მედია და მასთან ურთიერთობა
საითინგ კომისარს და მის ლიეიზონ ოფიცერს არ გააჩნიათ მედიასთან ურთიერთობის ვალდებულება. თუ თქვენ მოგმართეს კომენტარის გასაკეთებლად, თქვენი სტანდარტული პასუხი უნდა იყოს მათი მატჩის კომისართან გადამისამართება.
არ შეიძლება ითქვას, რომ თქვენი როლი, საქმიანობა ან შეფასებები არ იქნება მედიის განხილვის საგანი მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს ზოგადად თქვენი როლის შესახებ კომენტარები და ზოგ შემთხვევაში პერსონალურად თქვენი სახელის გამჟღავნებით , თქვენი საქმიანობის კრიტიკა.
ყველაზე მოსალოდნელი სამი მედია კომენტარი:
- კრიტიკა თქვენს მიერ მოთამაშის საითინგისთვის ან პირიქით(საითინგის არ არსებობა)
- კრიტიკა გუნდების მენეჯმენტის მხრიდან მოწინააღმდეგე მოთამაშის საითინგისთვის ან პირიქით(საითინგის არ არსებობა)
- საითინგის ან სადისციპლინო პროცესის კრიტიკა, სხვადასხვა ინციდენტის არაერთგვაროვანი შეფასებისთვის. მაგალითად : რატომ იქნა მოთამაშე A-ს საითინგი მხარდაჭერილი, რის შედეგადაც ის 4 კვირით დისკვალიფიცირდა, როცა იგივე საქციელისთვის მოთამაშე B-ს მიმართ საითინგი არც კი დაწერილა და ამიტომ არ მოჰყოლია მისი შემდგომი სანქცირება.
იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ექსპერტები და შესწავლილი გაქვთ ამ კურსში აღწერილი შესაბამისი პროცესები, შესაბამისად ფლობთ უფრო მეტად ამომწურავ ინფორმაციას იმის გასარკვევად და შესაფასებლად თუ რა მოხდა სინამდვილეში ინციდენტის დროს. მედია და გუნდების მენეჯმენტი იშვიათად არიან ისევე კარგად ინფორმირებულები როგორიც თქვენ ხართ.