებს/მოთხოვნებს, რომლებმაც შესაძლოა დახმარება გაუწიოს მას, დაფიქსირებული ინციდენტის სწორად შეფასებაში
  • იმ შემთხვევაში,თუ საითინგ კომისარი, მის მიერ დაფიქსირებული რომელიმე ინციდენტ(ებ)ის საითინგს აპირებს (დიდი ალბათობით), მან დროულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ტურნირის ორგანიზატორი/სადისციპლინო ოფიცერი
  • დროულად და დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი საქმიანობა.

საითინგის პროცესი:

  • განიხილოს მოპოვებული ვიდეომასალა და დარწმუნდეს რამდენად თავსებადია დარღვევა მე-9 წესთან
  • დარწმუნდეს, რომ წესი 9 მოიცავს ინციდენტში მომხდარი დარღვევის აღწერას(მაგ. კბენა), რადგან სპეციფიურობის მიხედვით სანქციები განსხვავებულია.
  • შეატყობინოს ტურნირის ორგანიზატორი/სადისციპლინო ოფიცერი, საითინგის/გაფრთხილების პროცესის დაწყების შესახებ
  • შეავსოს საითინგის/გაფრთხილების ფორმა
  • მიუთითოს შესაბამის ინფორმაციის მოწოდების შესახებ(მხოლოდ საითინგი)
  • გადაუგზავნოს შევსებული საითინგის ფორმა დაშესაბამისი მასალები ტურნირის ორგანიზატორს/სადისციპლინო ოფიცერს

(საითინგის პროცესი, შემდგომში უფრო დეტალურად გაწერილია ამ მოდულში)