საითინგის საფუძვლები და ინფორმაციის შეგროვება

საითინგის საფუძვლები

საითინგ კომისრის საქმიანობა აერთიანებს დაკვირვებების და განსჯის(შეფასების) ასპექტებს. დაკვირვების უნარები ვითარდება გამოცდილების და თამაშის ცოდნის შესაბამისად. თამაშის ცოდნა აქტიურდება ინტუიციის და დაკვირვების მიხედვით, მაგრამ საჭიროებს ამ პროცესის შემდგომ სრულყოფას. არ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებებზე დაყრდნობა, რადგან შეუძლებელია დადგენილი იქნას ყველა სავარაუდო საკითხი რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ პროცესში.

ქვემოთ ჩამოთვლილია შემთხვევები, რომლებიც მიუთითებენ თამაშის წესების დარღვევის შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევების დროს საითინგ კომისარს მართებს განიხილოს შემთხვევების დამახასიათებელი მაჩვენებლები :

  • სისხლდენა. თუ მოთამაშე გაყვანილ იქნა თამაშიდან სისხლდენის გამო, განსაკუთრებით თავის ტრავმის შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა განხილული უნდა იქნას საითინგ კომისრის მიერ.

რჩევა: როგორც წესი ზემოაღნიშნული შემთხვევის შეფასების საუკეთესო გზას წარმოადგნს იმაში დარწმუნება, რომ მოთამაშეს არ ჰქონდა ტრავმა(სისხლდენა) შემთხვევამდე. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს ის მომენტი როდესაც მოთამაშე იქნა ტრავმირებული.

  • თავის ტრავმის შეფასება(HIA): უმეტესწილად მსაჯი მიუთითებს რომ მოთამაშე ტოვებს სათამაშო მოედანს თავის ტრავმის შეფასების მიზნით. სავარაუდო თავის ტრავმის შემთხვევაში, გუნდის სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ შევიდეს სათამაშო მოედანზე თამაშის მსვლელობისას. მატჩის პირდაპირი ტელემაუწყებლობის დროს მცირეა იმ მაჩვენებელთა რაოდენობა რომელიც მიუთითებს თავის ტრავმის შესაძლებლობას, ამიტომ ამ შემთხვევაში საითინგ კომისარს მართებს თამაშის ჩანაწერში დაუბრუნდეს იმ მომენტს როდესაც მოხდა ასეთი შემთხვევა.
  • მოთამაშის რეაქცია მოთამაშის რეაქცია კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ რაღაც მოხდა. თვითონ მოთამაშეებმა კარგად იციან რა არის დაშვებული თამაშის წესების ფარგლებში. როდესაც ხდება ისეთი რამ, რასაც მოთამაშეები ჩათვლიან, რომ ეს ქმედება ცდება თამაშის წესების ფარგლებს, მოთამაშეების რეაქციებმა შესაძლებელია სხვადასხვა გზით მიგვანიშნოს ამის შესახებ :
    • დაზარალებული მოთამაშე{2} - შესაძლოა შეეცადოს სამაგიერო გადაუხადოს მოწინააღმდეგეს, დაუპირისპირდეს მას სიტყვიერად, შესჩივლოს მსაჯს ან დამხმარე მსაჯს
    • მოთამაშე, დაზარალებული თანაგუნდელის გამო - შესაძლოა შეეცადოს სამაგიერო გადაუხადოს მოწინააღმდეგეს, დაუპირისპირდეს მას სიტყვიერად, შესჩივლოს მსაჯს ან დამხმარე მსაჯს
    • თეატრალიზება(სიმულაცია) - სიტუაცია როდესაც მოთამაშე ცდილობს დრამატულად გააფორმოს მომხდარი (ან არ მომხდარი) ინციდენტი. ამის მიუხედავად ესეთი შემთვევა მაინც შეიძლება შეიცავდეს თამაშის წესების დარღვევის ელემენტებს და ღირს გადასამოწმებლად.
  • კაპიტანის მიმართვა მსაჯს - როდესაც გუნდის კაპიტანი მიმართავს მსაჯს კონკრეტული მომენტის ვიდეორეფერისთან გადამოწმებას. ვიდეორეფერი ძირითადად რეაგირებს, მის მიერ შემჩნეულ ან მსაჯის მიერ მოთხოვნილი მომენტის, გადამოწმებით. მსაჯს არ მოეთხოვება დააკმაყოფილოს გუნდის კაპიტანი და შეუძლია უგულველყოს ასეთი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ყოველთვის ღირს მსაჯის მიერ უგულველყოფილი მომენტის გადამოწმება თამაშის წესების დარღვევის არსებობაზე.
  • სათამაშო მოედანზე ტრავმირება - მოთამაშის ტრავმა თამაშისას, რომელმაც გამოიწვია თამაშის შეჩერება მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ვიდეოგადაღებით როგორც წესი შესაძლებელია იმის დადგენა, თუ სხეულის რომელი ნაწილი დაუზიანდა დაზარალებულს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ ტრავმას სათანადო ყურადღება არ მიექცეს , მაგალითად მოთამაშის ფეხის დაზიანებას თამაშის წესების დარღვევით. ასეთი შემთხვევები ყოველთვის საჭიროებს დამატებით ყურადღებას საითინგ კომისარის მხრიდან.
  • კომენტატორები - პირდაპირი ტელემაუწყებლობის კომენტატორები რომლებიც უშუალოდ ესწრებიან და თვალყურს ადევნებენ თამაშს. მათი დაკვირვება, ისეთი მომენტების რომელებიც არ ხვდება ტელემაუწყებლობის კადრებში (მაგ. მიმდინარე თამაშის დროს ჩხუბი და სხვა), რეპლიკები და შეფასება შესაძლებელია გახდეს ინციდენტის გამოძიების დაწყების მიზეზი.
  • მაყურებლის რეაქცია - ინციდენტთან ახლოს მყოფმა მაყურებლმა შეიძლება რეაგირებით გამოხატოს სავარაუდო თამაშის წესების დარღვევა, რაც გადამოწმმებული უნდა იქნას თამაშის ვიდეოჩანაწერში.