ურთიერთობა მატჩის კომისართან

მასპინძელი რაგბის კავშირი ნიშნავს მატჩის კომისარს.

საითინგის შემთხვევაში მატჩის კომისარს მოეთხოვება:

  • შეატყობინოს შესაბამის გუნდს და მოთამაშეს საითინგის შესახებ
  • მოამზადოს სადისციპლინო განხილვა
  • შეაგროვოს მატჩის ოფიციალური პირების ოქმები/განცხადებები
  • შეაგროვოს შესაბამისი სადისციპლინო ინფორმაცია მოთამაშის შესახებ.

საითინგის, გაფრთხილების, ყვითელი ან წითელი ბარათის შემთხვევაში, შეატყობინოს მათ თქვენი რეაქვია.

იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს თქვენი წარმომადგენლის ან გუნდების მხრიდან რაიმე საკითხი, გაცნობოთ, რომ თქვენის საქმიანობა დასრულდა და მატჩი „სუფთაა“ საითინგ კომისრის გადმოსახედიდან.

მომართვა დადგენილი დროის შუალედში

თქვენ შეიძლება მიიღოთ მომართვა პირდაპირ:

  • გუნდის მენეჯმენტისგან
  • თქვენი ლიეიზონ ოფიცრისგან
  • მატჩის კომისრისგან, გუნდის სახელით.

თქვენი როლია:

  • დარწმუნდეთ, რომ მომართვა არის წერილობითი სახით, შეიცავს საკმარის ინფორმაციას დროის მითითებით და ინციდენტის ბუნების შესახებ
  • დარწმუნდეთ რომ დაცულია მომართვისთვის დადგენილი დროის შუალედი ტურნირის წესების შესაბამისად
  • მოითხოვეთ გუნდის მენეჯერისგან დამატებითი მასალები როგორიცაა განცხადებები, სამედიცინო ოქმები ან ფოტო/ვიდეო მასალა
  • გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეატყობინეთ მათ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.

შენიშვნა: ამ პროცესის შესახებ, გუნდებში განსხვავებული ცოდნის დონეებია. ამიტომ მათთვის გასაგები ენით უნდა განუმარტოთ მათ პროცედურის დეტალები. მათ მომართვით შუძლიათ მოგაწოდოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. მათი მომართვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მომართვაში აღნიშნული მოწინააღმდეგე მოთამაშე და მისი ქმედება იმსახურებს საითინგს.

დადგენილი დროის შუალედის დარღვევით მიღებული მომართვა

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ მომართვის პირველი მიმღები, თქვენ უნდა აღნიშნოთ მომართვის მიღების დრო. თუ მომართვის დრო სცილდება მომართვის დადგენილი დროის შუალედს, ამის შესახებ მკაფიოდ უნდა შეატყობინოთ მომართვის ავტორ გუნდს.

საკითხი არ შეიძლება იქნას განხილული, დანიშნული სადისციპლინო კომისიის/ოფიცცრის თანხმობის გარეშე, გამონაკლის შემთხვევებში. 

შენიშვნა:  საქმე შეიძლება ეხებოდეს იგივე საკითხს რასაც თქვენ უკვე განიხილავთ. ამის შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ გუნდს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიიღეთ დაგვიანებული მომართვა გუნდისგან მას შემდეგ როდესაც უკვე მოკლებული ხართ შესაძლებლობას მოიპოვოთ შესაბამის ვიდეოჩანაწერები, შესაძლებელია ცადოთ ჩანაწერის ტელეტრასლატორის არქივში მოძებნა ან გუნდის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მოთხოვნა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს გარანტირებული.